x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
20 ნოემბერი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეა

Image may contain: 1 person


დიდი ხანია ამაზე საჯაროდ მინდოდა დამეწერა და დღეს გადავწყვიტე გითხრათ. ქუჩაში, საზოგადოებრივ ადგილებში, ეზოებში, ხშირად წააწყდებით ფაქტებს, როდესაც ბავშვებს უყვირიან, შეურაცხყოფას აყენებენ, ერთი სიტყვით ჩაგრავენ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს აგრესია უმეტეს შემთხვევაში მშობლებისგან მოდის.


საქართველო ბავშვის უფლებათა კონვენციას 1994 წელს შეუერთდა და იკისრა ვალდებულება, დაიცვას კონვენციით გათვალისწინებული უფლებები. როგორც არ უნდა გაღიზიანებდეთ ეს ფაქტი, ბავშვებსაც აქვთ უფლებები და მათი უფლებაა ძალადობისგან თავისუფალი გარემო, ყვირილის, დაშინების და შეურაცხყოფების გარეშე!


ძალადობის მსხვერპლი ბავშვები მომავალში თავად ხდებიან მოძალადეები, რადგან ხშირ შემთხვევაში ფსიქიკა ერღვევათ და სხვაზე ძალადობა მათი მოთხოვნილება ხდება. ბავშვების ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა ძალიან მყიფე და სათუთია, მოუფრთხილებლობის შემთხვევაში კი შეიძლება მძიმე, ან გამოუსწორებელი შედეგები დადგეს.


ქუჩაში, ჩემს თვალწინ, პატარა ბიჭუნა კინაღამ მანქანის ქვეშ ჩავარდა. ალბათ რომ არ მეკივლა და არ შემეჩერებინა უბედურება დატრიალდებოდა. გადავრჩით, მაგრამ მშობლის რეაქციამ გამაოგნა, დედამ ისეთი ყვირილი, ნჯღრევა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო, ისეთ დღეში ჩააგდო ბავშვი, რომ იძულებული გავხდი ჩავრეულიყავი და მეთქვა, ქალბატონო, თქვენს დანაშაულს ბავშვს ნუ გადააბრალებთ, თქვენ უნდა მოკიდოთ თქვენს შვილს ხელი და არ უნდა გაერთოთ ჭორაობაში, ბავშვს რომ არ ესმის ამდენი, ამიტომაც კინაღამ თავი მოიკლა, განა უნდოდა, უბრალოდ არ ესმის, პატარაა.


ჩვენ ხშირად ვაბრალებთ ბავშვებს მათზე სწორად ზრუნვის ჩვენსავე უუნარობას. ვიდრე დაუყვირებთ ან დააშინებთ, ან კიდევ უარესი, ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებთ, დაფიქრდით, იქნებ არის შესაძლებლობა, რომ მშვიდად, წყნარად და აუღელვებლად აუხსნათ ბავშვს, რა შეიძლება და რა არ შეიძლება და რატომ. იქ, სადაც საშიშროებაა, უფროსმა უნდა გაითვალისწინოს და უსაფრთხოების ზომები მიიღოს. მერწმუნეთ, თქვენი ბავშვი არასოდეს არის დამნაშავე, ის უბრალოდ ბავშვია.


უფროსები ვცოდავთ მაშინაც, როდესაც ბავშვებზე ზეწოლას ან ძალადობას ვხედავთ და ამაზე არ ვრეაგირებთ. თუკი ხედავთ, გესმით ან ეჭვი გეპარებათ, რომ ბავშვებზე ძალადობენ, არ დატოვოთ უგულისყუროთ ასეთი ფაქტები. ზოგჯრ უმოქმედობაც დანაშაულია!
0
6
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0