x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
სასმელი, როგორც დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი - როგორი სასმელი უნდა აჩუქოთ მამაკაცს
image


რა ადვილია, გაუკეთო ქალს საჩუქარი და რა რთულია, შეურჩიო ის მამაკაცს! მამაკაცები ყოველთვის, ყველაფერში ეძებენ ქვეტექსტებს. საჩუქარი მათ სტატუსს და გემოვნებას უნდა უსვამდეს ხაზს.

საბედნიეროდ, არსებობს უნივერსალური საჩუქარი, რომელიც ნებისმიერი სტატუსისა და გემოვნების მქონე მამაკაცს გაუხარდება! - ეს არის სასმელი, მაგრამ მის შერჩევასაც დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ.


ტრადიციულ მამაკაცებს საჩუქრად ელიტურ, მაგარ სასმელს ჩუქნიან, თუმცაღა, ერთი ბოთლი ხარისხიანი ღვინო, ან კონიაკიც არ იქნება ურიგო.
ყველაზე პოპულარული „სასაჩუქრე“ სასმელი არის ვისკი და კონიაკი, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ სახელწოდება „კონიაკი“ უნდა ერქვას მხოლოდ იმ სასმელს, რომელიც საფრანგეთის რეგიონ შარანტაშია დამზადებული. სხვა დანარჩენი - ეს ბრენდია.


ვისკი არსებობს რამდენიმე სახის: ალაოს, მარცვლეულის, შერეული და სიმინდის (ბურბონი). ჯობს, უპირატესობა მიანიჭოთ შერეულ ვისკის, მაგრამ თუ საჩუქარს ვისკის გურმანისთვის არჩევთ, შეგიძლიათ ალაოს ვისკი იყიდოთ, რომლის გემო ყველასთვის გასაგები არ არის...


არაყი



image


ძალიან კარგი საჩუქარი იქნება ხარისხიანი არაყიც. ის ვისკიზე და კონიაკზე ცოტა იაფი ჯდება, მაგრამ ხარისხით არ ჩამორჩება. არაყი ბევრნაირი არსებობს. ყველასათვის ცნობილი ხორბლის არყის გარდა, არსებობს ასევე ბრინჯის, ყურძნის, ჭვავის არაყიც.
ხარისხიანი არყით სხვადასხვა კოქტეილების დამზადებაც შესაძლებელია, ამიტომ აჩუქეთ ის ისეთ მამაკაცს, რომელსაც უყვარს ბარში ტრიალი და გურმანია. ულტრა ლაქშერი არაყი კარგი არჩევანი იქნება კრეატიული, მხიარული მამაკაცისთვის.


ღვინო


image


გამოკითხული მამაკაცების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს წითელ, მშრალ ღვინოებს. თუმცა, ადრესატის გემოვნება აუცილებლად გაითვალისწინეთ.
თეთრი მშრალი ქვევრის ღვინო და მუკადო, საფერავი- მწვანე გაუფილტრავი წითელი მშრალი ღვინო საინტერესო არჩევანია ისეთი მამაკაცისთვის, რომელსაც უყვარს ოჯახური ვახშამის მოწყობა, ან მეგობრებთან ერთად დროის გატარება.


ტეკილა/მესკალი


განაგრძეთ კითხვა

0
196
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0