x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მითები ყავაზე და წითელ ღვინოზე-გერმანელი მეცნიერების დასკვნა
image

გერმანელი კარდიოლოგების დასკვნით, ყავა არ იწვევს არტერიული წნევის მატებას, ხოლო წითელი ღვინოს მცირე რაოდენობაც კი იწვევს არითმიას.

გერმანიის კარდიოლოგთა ფედერალური ასოციაციის ექიმი ჰარიბერტ ბრიუკის განცხადებით, ყავა არ იწვევს წნევის მატებას, აფერხებს ონკოლოგიური დაავადების, დემენციის, შაქრის დიაბეტის განვითარების რისკს და დასძინა, რომ დღეში 4 ჭიქა ყავის დალევა სავსებით ნორმალურია.


გერმანელი კარდიოლოგები იმასაც აღნიშნავენ, რომ წითელი ღვინოს მცირე რაოდენობაც კი იწვევს გულის არითმიას, ასე რომ მითია ის მოსაზრება, თითქოს წითელი ღვინო სასარგებლოა იმათთვის, ვისაც გულზე პრობლემები აქვს.


გერმანელი ექიმები გულით დაავადებულ პაციენტებს ურჩევენ ფიზიკურ ვარჯიშებს, რომელიც აკაჟებს მუსკულატურას და სისხლძარღვებს.


გასულ თვეში ურბანე-შემპეიენეს უნივერსიტეტის(შტატი ილიონოსი, აშშ)მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის მარცვალი შეიცავს ფენოლის ნაერთს, რომელიც სასარგებლოა ჭარბი წონის და მე-2 ტიპის შაქრის დიაბეტის წინააღმდეგ საბრძოლველად.

0
591
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
591
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0