x
მეტი
  • 16.12.2019
  • სტატია:97401
  • ვიდეო:344213
  • სურათი:459420
ზვი­ად კუპ­რა­ვამ  სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა
image

ზვი­ად კუპ­რა­ვამ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა.

კუპ­რა­ვა ცი­ხი­დან რამ­დე­ნი­მე საათის წინ გა­მო­ვი­და.


"პირ­ვე­ლი­ვე აქ­ცი­ა­ზე წა­ვალ, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა და ვეც­დე­ბი შევ­ქმნა სხვა­ნა­ი­რი ბრძო­ლის ფრონ­ტი, - ამის შე­სა­ხებ კუპ­რა­ვამ ცი­ხის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც კუპ­რა­ვამ აღ­ნიშ­ნა, ის სრუ­ლად იზი­ა­რებს აქ­ცი­ე­ბის იდე­ას.



„ზო­გა­დად, აქ­ცია არ იყო ძა­ლა­დობ­რი­ვი, იყო სრუ­ლი სიმ­შვი­დე დე­მონ­ტრან­ტე­ბის მხრი­დან, ამი­ტომ აქ­ცი­ის დაშ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კა­ნო­ნი ირ­ღვე­ო­და რად­გან პი­კე­ტი­რე­ბა ხდე­ბო­და, მაგ­რამ დაშ­ლის პრო­ცეს­ში დე­მონ­სტრან­ტე­ბის მხრი­დან არა­ვი­თა­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა არ ყო­ფი­ლა. წყლის ჭავ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა არ იყო სა­ჭი­რო. თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­რო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო სხვა­გან, მა­გა­ლი­თად, კაჭ­რეთ­ში, არაფ­რის მომ­ცე­მი ბი­უ­როს ჩა­ტა­რე­ბა სხვა­გა­ნაც იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუმ­ცა, კარ­გი იყო, რომ 20 ივ­ნი­სი არ გან­მე­ორ­და. პირ­ვე­ლი­ვე აქ­ცი­ა­ზე წა­ვალ, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა და ვეც­დე­ბი შევ­ქმნა სხვა­ნა­ი­რი ბრძო­ლის ფრონ­ტი. სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან ცუ­დია. სამ­წუ­ხა­როდ, ცი­ხე­ში რომ შე­ვე­დი, იყო ცუდი და რომ გა­მო­ვე­დი უფრო ცუდი დამ­ხვდა. უნდა შე­მო­ვატ­რი­ა­ლოთ ეს სი­ტუ­ა­ცია, ასე გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა! სრუ­ლად ვი­ზი­ა­რებ აქ­ცი­ე­ბის იდე­ას. შე­ვეც­დე­ბი ცალ­კე­უ­ლი ფრონ­ტი გავ­ხსნა და ვებ­რძო­ლო ძა­ლა­დობ­რივ რე­ჟიმს, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად რე­ჟი­მად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც მე ცი­ხე­ში გა­ვა­ტა­რე“,



0
15
შეფასება არ არის
ავტორი:Real News
Real News
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0