x
მეტი
  • 16.12.2019
  • სტატია:97401
  • ვიდეო:344213
  • სურათი:459420
"მას არაფერი ესაქმება რუსეთში"-დუმის დეპუტატი საზოგადოებას სოფია როტარუს კონცერტების იგნორორებას ურჩევს
image


რუსეთის სახელმწიფო დუმის დაქვემდებარებაში არსებული საზოგადოების ინფორმაციის და მედიის განვითარების საკითხების ექსპერტთა საბჭოს წევრი-ვადიმ მანუკიანი, საზოგადოებას მოუწოდებს მომღერალ სოფია როტარუს რუსეთში დაგეგმილი კონცერტების იგნორორებას, მას შემდეგ, რაც მან მხარი დაუჭირა უკრაინაში არსებულ ანტირუსულ განწყობას. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა "Days.ru".


სოფია როტარუს არაერთხელ უთქვამს, რომ ის ცხოვრობს კიევში და თავს კიეველად თვლის, ხოლო ანექსირებულ ყირიმში, ისევე როგორც დანარჩენ რუსეთში, არ აპირებს წასვლას.

თუმცა ახლახან ცნობილი ცნობილი გახდა, რომ როტარუ აპირებს მონაწილეობა მიიღოს კონცერტებში "Песня года" და "Легенды Ретро FM" და ასევე განიხილება რუსეთის ქალაქებში საახალწლო კორპორატიულ წვეულებებზე გამოსვლა.



"როტარუს არაფერი ესაქმება რუსეთში მას შემდეგ, რაც შარშან მან უარი თქვა "Песня года ”-ში მოანაწილეობაზე და განცხადებები გააკეთა უკრაინის არმიის დაფინანსებაზე, ” - განაცხადა ვადიმ მანუკიანმა.


მანუკიანმა ისიც დასძინაა, რომ როტარუს უკრაინაში ანტირუსული ისტერიის მხარდაჭერის შემდეგ, მისთვის სახალხო არტისტის წოდებაც უნდა ჩამოერთმიათ.


”ის აღარ არის ღირსი სსრკ-ს სახალხო არტისტის წოდებას ატარებდეს რუსეთის მიმართ ასეთი არამეგობრული საქციელის შემდეგ, რომელიც საბჭოთა კავშირის კანონიერი მემკვიდრეა. მე მიმაჩნია, რომ მისი ნებისმიერი კონცერტი და სპექტაკლი უნდა იყოს უგულებელყოფილი, რადგან მას საკუთარი სინდისი არ ყოფნის იმისათვის, რომ აღარ ჩამოვიდეს რუსეთში. ”- განაცხადა მანუკიანმა.


შეგახსენებთ, შარშან სოფია როტარუმ რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე უარი განაცხადა "Песни года»-ში და საახალწლო კორპორატიულ კონცერტებში მონაწილეობაზე.


წელს ვახტანგ კიკაბიძეს ცნობილმა მსახიობმა ბორის კლუევმა ჭორი გაუვრცელა, თითქოს ის უჩუმრად მართავდა კონცერტებს რუსეთში, თუმცა ეს ინფორმაცია უარყო კონცერტების ორგანიზატორმა სერგეი ლავროვმა და მეტიც, დასძინა, რომ კიკაბიძეს 50 000 ევროც კი შესთავაზეს, მაგრამ მან მაინც უარი თქვა.

როგორც ცნობილია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ კიკაბიძემ სახალხოდ დაიფიცა, რომ ის რუსეთის აუდიტორიის წინ აღარასდროს გამოვიდოდა.


1
344
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
344
  
მიყვარს როტარუ.... ყოველთვის მწვავე განცხადებებს აკეთებდა რუსულ ოკუპაციაზე და თამამად უპირისპირდებოდა. ამის დასტურია ისიც, რომ საახალწლო კონცერტებზე არსად არ გამოჩნდა შარშან
0 1 1