x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
იმერელი მოხუცი და-ძმის ემოციური ისტორია, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ
image

სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მოხუც ბებიასა და მის ძმაზე ემოციურ ისტორიას აქვეყნებს.


როგორც სინჯიკაშვილი წერს, ეს ისტორია კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ რასაც გულით ვინატრებთ, აუცილებლად აგვიხდება.


“გეზრულში ვართ, მთაში. რამდენიმე კაცი ცხოვრობს სულ აქ. ბებოს სახლს ვუკეთებთ. გუშინ დაღამდა, მაგრად ცივა. ჯექსონა და სიზმარა კედლის პროფილებს აყენებენ, სიკო და ვანჩიკა ბეტონს ურევენ, ლომაკო შეშას ალაგებს, მე სუპი გავუკეთე ბებოს და ვაჭმევ.

ტირის ბებო მაგრად, ძმა მენატრებაო ამბობს, ერთი კვირაა ექიმთან წაიყვანეს და ამბავიც არ ვიციო, ოთხმოცი წლისაა, ჩემზე ცუდად იყო, იქნებ ცოცხალი აღარ არის და მე საჭმელი როგორ ვჭამოო. ვაწყნარებ, ვეუბნები, ცოცხალია და კარგად არის, მალე მოვა-თქო მაგრამ ტირის და ლუკმას არ ჭამს. ვეუბნები, ჭამე ბებო და ცოტა დაიძინე, ხო იცი, არ მიგატოვებს, არც არსად წავა და არც მოკვდება, იცის რომ ელოდები-თქო.


დედას გეფიცებით, ისეთი ხმით ინატრა – ღმერთო, ჩემი ძმა მომიყვანე ცოცხალიო, ღმერთის ნაცვლად შემრცხვა ცოტა ხანს,
კოვზი დავდე და ლამის ვიტიროთ ყველამ.

რა გგონიათ? – იმწამსვე კარი ჩხაკუნით გაიღო და წელში მოხრილი ბებოს ძმა შემოვიდა თვალცრემლიანი.
ხელში ერთი ცალი ბურბუშელა ეჭირა, ჩემს დას უყვარსო. ჩაეხუტნენ ერთმანეთს და ამათზე მეტი ჩვენ ვიბღავლეთ ლამის. ორივე ისხდნენ და ჩემს გაკეთებულ ქათმის ბულიონს ჭამდნენ. ღმერთის მოხდენილ სასწაულს აღნიშნავდნენ.
გულით ინატრეთ და აგიხდებათ, აუცილებლად აგიხდებათ, ”- წერს აკა სინჯიკაშვილი.



შენიშვნა : ფოტო არ ასახავს რეალობას

0
151
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0