x
მეტი
  • 13.12.2019
  • სტატია:97326
  • ვიდეო:344152
  • სურათი:459312
პუტინი ამერიკელებს ბრჭყალებით დაკაწვრას დაპირდა. (ვიდეო)

image

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკელებს ბრჭყალებით დაკაწვრას დაპირდა ფიქალის ნავთობის წარმოების ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან განაცხადა ფორუმზე "რუსეთი გეძახის."


”რაც შეეხება ფიქალის ნავთობს ... მოდით, დაველოდოთ ამერიკელებს, სანამ ფულს დახარჯავენ ფიქალის ნავთობის ახალი ტექნოლოგიების წარმოებაში, შემდეგ კი ჩვენ მათ ბრჭყალებით დავკაწრავთ." - განაცხადა პრეზიდენტმა. თუმცა, მან მოგვიანებით ხაზი გაუსვა იმას, რომ ხუმრობს და რუსეთი ასევე ცდილობს დამოუკიდებლად შეიმუშაოს ასეთი ტექნოლოგიები.


ტელეწამყვანმა ვლადიმერ სოლოვიოვმა თავის სატელევიზიო არხზე თქვა, რომ პუტინმა დაასახელა ფიქალის ნავთობის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები. რუსეთის ლიდერის თქმით, ისეთ ქვეყნებში, სადაც ამგვარი ნავთობის მოპოვება ხდება, ონკანებიდან ყავისფერი წყალი მიედინება.


”ჩვენ არ გვჭირდება ასეთი წარმოება.” - ციტირებს რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს სოლოვიოვი.





0
342
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0