x
მეტი
  • 13.12.2019
  • სტატია:97326
  • ვიდეო:344152
  • სურათი:459312
„თქვენ მამა წამართვით, არასდროს გაპატიებთ, მეზიზღებით"- მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი კვიციანებს

image


თბილისის ზღვაზე მოკლული ბიზნესმენის ნოდარ ცხადაძის შვილი მამის მკვლელობაში ბრალდებულის ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს და ძალზე ემოციურ პოსტს წერს. შეგახსენებთ, მას მამა საკუთარმა ნათლიამ, ემზარ კვიციანის ძმიშვილმა მოუკლა:



"ცხოვრებაში ვერავიზე ვამბობდი მეზიზღება-მეთქი. საერთოდ არც კი ვიცოდი ეს რა გრძნობა იყო, მაგრამ ახლა მივხვდი. ყველანი მეზიზღებით განსაკუთრებით კი ის, ვინც ჩემი “ნათლია’’ იყო. ჩემი ცხოვრების ბედნიერი წუთები დასრულდა. სული მეწვის და გული მტკივა. არც კი ვიცი როგორ შეძელით ასეთი ადამიანის გაზრდა. თქვენ მე მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ. უზომოდ მენატრება და მაკლია. ჩემი პატარა გამძლეობით ყველაფერს გავაკეთებ. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა სათანადოდ დაისაჯოს.მე თუ ვერა ღმერთი ამას ასე არ დატოვებს. ერთი ის იცოდეთ რომ თქვენი ყველა სიტყვა კარგად მახსოვდა შენი ნათლიის სახელი ახსენე და იამაყებო რაშიც არ უნდა დაგჭირდეს შენთან იქნებაო. ვიამაყო? ვიამაყო კი არა მრცხვენია. მრცხვენია საერთოდ რომ გიცნობთ. რომ მეუბნებოდით ახლა რასაც ვერ გიკეთებს მერე გაგიკეთებსო ისეთი რაღაც გამიკეთა რომ გული მომიკლა. მთავარი დამნაშავე თქვენ ხართ ასეთი შვილი რომ გაზარდეთ და თან რომ ცდილობთ ხელი ააფაროთ. მე ვამაყობ მამაჩემით და ყოველთვის ვიამაყებ თქვენ კი უბრალოდ ვერ გიტანთ"- წერს მოკლულის შვილი.



ცნობისთვის, 36 წლის მამაკაცი 14 ჭრილობით მოკლული გასულ კვირას იპოვეს. შემზარავი დანაშაულისთვის ემზარ კვიციანის ძმისშვილი ბექა კვიციანი დააკავეს. ეს უკანასკნელი მოკლულის ნათესავი, შვილის ნათლია იყო.

0
198
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0