x
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია "ღია შეხვედრების" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ღია შეხვედრების“ ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში შავღელეში, ჭალადიდში, პატარა ფოთსა და ახალსოფელში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

შეხვედრებზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრების, გარე განათების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დაასახელა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ისაუბრეს და სამთავრობო გუნდის წევრებისგან დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად და ადგილობრივების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად მოხდება.
დღეს გამართულ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

image

2
26
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგიმეფარიძე123
გიორგიმეფარიძე123
26
  
2019, 21 ნოემბერი, 10:07
..და, თვით გუბერნატორი სადაა?
2019, 21 ნოემბერი, 1:29
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- Bredhot.Com
0 1 2