x
image
_K_
Mediator image
რა იწვევს მკერდის ტკივილს - თანამედროვე მიზეზები და მოგვარების გზები
image

მკერდის ტკივილი, ზომაში გაზრდა ან მგრძნობიარობა ქალების 70%-ისთვის ჩვეულებრივი მენსტრუაციის დამახასიათებელი სიმპტომია. ეს ხშირად ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსის ცვლილებითაა გამოწვეული, რაც მენსტრუაციის დროს ხდება. სწორედ ეს ჰორმონები (ესტროგენი და პროგესტერონი) იწვევენ მკერდის ზომის გაზრდასაც. როგორც წესი, ასეთი ტკივილი ორივე ძუძუში იგრძნობა და პერიოდის დამთავრებისთანავე ქრება.


თუმცა, თუ თქვენი მკერდის ტკივილი მენსტრუაციასთან ერთად არ მოდის და მიდის, მაშინ ეს შეიძლება სხვა მიზეზებით იყოს გამოწვეული, როგორიცაა კუნთების დაძაბულობა ან კანის დაზიანება.

image


არსებობს რამდენიმე გზა მკერდის ტკივილის შესამცირებლად:

☀ ატარეთ სპორტული ბიუსჰალტერი ან ისეთი, რომელიც კარგად "დაიჭერს" მკერდს;

☀ შეამცირედ კოფეინის შემცველი სასმლის და ცხიმიანი, მარილიანი და შაქრიანი საკვების რაოდენობა ამ დროის განმავლობაში;

☀ მიიღეთ ვიტამინი E;

☀ მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, როგორიცაა იბუპროფენი.


როდის უნდა ეწვიოთ ექიმს?

★ თუ რამდენიმე კვირაზე მეტია, ყოველდღიურად გტკივათ მკერდი ერთ ადგილას, ან ტკივილი დროის გასვლასთან ერთად უარესდება;

★ თუ მკერდში რამე ცვლილებას შეამჩნევთ, როგორიცაა შეშუპება, ფოსოები კანზე, სიწითლე, კანის აქერცვლა, ან გამონადენი ძუძუს თავიდან.


ორიგინალი სტატია შექმნილია გაეროს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტოს მხარდაჭერით.


გისურვებთ ჯანმრთელობას!






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 5 ყველაზე გავრცელებული შიში ქალებში - როგორ გავუმკლავდეთ მათ

image


2. შესაძლებელია თუ არა ქალის დაორსულება, როცა უკვე ფეხმძიმედაა?

image


3. 10 უცნაური რამ, რაც ქალის სხეულში ხდება

image

1
334
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
334
  
2019, 28 ნოემბერი, 2:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1