x
მეტი
  • 16.12.2019
  • სტატია:97401
  • ვიდეო:344213
  • სურათი:459420
"SOS ! ... ამის გამო შეიძლება თავდაცვის ძალებიდან გამიშვან"- ქართველი ჯარისკაცი
image


ქართველი ჯარისკაცი ნიკოლოზ კვანჭიანი სოციალურ ქსელში დავით გარეჯთან დაკავშირებით ფოტოს აქვეყნებს და პოსტს წერს. მისი თქმით, შეიძლება ამის გამო თავდაცვის ძალები დაატოვებინონ.


„SOS! ვიცი რომ სერიოზულ განცხადებას ვაკეთებ და ამის გამო შეიძლება მე დღეს თავდაცვის ძალებიდან გამომიშვან ან სხვა ზომებიც კი მიიღონ რომ ეს ფოტო წავშალო ჩემი ფეისბუქ გვერდიდან მაგრამ, არსებობს გარემოებები, არსებობს ის რაღაც, რისთვისაც მიღირს ყველაფერზე წასვლა, თუ ადამიანი სიმართლის მხარეს დგახარ, ყიველთვის იცოდე რომ შენს უკან უფალი დგას ღმერთი ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა რისა მეშინოდეს?! დუმილი ოქროა,

მაგრამ ილაპარაკო და იმოქმედო საჭირო დროს, საჭირო ვითარებაში


ბრილიანტი ასე რომ, ჩემს აზრს არ შევიცვლი რაც არუნდა მოხდეს!


მოგიწოდებთ, მტკიდეც დაიცვათ სამშობლო და დედაეკლესია, მტკიცედ იდგეთ სიმართლის მხარეს, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს, იცოდეთ რომ, ხალხი თუ არა უფალი დაგიფასებთ", - წერს ჯარისკაცი.


შეგახსენებთ, ბოლო ხანს აზერბაიჯანმა დავით გარეჯთან მძიმე ტექნიკის მობილიზება დაიწყო, გზა გაიყვანა და საგუშაგო აამოქმედა, რომელიც მანამდე არ არსებობდა. პერიოდულად ქართველ მრევლს და ტურისტებს მონასტერში გადაადგილების პრობლემა ექმნება. ბოლო ხანს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა. განსახილველ საკითხებს შორის ერთერთი მთავარი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი იყო.


უმაღლესი პირების შეხვედრის შემდეგ საკითხის ირგვლივ აჟიოტაჟი შედარებით დაცხრა. თუმცა ორ ქვეყანას საზღვრის დიდი ნაწილი დაზუსტებული არ აქვს და არც ოფიციალური დოკუმენტაციით დემარკაცია არ მომხდარა, რაც პროვოკაციების რისკს ზრდის. ორმხრივი კომისია მუშაობას განაგრძობს, თუმცა საზღვრის დიდი მონაკვეთი კვლავად არ არის დაზუსტებული.


image

0
736
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
736
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0