x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
კოსმოსურ ხომალდზე სწრაფი არსება და სხვა საინტერესო ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ

მთელი ისტორიის მანძილზე, კაცობრიობა მუდმივად აფართოვებდა საკუთარ ცოდნას, ირგვლივ არსებული სამყაროს შესახებ და ახლა უკვე, იმდენი ინფორმაცია დაგროვდა, რომ მის დატევას ვერანაირი ტვინი ვერ შეძლებს. ამიტომ, ხდება სპეციალიზირება და ინფორმაციაზე არჩევანის, სფეროების მიხედვით გაკეთება. თუმცა, არსებობს ისეთი ფაქტები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს და აქ საუბარი სწორედ მათზე გვექნება.


image


ფაქტი №1. ადამიანს თავის ქმედებებში ყოველთვის ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს. ათასობით წლის წინ, როდესაც ჩვენი წინაპრები უცხო ადგილებში მოგზაურობდნენ, მის აღწერას მხოლოდ სიტყვიერად კი არა, გრაფიკულადაც ცდილობდნენ. პირველი გეოგრაფიული რუკები თიხის ფირფიტებზე იყო დახაზული. მაგრამ, ყველაზე ძველი ქაღალდის რუკა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ძვ. წ. აღრ. 1160 წ. რამსეს IV ბრძანებით, პაპირუსზეაა შედგენილი და ტურინის (იტალია) მუზეუმში ინახება.

დღეს კარტოგრაფია სრულად არის გაციფროვნებული. დეტალური რუკების შესადგენად კი, ტრადიციული გეოდეზიური ხელსაწყოების გარდა, საჰაერო ლაზერული სკანირები, აეროფოტოგადაღება და სატელიტური ნავიგაციის აპარატების გამოყენება ხდება.



ფაქტი № 2. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ატომ – 99, 9999 %-ზე ცარიელი სივრცეა. მაგ., თუ მას ამ სიცარიელეს მოვაცილებთ და მხოლოდ ბირთვს დავტოვებთ, რომელსაც კონკრეტული ზომა გააჩნია, დედამიწის მთელი მოსახლეობა ასანთის კოლოფში ჩაეტევა და ადგილიც დარჩება.



ფაქტი № 3. იმის გამო, რომ კუჭის წვენის ძირითადი კომპონენტი მარილმჟავაა (ქლორწყალბადის მჟავა), სამართებლის გადნობა შეუძლია. ასე, რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ გაიგებთ, რომ ადამიანმა ლითონის ნაჭერი გადაყლაპა და არაფერი დაემართა. მთავარია, რომ ეს ნივთი კუჭამდე უსაფრთხოდ ჩავიდეს. ხოლო, კუჭს იმიტომ არ ემართება არაფერი, რომ მისი ლორწოვანი გარსი მჟავის განეიტრალებას ახდებს.



ფაქტი №4. რწყილის აჩქარება, კოსმოსური ხომალდის აჩქარებაზე 50-ჯერ მეტია. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ აჩქარება მილიწამებში ხდება და ასეთი დატვირთვა ზიანს არ აყენებს ამისთვის სპეციალურად ადაპტირებულ მწერის ორგანიზმს.

რაც შეეხება კოსმოსურ ხომალდს, ის ისეა დაპროექტებული, რომ სიჩქარის ცვლილებებს შორის, ხანგრძლივი გადატვირთები მოხდეს და საფრთხე არ შეექმნათ ასტრონავტბის სიცოცხლეს.



ფაქტი № 5. ზოგიერთი ტუტე ლითონი იმდენად აქტიურია, რომ ზემოდან თხელი ოქსიდის ფენა რომ არა, პრაქტიკულად ყველაფერთან შევა კონტაქტში. გარდა ამისა, რაც უფრო დიდია ტუტე ლითონის ატომური მასა – მით უფრო აქტიურია ის. მაგ., ლითიუმი წყალთან კონტაქტისას, თუ მხოლოდ შიშინებს, რუბიდიუმი შეიძლება აფეთქდეს კიდეც.



ფაქტი № 6. პერიფერიული მხედველობის წყალობით, ტვინი ისეთ დეტალებს ამჩნევს, რომლებსაც ჩვენ, ჩვეულებრივ, ვერ ვხედავთ. ასეთი დეტალების აღმოჩენაზე პასუხისმგებელი ნეირონების გარკვეული ჯგუფია, რომელიც მხედველობის ქერქშია და თუ ადამიანს ვიღაც უყურებს, ნეირონები ამას «იჭერენ» და ე. წ. განგაშის სიგნალს რთავენ. საკმარისია დამკვირვებელმა მზერა ოდნავ მარჯვნივ ან მარცხნივ გადაიტანოს და ინტუიციური გრძნობა მაშინვე გაქრება.

მეცნიერები თვლიან, რომ «უცხო მზერის აღმოჩენის სისტემა» – ევოლუციური პროცესის შედეგია, რომელიც გადარჩენის ინსტინქტთან არის დაკავშირებული.

image


ფაქტი № 7. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად საუბრობენ საკუთარ გეგმებზე და მიზნებზე, იშვიათად ასრულებენ მათ.



ფაქტი № 8. ადამიანები გრიპით ყველაზე ხშირად ცივ სეზონზე იმიტომ ავადმყოფობენ, რომ დროის უმეტეს ნაწილს შენობაში ატარებენ. ზამთარში ყოველთვის ჩართულია გასათბობი საშუალებები, რაც ჰაერის გამოშრობას იწვევს. ხოლო, მშრალი ჰაერი, იდეალური გარემოა ვირუსების გავრცელებისთვის.



ფაქტი № 9. დილით ადამიანი 1, 5-2 სმ-ით უფრო მაღალია, ვიდრე საღამოს. საქმე იმაშია, რომ დღის მანძილზე, სიარულის და სხვადასხვა აქტივობის დროს, ხერხემალი ზეწოლას განიცდის, მალთაშორის დისკები იკუმშება და სითხის 25% იკარგება. ღამე წყლის აღდგენა ხდება და დილისთვის ის ისევ მაღლდება.



ფაქტი № 10. წყალ ქვეშ, 15 მ. სიღრმეზე, სისხლი მწვანე ფერის არის. ეს იმის გამო ხდება, რომ ზღვის წყალი სინათლის მხოლოდ მწვანე და ლურჯ ტალღებს ატარებს.



ფაქტი № 11. კვლევამ აჩვენა, რომ როზმარინის არომატს შეუძლია ჩვენი ხანგრძლივი მეხსიერების და გონებრივი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება.



ფაქტი № 12. ხელის დიდი თითის მუშტში მოჭერის შემთხვევაში, შეიძლება გულის რევის რეფლექსის დათრგუნვა (მაგ., იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მგზავრობას ვერ იტანს).



ფაქტი № 13. წყლის ჭავლს ლითონის გადაჭრა შეუძლია. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ წყალი დიდი სიჩქარით და მაღალი წნევით მოდის. წყლის ამ თვისების გამოსაყენებლად, არსებობს ჰიდრო ჭრის ხელსაწყოები, რომლითაც მხოლოდ ლითონის კი არა, ყველა სახის მყარი და მყიფე სახის ნედლეულის დაჭრა შეიძლება, მათ შორის მინის, მარმარილოს და გრანიტის.


image



ფაქტი № 14. მეცნიერებმა მარსზე, სამხრეთ პოლუსთან, 20 კმ-ს სიგრძის ტბა აღმოაჩინეს, რომელშიც წყალი თხევად მდგომარეობაშია, ხოლო ზედაპირი ყინულით არის დაფარული.



ფაქტი № 15. აირისებურ მდგომარეობაში ჟანგბადს ფერი და სუნი არა აქვს. ხოლო, თხევად და მყარ მდგომარეობაში აქვს ფერი: თხევადი ჟანგბადი ცისფერია, მყარი – ლურჯი.



ფაქტი № 16. ყველასთვის ცნობილია, რომ წყალი, გარემო პირობების გათვალისწინებით, 3 აგრეგატულ მდგომარეობაშია. მაგრამ, არსებობს «სამმაგი წერტილი», როდესაც ის შეიძლება ყველა აგრეგატულ მდგომარეობაში ერთდროულად იყოს (ყინული არ გადნეს, წყალი არ გაიყინოს და არ აორთქლდეს, ხოლო ორთქლის, კონდენცირება არ მოხდეს). ამისთვის, საჭიროა რომ ტემპერატურა 0, 01°C, ხოლო, წნევა – 611, 657 პა. იყოს.



ფაქტი № 17. თეთრი დათვი თბოვიზორებისთვის (ინფრაწითელი კამერა) «უხილავია». ეს მოწყობილობა ცოცხალ სხეულს იმ შემთხვევაში აფიქსირებს, თუ მისი ტემპერატურა, გარემოს ტემპერატურაზე უფრო მეტია. ხოლო, თეთრი დათვი ზამთარში რომ გადარჩეს, სხეულის ტემპერატურა უნდა შეინარჩუნოს. ამიტომ, ტყავი და ტყავის ქვეშ მოთავსებული ცხიმის ფენა, ისე აქვს მოწყობილი, რომ სითბო სხეულში შეინახოს და გარემოში არ გაიბნეს. ამის გამო, კამერაზე შეიძლება მხოლოდ თვალები და ცხვირი გამოჩნდეს, სხვა დანარჩენი, თოვლის და ყინულის თეთრ ფონთან იქნება შერწყმული.



ფაქტი № 18. მჭექარა ხოჭოს (ლათ. Bombardier Beetle) წყალბადის პეროქსიდის და ჰიდროქინონის შხამიანი ნაზავის გამომუშავება და მტრის მიმართულებით ტყორცნა შეუძლია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი საბრძოლო სითხის ტემპერატურა, თითქმის 100 °C აღწევს.



ფაქტი № 19. მეცნიერები თვლიან, რომ კანი ხელის თითებზე წყალში იმიტომ ნაოჭდება, რომ მისი გამომუშავება ევოლუციის პროცესში მოხდა. რომ არა ეს თვისება, სველ ნივთებს კარგად ვერ დავიჭერდით.



ფაქტი № 20. ეიფელის კოშკი ზფხულში 15 სმ–ით უფრო მაღალია, ვიდრე ზამთარში. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მაღალი ტემპერატურა ლითონის გაფართოვებას იწვევს.

imageimageimageimageimageimageimage








0
624
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
624
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0