x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
19 წელი ქალის გარეშე: ზოოპარკში კაცის სახიანი მაიმუნისთვის ცოლს ეძებენ

image




კაპუცინის ჯიშის მაიმუნი ცხოვრობს ჩინეთის ქალაქ ტიანცზინის ზოოპარკში, რომელიც განსხვავდება სხვა მაიმუნებისგან. მისი სახე ძალიან ჰგავს ადამიანის სახეს. ამის გამო კაპუცინი ვარსკვლავი გახდა და მის სანახავად ათასობით ადამიანი მოდის.


მაიმუნს ნაკლებად აღელვებს ასეთი პოპულარობა: კაპუცინს აქვს ერთი დელიკატური პრობლემა, ეს კი ასოცირდება მისი სახის გამომეტყველებასთან.


19 წლის განმავლობაში ადამიანის სახის მქონე პრიმატმა ვერ იპოვა პარტნიორი. მთელი ამ წლების განმავლობაში, მაიმუნს გაუჭირდა სიყვარულის პოვნა. 2018 წელს კი, იგი ინტერნეტში გახდა ცნობილი მისი სახის გამო, რადგან მისი სახე ძალიან გავს ადამიანის სახეს.



ზოოპარკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ცხოველი წყვილის გარეშე დარჩა იმის გამო, რომ ის ძალიან აგრესიული და ჰიპერაქტიურია, უყვარს ქოქოსის დამტვრევა და ტალახში თამაში.



”მას ახლა სამი მეგობარი ჰყავს. 2016 წელს ჩვენ შევიძინეთ Sapajus apella margaritae-ის სამი განსაკუთრებული სახეობა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ჯერ ასაკს მიღწეული. როდესაც ახალგაზრდა მდედრი სახეობა გაიზრდება, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მამრი ადამიანის სახის კაპუცინი საბოლოოდ იპოვის ცოლს. "- აღნიშნეს ზოოპარკში.









0
931
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
931
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0