x
მეტი
  • 13.12.2019
  • სტატია:97326
  • ვიდეო:344152
  • სურათი:459306
"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისთვის" 24 ნოემბრამდე სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი
image


"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" პირველი ტომი - "გულის პრობლემები" 24 ნოემბრის ჩათვლით, კვლავ სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი.


გზამკვლევი, რომელიც ქართულ ენაზე პირველად გამოიცემა, სულ 8 ტომს გააერთიანებს და მკი­თხველსსა­შუ­ა­ლე­ბაექ­ნე­ბა, კარ­დი­ო­ლო­გი­ურიდაგულ­სის­ხლძარ­ღვთაპრობ­ლე­მების, დეპ­რე­სი­ისმნიშ­ვნე­ლო­ბისადა 21-ესა­უ­კუ­ნე­შიგან­სა­კუთ­რე­ბითგა­აქ­ტი­უ­რე­ბულისხვადა­ა­ვა­დე­ბების მოგვარების გზები, გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები, დიაგნოსტიკა და გამწვავების მართვა შეისწავლოს.


ამ სერიის თითოეული წიგნი არის პირველი ნაბიჯი იმის გასაგებად თუ როგორ მიმდინარეობს ზრდასრულებში კონკრეტული დაავადებები და ზოგადად ავადმყოფობა, თუ როგორ შეგვიძლია მათი თავიდან აცილება. მკითხველები აღმოაჩენენ ყველაზე გონივრულ რჩევებს ჰარვარდის სპეციალისტებისგან, თუ როგორ იზრუნონ თავიანთ ჯანმრთელობაზე და როგორ გაიუმჯობესონ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობა. ასევე როგორ ავიცილოთ თავიდან ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ჰიპერტენზია, მაღალი ქოლესტერინი, სტრესი, მეხსიერების დაკარგვა. მთლიანად შინაარსი გაჯერებულია პრაქტიკული რჩევებით.



უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ტომი ქართველ ექიმებთან კონსულტაციით გამოიცა. პირველი ტომის - "გულის პრობლემების" მრჩეველი კარდიოქირურგი, ევროპის კარდიოქირურგთა ასოციაციის წევრი, ლევან ქარაზანიშვილია.



image


"იმისათვის, რომ კარდიოლოგიურ პრობლემებსა და პრევენციის გზებზე წარმოდგენა შეგექმნათ სულაც არ არის აუცილებელი სამედიცინო განათლების ქონა. ჰარვარდი სსკოლის ექიმების მიერ შემუშავებული ეს პრაქტიკული სახელმძღვანელო მარტივი და გასაგები ენით აღწერს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიებს, " - ლევან ქარაზანიშვილი.


შეგახსენებთ, რომ წიგნის სპეციალური ფასია 6.50, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად - 8 ლარი.


თითოეული ტომი გამოიცემა თვეში ერთხელ. ხელმისავდომია წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.


0
25
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0