x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
პროპორციული თუ მაჟორიტარული - რა წარმოადგენს გამოსავალს?

image

ქართული პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები აგრძელებენ იმაზე ლაპარაკს, რომ პროპროციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე უარი, თან ნულოვანი ბარიერის პირობებში არის საზიანო ქვეყნისთვის და ამით საქართველოს საერთაშორისო არენაზე სახელი გაუტყდა. ასევე ისმის შეძახილები, რომ 18 ნოემბერს აქციის დაშლა "ძალადობრივი" იყო და პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებზე იძალადა, რითიც საქართველო უკვე პუტინის რუსეთს დაემსგავსა.

რეალურად, ვხედავთ ორ საკითხს, რომელსაც ქართული პოლიტიკური "ელიტის" ოპოზიციური მხარე აყენებს.

ერთი საარჩევნო სისტემას ეხება, მეორე აქციის დაშლის ხერხებს.

ქართველი პოლიტიკოსების, პოლიტიკური
"ელიტის" წარმომადგენლების (ამ შემთხვევაში უკვე არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლება იქნება თუ ოპოზიცია) მოსმენისას მართებული იქნება თუ ვიკითხავთ - ეს ადამიანები ეცნობიან იმ ყველაფერს, რაც სხვადასხვა ქვეყნებში ხდება თუ ამომრჩევლის ხმების მისაღებად ისე ალამაზებენ ყველაფერს, როგორც ურჩევნიათ? (უფრო სავარაუდო მეორე ვარიანტია, მაგრამ ზოგიერთები ნამდვილად ტოვებენ ისეთ შთაბეჭდილებას, რომ მათი თვალსაწიერი რუსთაველის ძეგლიდან თავისუფლების მოედნამდე გრძელდება და პოლიტიკასაც ამ ერთი ქუჩიდან აფასებენ).

დავიწყოთ იმით, რომ როგორც პოლიტიკური "ელიტის" ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი აღნიშნავს (და ხელისუფლებაც ეთანხმება), პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყნის განვითარებისთვის უკეთესია, განსაკუთრებით ნულოვანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში. საინტერესოა, როგორ ახსნიან ეს პოლიტიკოსები პოლიტიკურ კრიზისებს იმ ქვეყნებში, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა არსებობს, დემოკრატიის ხარისხიც უფრო მაღალია და ბარიერიც კი აქვთ დაწესებული.

საუბარი გვაქვს ესპანეთზე, სადაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ოთხი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ხმების უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა, თუმცა ვერც კოალიციურ მთავრობას ქმნიან. რამდენად წარმატებით დასრულდება ბოლო მოლაპარაკებები და რამდენად ეფექტიანი იქნება ახალი ხელისუფლება ამას დრო გამოაჩენს, თუმცა ფაქტია, რომ საერთო ენის პოვნა პოლიტიკურ ძალებს შორის არ არის ისეთი მარტივი, როგორც დღეს ჩვენი ოპოზიციონერებისგან გვესმის, რომ შექმნიან კოალიციას და დემოკრატიულად გააგრძელებენ მმართველობას (აქ აღარ ვისაუბრებ იმაზე, რომ ზოგიერთმა ამ ოპოზიციონერებიდან წინა ხელისუფლების დროს დემოკრატიულობით ნამდვილად ვერ დაგვამახსოვრეს თავი). იხილეთ ვრცლად
0
63
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0