x
მეტი
  • 07.12.2019
  • სტატია:97179
  • ვიდეო:344046
  • სურათი:459147
2020 წლის მნიშვნელოვანი თარიღები ასტროლოგისგან!
2020 წელი, სპეციალისტების თქმით, მოვლენებით იქნება სავსე. ამა თუ იმ სფეროში ცვლილებები პრაქტიკულად ყველა ზოდიაქოს ნიშანს შეეხება. იმისთვის, რომ ეს ცვლილებები დადებითად აისახოს ჩვენზე, ავსტრალიელი ასტროლოგი ანჟელა პერლი გვირჩევს წინასწარ გავეცნოთ 2020 წლის მნიშვნელოვან პერიოდებს და შესაბამისად ვიმოქმედოთ.

2020 წლის მოვლენების კალენდარი

1.იანვარი

იანვარში სამი მნიშვნელოვანი მოვლენა გველის. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ 10 იანვარს. 8-დან 12 იანვრამდე, დიდი ალბათობით, რომანტიკული კავშირი წარმოიშობა და თუ მარტოხელა ხართ, ვარსკვლავები გირჩევენ ამ პერიოდში განსაკუთრებით ყურადღებით იყოთ.

11 იანვარს ურანი კუროს ნიშანში შედის. ურანი კი მოულოდნელობების და სიურპრიზების პლანეტაა და შესაბამისად, შეიძლება თქვენი გეგმებიც შეიცვალოს. ამას განსაკუთრებით კუროები და მორიელები იგრძნობენ.


12 იანვარს კი სატურნი და პლუტონი თხის რქის ნიშანში შეერთდებიან, რაც 30-33 წელიწადში ერთხელ ხდება. შესაძლოა, ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ცხოვრებაში გლობალური ტრანსფორმაცია მოხდეს.

image

2.თებერვალი

17 თებერვალს მერკური რეტროგრადული მოძრაობით თევზის ნიშანში შედის. ეს პლანეტა “გვაიძულებს" ცხოვრების ჩამოყალიბებული წესი შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ. 17 თებერვალს სიფრთხილე გმართებთ. თვითონ რეტროგრადული პერიოდი 10 მარტამდე გასტანს. ამ პერიოდში ღირებულ შენაძენებს და საზღვარგარეთ გამგზავრებას მოერიდეთ.image

3.მარტი

29 მარტს იუპიტერის და პლუტონის შერწყმა მოხდება თხის რქის ნიშანში. ასეთი მოვლენა 13 წელში ერთხელ ხდება. იუპიტერი-წარმატების და გამართლების პლანეტაა და ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშნისთვის დადებითი ძვრებია მოსალოდნელი, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში.

image

4.აპრილი

თვის პირველი ნახევარი წარმატებული იქნება ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშნისთვის. 25 აპრილიდან კი პლუტონი რეტროგრადული სვლით თხის რქის ნიშანში გადადის. 24, 25, 26 აპრილს ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს. ყველაფერი შემდეგი რიცხვებისთვის გადადეთ.

image

5.მაისი

6 მაისს კარმული კვანძები კიბოსა და თხის რქის ნიშანს ტყუპებით და მშვილდოსნის ნიშნებით ცვლიან. 13 მაისს კი ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. ნუ გააკეთებთ ნურაფერს, რაც სილამაზის სფეროს უკავშირდება. ნებისმიერი კოსმეტიკური პროცედურა თუ სარემონტო სამუშაოები უმჯობესია თვის ბოლომდე გადადოთ.

image

6.ივნისი

ივნისში ბევრი რამ შეყოვნდება. კარგი პერიოდია ადრე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად. აი, ახალი წამოწყებებისგან კი უმჯობესია თავი შეიკავოთ. ასევე კარგი თვეა შვებულებისთვის, თუმცა ფრენისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ დაბნელებების პერიოდში, 5 და 21 ივნისს. 18 ივნისს მერკური ისევ რეტროგრადული მოძრაობით მიემართება კიბოს ნიშანში. მნიშვნელოვანი თარიღებია 5 და 21 ივნისი, რომელთაც ძლიერი პოტენციალი აქვთ და მნიშვნელოვანი საქმეები ამ დღეებში უნდა დაგეგმოთ.

image

7.ივლისი

დაახლოებით 12 ივლისიდან მერკური რეტროგრადული მოძრაობიდან გამოვა და შეგიძლიათ მსხვილი შენაძენები გააკეთოთ, სხვადასხვა ხელშეკრულებებს მოაწეროთ ხელი და ახალი საქმეები წამოიწყოთ.

image

8.აგვისტო

15 აგვისტოს ურანი კუროს ნიშანში შედის. ამ დღისგან სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი. ნუ გაბრაზდებით, თუ რამე გეგმის მიხედვით არ წავა.

image

9.სექტემბერი

9 სექტემბერს მარსი რეტროგრადული მოძრაობით ვერძის ნიშანში შედის, რაც ძალების და ენერგიის ნაკლებობით აისახება ჩვენზე. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ვერძებს ჯანმრთელობის მხრივ, იზრდება ტრავმების რისკი.

image

10.ოქტომბერი

4 ოქტომბერს პლუტონის რეტროგრადული ფაზა მთავრდება. ამ დღეს მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. 14 ოქტომბერს ისევ რეტროგრადული მერკურის პერიოდი იწყება 3 ნოემბრამდე და შესაძლოა წარსულიდან ძველი ნაცნობები გამოჩნდნენ.

image

11.ნოემბერი

ნოემბრის ბოლო დღეებში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს თქვენს კომუნიკაბელობასა და ურთიერთობებზე.

ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, ხომ არ გაქვთ გაცემული შეუსრულებელი დაპირებები, გადადებული და დაუმთავრებელი საქმეები, რომელზეც სხვა ადამიანების ბედია დამოკიდებული. დაბნელების დღეს და მის მომდევნო სამი დღის განმავლობაშიც აუცილებლად გადაამოწმეთ ის ინფორმაცია, რომელიც თქვენამდე მოაღწევს. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, ჭორებს, ხმების გავრცელებას.

2020 წლის 30 ნოემბერს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ კუროებს, ტყუპებს, მორიელებს, თხის რქებს და თევზებს.image

12.დეკემბერი

14 დეკემბერს მშვილდოსნები, ტყუპები და თხის რქები უნდა მობილიზდნენ და რამდენჯერმე გადაამოწმონ ის ყველაფერი, რაც გააკეთეს. სწორედ ამ დღეს და სწორედ ამ ნიშნებს შესაძლოა სამსახურში ან ბიზნესში პრობლემები შეექმნათ.

image

0
203
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0