x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134380
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ნახეთ, როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ჰუმანური ციხე "ჰალდენ ფენგსელი"

image


დიახ, თქვენ არ ცდებით, ეს ნამდვილად ნორვეგიული ციხეა. "ჰალდენ ფენგსელი" მთელ მსოფლიოში ყველაზე ჰუმანურ და კომფორტულ გამოსასწორებელ დაწესებულებად ითვლება, რომელიც 250 პატიმარზეა გათვლილი. მსჯავრდებულთა დაახლოებით ნახევარი სასჯელს ისეთი სერიოზული დანაშაულებებისთვის იხდის, როგორიცაა - მკვლელობა, თავდასხმა და გაუპატიურება. პატიმართა მესამედი კი, აღნიშნულ დაწესებულებაში ნარკოტიკების მოხმარებისა და რეალიზიის გამო მოხვდა. მთავარი მიზანი - ამ ადამიანების გამოსწორება და მათი ნორმალურ პირობებში კვლავ დაბრუნებაა.


imageimage


ციხე, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ ტყეში მდებარეობს, რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე ბუნებასთან განმარტოებაა.


image



თითოეული საკანი აღჭურვილია - საწოლით, პატარა მაცივრით, წიგნების თაროთი, ტელევიზორით, მაგიდით და სკამით. ასევე, პრაქტიკულად ყველა კამერას გააჩნია თავისი, ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი საშხაპეთი, საპირფარეშოთი და ხელსაბანით.


imageimage


ტერიტორიაზე, პერსონალურად პატიმრებისთვის სასურსათო მაღაზიაც ფუნქციონირებს, სადაც მათ კერძების მოსამზადებლად ყველანაირი პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა ეძლევათ.



imageimageimageimageimage


მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომი ასევე კარგად აღჭურვილი მუსიკალური სტუდია, სახელწოდებით- "Criminal Records" - ია.


image


ციხეს სალოცავი, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული და სტუმრების მისაღები ოთახებიც გააჩნია. უკლებლივ, ყველა პატიმარს სასჯელის მოხდის განმავლობაში თქვენ წარმოიდგინეთ და, განათლების მიღების საშუალებაც კი ეძლევა.



imageimage



ზედამხედველები მსჯავრდებულებთან რეგულარულად ურთიერთობენ და მათთან ერთად მონაწილეობას, სხვადასხვა სახის ღონისძიებებში იღებენ.


imageimageimage

ბევრი თვლის, რომ ციხე პატიმრებისთვის ზედმეტად კომფორტულია და მათი იქ ყოფნა სასჯელის ნაცვლად, უფრო საკურორტო მკურნალობას ემსგავსება, თუმცა ციხის უფროსი ასეთ სკეპტიკოსებს ყოველთვის პასუხობს, რომ - შურისძიებას კარგი შედეგი არასდროს მოაქვს.



image

ასეთი ციხის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პატიმრებმა შესაბამისი რეაბილიტაცია გაიარონ, გაიხსენონ თუ რა არის ნორმალური ცხოვრება და ძველ, ცუდ ჩვევებს აღარასდროს დაუბრუნდნენ. მისი სიტყვების დასადასტურებლად შეიძლება სტატისტიკაც მოვიშველიოთ: როგორც ცნობილია, ნორვეგიაში, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, უკან მხოლოდ ადამიანთა 20 პროცენტზე ნაკლები ბრუნდება. სხვა ქვეყნებში, ეს მაჩვენებელი რამდენჯერმე მეტია.

0
320
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
320