x
მეტი
  • 13.12.2019
  • სტატია:97326
  • ვიდეო:344152
  • სურათი:459312
პუტინმა სევეროდვინსკთან დაღუპული "როსატომის" თანამშრომლების ქვრივებს მათი მეუღლეების მედლები გადასცა

image "როსატომის" თანამშრომლები, რომლებიც სევეროდვინსკთან პოლიგონზე დაიღუპნენ, მუშაობდნენ ყველაზე თანამედროვე და უანალოგო იარაღზე იტყობინება სააგენტო "ТАСС", რუსეთის პრეზიდენტის-ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე დაყრდნობით.
აგვისტოში პოლიგონ "ნენოკსა"-ზე სევეროდვინსკში მოხდა ინციდენტი, რა დროსაც დაიღუპა "როსატომის" ხუთი თანამშრომელი და რეგიონში მკვეთრად, მაგრამ მცირე ხნით მოიმატა რადიაციულმა ფონმა (საკითხავია დაიკლო თუ არა რადიაციულმა ფონმა, რადგან ასე სწრაფად რადიაციული ფონის დაკლება იშვიათად ხდება).
"როსატომში" განაცხადეს, რომ პოლიგონზე ადგილი ჰქონდა ხანძარს და აფეთქებას რაკეტის გამოცდის დროს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ მოხდა ინციდენტი თხევადძრავიან დანადგარზე.
დაღუპულებს სიკვდილის შემდეგ მიენიჭათ ორდენი "მამაცობისათვის". წუხელ პუტინი შეხვდა "როსატომის" დაღუპული თანამშრომლების ქვრივებს.
"ესაა ვალი, მაგრამ მაინც საპატიო მისია-გამოვხატო თქვენს მიმართ ჩემი ღრმა და გულწრფელი წუხილი თქვენი მეუღლეების დაღუპვის გამო"-განუცხადა მათ რუსეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსი მეცნიერები დაღუპვის მომენტში ასრულებდნენ სახელმწიფოსათვის ჰაერივით საჭირო, კრიტიკულ, მაგრამ საპასუხისმგებლო დავალებას.
" საუბარია ყველაზე მოწინავე და მსოფლიოში ანალოგის არმქონე ტექნიკურ გადაწყვეტაზე და იდეაზე, იარაღზე, რომელიც მოწოდებულია დაიცვას რუსეთის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება ათწლეულებით წინ. ესაა მშვიდობა ჩვენი ბავშვებისათვის, თქვენი ბავშვებისათვის"-განაცხადა პუტინმა.


0
186
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
186