x
მეტი
  • 07.12.2019
  • სტატია:97179
  • ვიდეო:344046
  • სურათი:459147
„ბიბლუსში“ საახალწლო სამზადისი დაიწყო - ფასდაკლებები და სიახლეები, რომელიც არ უნდა გამოვტოვოთ
image


საახალწლო სამზადისი დაიწყო და ჩვენი ნაძვის ხისთვის, სახლისთვის, ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის აქსესუარებისა და საჩუქრების შერჩევას ვიწყებთ. იქნებ სულაც „სეკრეტ სანტა“ ხართ? ამ პასუხისმგებლობისთვის თავის გართმევაში წელს „ბიბლუსი“ დაგეხმარებათ.


როგორც წესი, საახალწლო სამზადისი საკმაოდ ძვირი გვიჯდება, ამიტომ ჩვენი ბიუჯეტისთვის უმჯობესია, ფასდაკლებებს თვალი მივადევნოთ და ხარისხიანი და ლამაზი აქსესუარები და დეკორაციები ხელმისაწვდომ ფასად შევიძინოთ.


როგორც გასულ წლების, 2020 წლის მოსვლისთვისაც „ბიბლუსი“ განსაკუთრებული სურპრიზებით ემზადება. მრავალწლიანი ტრადიციის თანახმად, წელსაც, „ბიბლუსში“ წიგნებთან ერთად, უამრავი საახალწლო დეკორაცია, ნაძვის ხე, სათამაშოები და სხვადასხვა სასაჩუქრე აქსესუარი იქნება წარმოდგენილი.



image


„ბიბლუსში“ წელს განსაკუთრებით მრავალფეროვანი არჩევანი დაგვხვდება. როგორც ყოველთვის, საახალწლო აქსესუარები უახლესი, 2020 წლის ტენდენციების მიხედვით იქნება შერჩეული და რაც მთავარია, სპეციალურ ფასად.


„ბიბლუსი“ თავის მომხმარებელს გასაკუთრებულ ფასად სთავაზობს საახალწლო ბურთებს, აქსესუარებს, დეკორატიულ შობის ყვავილებს, სანტებს, გირლიანდებს, სუფრის დეკორაციასა და კიდევ უამრავ სხვა ნივთს.


ერთ სივრცეში შეგვიძლია, შევარჩიოთ ყველაფერი, რაც საახალწლო დეკორაციებსა და საჩუქრებს უკავშირდება. იქნება ეს საშობაო თემატიკით გაფორმებული საკანცელარიო ნივთები, ნაძვის ხის სათამაშოები თუ სხვა.


ახალი წლის დღესასწაული განსაკუთრებით ახარებთ პატარებს, რომლებიც თოვლის ბაბუისგან საჩუქრებს ელოდებიან. თოვლის ბაბუას კი შეუძლია, ბავშვების სასურველი ნივთები „ბიბლუსში“ შეარჩიოს და საახალწლო დიზაინით შეფუთოს.


image


„ბიბლუსი“ საახალწლო დეკორაციებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტით უკვე გველოდება და რაც მთავარია, სეზონის საუკეთესო ფასდაკლებებს გვთავაზობს.

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0