x
მეტი
  • 07.12.2019
  • სტატია:97179
  • ვიდეო:344046
  • სურათი:459147
რა უნდა გავაკეთოთ ამ შემოდგომას აუცილებლად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.


მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.


image



დღევანდელ სტატიაში გეტყვით თუ რისი გაკეთებისკენ მოგვიწოდებენ ეზოთერიკები ამ სეზონის, შემოდგომის მიხედვით, რადგან მათი თქმით, შემოდგომაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის ცხოვრების გასაუმჯობესებლად გარკვეული ზომების მიღება.




მოდით, გადავხედოთ, რომელ ზოდიაქოს რისკენ მოუწოდებს "ასტროლოგია".





1. ვერძი - შესვენების დროა! ბოლო რამდენიმე თვე იმდენად გადაიტვირთეთ, რომ დროა ცოტა შეისვენოთ. ამ შემოდგომას უნდა აღიდგინოთ ძალები, რადგან ეს ის არის, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ.




2. კურო - ეცადეთ გაერკვეთ საკუთარ თავში. ზაფხულმა იმდენი ახალი ემოცია და თავგადასავალი მოგიტანათ, რომ დროა ილუზია და რეალობა ერთმანეთისგან გაარჩიოთ.



3. ტყუპები - დაუბრუნდით წინა ცხოვრების რიტმს. ზაფხული მშვენიერი გქონდათ და შეიძლება ითქვას, რომ კომფორტის ზონაშიც იყავით. დროა დატოვოთ ეს გარემო და დაუბრუნდეთ ძველ "მეს", რათა მეტი პროგრესი განიცადოთ. ამ შემოდგომას ყურადღების ცენტრში იქნებით.



4. კირჩხიბი - ცხოვრება ძალიან სწრაფად გადის, ამიტომ ეცადეთ მიიღოთ სიამოვნება ცხოვრებაში ყველაფერი კარგისგან. ნუ გარისკავთ ხელიდან გაუშვათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ შემოდგომას უნდა გაუფრთხილდეთ იმას, რაც თქვენთვის ყველასა და ყველაფერზე ძვირფასია.



5. ლომი - ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მატერიალურ საკითხებზე. ფული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გქონდეს. ოჯახი, მეგობრები და საყვარელი ადამიანი - აი, ეს არის მნიშვნელოვანი.



6. ქალწული - დროა შეიყვაროთ საკუთარი თავი. ახლა ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ, რადგან ძალიან აქცევთ ყურადღებას გარშემომყოფები რას იტყვიან და რას ამბობენ თქვენზე. მოდუნდით, დამშვიდდით, მიიღეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვებს!



7. სასწორი - დროა კომუნიკაცია ისწავლოთ. ძალიან ხართ ჩაკეტილი საკუთარ თავში. კარგია, როდესაც გაქვთ გახსნილი და მხიარული შინაგანი სამყარო, ამიტომ არ დაგავიწყდეთ გარე სამყაროს არსებობა. იპოვეთ ბალანსი.



8. მორიელი - გამორიცხეთ ტოქსიკური ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან. შეწყვიტეთ იმაზე ფიქრი თუ როგორად აღგიქვამენ გარშემომყოფები. დაუკავშირეთ ცხოვრება მხოლოდ კეთილ ადამიანებს, რომელთაც აქვთ პოზიტიური მსოფლმხედველობა!



9. მშვილდოსანი - ეცადეთ იყოთ ჰარმონიაში თქვენს შინაგან გრძნობებთან. ბოლო რამდენიმე თვე ძალიან ბევრი იმუშავეთ. კარგია შრომისუნარიანობა, მაგრამ ჯანმრთელობაზე ფიქრი და დასვენებაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ, კონცენტრირდით სასარგებლოზე...



10. თხის რქა - ეცადეთ ისწავლოთ პრობლემებთან გამკლავება, რათა რაელურ სამყაროსთან შეხვედრისას იყოთ მზად დაბრკოლებების გადასალახად. არ არსებობს დაბრკოლება, რომლის გადალახვის გზა არ მოიძებნება.



11. მერწყული - თქვენი კეთილგანწყობა პირველ ადგილას დააყენეთ. ნუ იქნებით დაბნეული და გაიაზრეთ ყოველი მომდევნო ნაბიჯი. ბევრს მუშაობთ, ამიტომ ამ შემოდგომას ენერგია და მზის ბევრი სხივი დაგჭირდებათ.



12. თევზები - დარჩით საკუთარი მუშაობის სფეროში. ბევრი დრო გაატარეთ კოლეგებთან და პარტნიორებთან და ისიამოვნეთ მათთან ურთიერთობით. თუმცა, არ არის ცუდი, რომ ზოგჯერ საკუთარ თავთან და ფიქრებთან მარტოობა გჭირდებათ.




0
156
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0