x
მეტი
  • 13.12.2019
  • სტატია:97326
  • ვიდეო:344152
  • სურათი:459312
ინდოეთში სამი წლის ბავშვი ქვაბში ჩავარდა და გარდაიცვალა

image

ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადის (შტატი ტელანგანა) მახლობლად მდებარე სოფლიდან სამი წლის ბიჭი, მდუღარე სამბარის სუპში ჩავარდა და დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ იტყობინება Daily Mail-ი.

კვირას, 17 ნოემბერს, ბიჭი სახელად სურესი(Suresh) მამამისთან ერთად იმყოფებოდა სოფლის დღესასწაულზე, რა დროსაც ბავშვი თამაშობდა იმ ადგილთან ახლოს, სადაც ამზადებდნენ საჭმელს და სამბარით სავსე ქვაბში ჩავარდა.

ბიჭმა სერიოზული დამწვრობა მიიღო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სამშაბათს, 19 ნოემბერს, ბავშვი გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მამამ პოლიციას განუცხადა, რაც მოხდა. სამართალდამცავი ინციდენტის დეტალებს იძიებენ.

სამბარი, იგივე სამბხარი-ბოსტნეულისგან მომზადებული წვნიანი ცხარე რაგუა, რომელიც პოპულარულია სამხრეთ ინდოეთში, ტრადიციულად მას გიგანტურ ქვაბში ამზადებენ.



მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის პროვინცია იუნანის ქალაქ კუნმინში, მიმტანმა გოგონამ დამწვრობა მიიღო მას შემდეგ, როდესაც სანთებელა აფეთქდა ცხელ წვნიანში.



პოპულარული ჩინური Haidilao ქსელის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანმა გოგონამ იმ დროს მიიღო დამწვრობა, როდესაც მეგობართან ერთად მყოფ კლიენტს სანთებელა შიგნით ჩაუვარდა.

0
145
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0