x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459357
ადრეულ ასაკში ტრაგიკულად დაღუპული ცნობილები, რომლებმაც 50 წელსაც ვერ მიაღწიეს (ფოტოები)
ცნობილების ტრაგიკული გარდაცვალებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა.


image


მურატ ნასიროვი ( 13 დეკემბერი 1969 წელი - 19 იანვარი 2007 წელი)


სიყვარულზე მომღერალი ბიჭი მძიმე დეპრესიის გამო, საკუთარი სახლის აივნიდან გადახტა. სხეულში ნარკოტიკის, ან ალკოჰოლის კვალი არ აღმოუჩენიათ.



image


ჰიტ ლეჯერი (4 აპრილი 1979 წელი - 22 იანვარი 2008 წელი )


მან ტკივილგამაყუჩებლების და ტრანკვილიზატორების გადაჭარბებული დოზა მიიღო. 28 წლის მსახიობის სხეული საკუთარ სახლში, მანჰეტენზე გარდაცვლილი იპოვეს.


image


კრის კორნელი ( 20 ივლისი 1964 წელი - 18 მაისი 20017 წელი )


სამედიცინო ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ჯგუფ "Soundgarden" -ის ლიდერმა, კრის კონელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


image


მაიკლ ჯექსონი (29 აგვისტო 1958 წელი - 25 ივნისი 2009 წელი )


მისი სიკვდილიც, ისევე როგორც მისი ცხოვრება ინტრიგებით იყო სავსე. თავდაპირველად მისი გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკები სახლდებოდა, თუმცა 2 წლის შემდეგ მისი ექიმი დააკავეს, რომელსაც მომღერლისთვის დიდი დოზით პროპოზოლის მიცემა ედებოდა ბრალად. ექიმის დამნაშავედ ცნეს და 4 წელი მიუსაჯეს, თუმცა ვადაზე ადრე, 2013 წელს გათავისუფლდა.


image


ბრიტანი მერფი ( 10 ნოემბერი 1977 წელი - 20 დეკემბერი 2009 წელი)


32 წლის მსახიობს გული გაუჩერდა. სიკვდილის მიზეზი პნევმონიის მძიმე ფორმა იყო, რომლის დროსაც მან წალმების დიდი დოზა მიიღო.


image


ვლადიმირ ტურჩინსკი ( 28 სექტემბერი 1963 წელი - 16 დეკემბერი 2009 წელი)


ცნობილი სპორტსმენი და ტელეწამყვანი ინფარქტით გარდაიცვალა.


image


ემი ვაინჰაუზი ( 14 სექტემბერი 1983 წელი - 23 ივნისი 2011 წელი)


მომღერლის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლის დიდი დოზა გახდა. მის სისხლში აღმოჩენილი ალკოჰოლის დოზა 5-ჯერ აჭარბებდა ნორმას.


image


ვიტნი ჰიუსტონი ( 9 აგვისტო 1963 წელი - 11 თებერვალი 2012 წელი)


ბევერლი ჰილსზე, სასტუმროს ნომერში მომღერალი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მისი გარდაცვალების მიზეზი ჰეროინის, ნარკოტიკის და დამამშვიდებლების კოკტეილი გახდა.


image


პოლ უოკერი (12 სექტემბერი 1973 წელი - 30 ნოემბერი 2013 წელი )


ბედის ირონიით მსახიობი, მრბოლელი და ფილმ "ფორსაჟის" გმირი, მეგობრათან ერთად ავტოკატასტროფაში დაიღუპა.


image


ჟანა ფრისკე ( 8 ივლისი 1974 წელი - 15 ივნისი 2015 წელი )


2 წელი ებრძოდა მომრერალი თავის ტვინის სიმსივნეს. სასწაული არ მოხდა, 2015 წლის ივნისში ახალგაზრდა მომღერალი გონს მოუსვლელად გარდაიცვალა.


image


ანტონ ელჩინი (11 მარტი 1989 წელი - 19 ივნისი 2016 წელი)


ახალგაზრდა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი საკუთარი ავტომობილი იყო. როდესაც ის მანქანიდან გადმოვიდა, რათა ჭიშკარი გაეღო, ამ დროს მანქანა დაიძრა და მსახიობი ადგილზე მოკლა.


image


ჩესტერ ბენინგტონი ( 20 მარტი 1976 წელი - 20 ივლისი 2017 წელი )


Linkin Park -ის სოლისტმა თავი ჩამოიხრჩო. მიუხედავად იმის, რომ მომღერალს 6 შვილი ყავდა, შინაგანად მაინც დეპრესია აწუხებდა. ის ასევე ნარკოდამოკიდებული იყო. ცნობილია რომ ის მეგობრობდა Soundgarden -ის ლიდერთან კორნელთან, რომელმაც ასევე თავი მოიკლა, იმავე წლის 20 მაისს.


image






1
819
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
819
  
0 1 1