x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
ყველაზე ცუდი დიასახლისების ხუთეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
image

ქალი პირველ რიგში ქალი უნდა იყოს, თუმცა, როგორც ამბობენ, კარგმა ქალმა სახლსაც უნდა მიხედოს და შვილებსაც, მაგრამ ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს ჭურჭლის რეცხვა თუ სახლის ლაგება ნამდვილად არ მიაჩნიათ პირველხარისხოავნ საქმედ.

მე-5 ადგილი: სასწორი

image


ოჯახურ ცხოვრებაში სასწორის ნიშნის ქალები სულიერ კავშირს ანიჭებენ უპირატესობას. სასწორი ქალები კარგად არიან აღზრდილები, ერთგულებით გამოირჩევიან და მათ თანამებრძოლიც კი შეიძლება უწოდონ მეუღლეებმა. თუმცა, სახლის საქმეების კეთებაში მათ ლიდერის პოზიციები ნამდვილად არ უკავიათ.რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისებიც, მაგრამ, ზოგადად, თუ მამაკაცი გადაჭრით არ დასვამს თავიდანვე საკითხს, სამომავლოდ იმედი ნუ ექნება, რომ სახლი ყოველთვის მოწესრიგებული დახვდება. შემდგომ პრეტენზიებს აზრი არ აქვს.

სამაგიეროდ, სასწორები კარგი დედები არიან, ქმართან თბილ ურთიერთობას ინარჩუნებენ, ოჯახურ თათბირებზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ, ეს ყველაფერი კი ძირითადი პრინციპებია, რის ხარჯზეც მოუწესრიგებელ სახლს და მოუმზადებელ საუზმესაც კი აპატიებთ.


მე-4 ადგილი: ლომი

imageქალი ლომები-ამბიციური პიროვნებები კონკრეტული მიზნებით, ასე შეიძლება მათი დახასიათება. მას ვერაფრით აიძულებთ დილიდან საღამომდე სახლის საქმეები აკეთოს, ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში იზამს, თუ თვითონ მოისურვებს. ლომის ცოლად მოყვანით თქვენ ნამდვილად რისკავთ, ზოგჯერ ხომ შეიძლება მშიერიც კი დარჩეთ. თუ სამსახურიდან გვიან ბრუნდებით, ის უბრალოდ რესტორნიდან შეუკვეთავს საჭმელს, სახლის დასალაგებლად კი შესაბამის სამსახურს დაუკავშირდება და გამოიძახებს. ლაგება და რეცხვა მისი სტიქია არაა.


მე-3 ადგილი:მშვილდოსანი

imageსამზარეულო და სხვა დანარჩენი, რაც მას უკავშირდება, მშვილდოსანს არ იზიდავს, მაგრამ წლების მატებასთან ერთად სიტუაცია იცვლება და თუ ერთხელ მოსინჯავს მზარეულობას, მერე შეიძლება ვეღარ გააჩეროთ. და თუ მომზადებულ კერძს შეუქებთ, ამის შემდეგ მოგიწევთ სიფრთხილე გამოიჩინოთ და წონაზე იზრუნოთ!მშვილდოსანი ხასიათის მიხედვით მოქმედებს, ამიტომ დროზე ადრე მისგან რაიმეს ნუ მოითხოვთ, ამას უბრალოდ აზრი არ აქვს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქალი-მშვილდოსნის რჩეული, ხშირ შემთხვევაში, მეოჯახე მამაკაცია.ეს ბალანსი აუცილებელია მყარი და მეგობრული ოჯახისთვის.


მე-2 ადგილი:ვერძი

imageფაქტია: ქალ-ვერძს ყველაფერი შეუძლია! მაგრამ სურს კი ყველაფრის კეთება? მისთვის პირველ ადგილზე კარიერაა და შეიძლება ჩათვალოთ, რომ კარგი დიასახლისი არაა. თუ სტიმული არ აქვს, ჩათვალეთ, რომ მის სახლში ყველაფერი თავდაყირა დგას. მაგრა საკმარისია მის ცხოვრებაში “ის" გამოჩნდეს, რომ ქალ-ვერძს ვეღარ იცნობთ. ყოფაცხოვრებაში მას ქალის და მამაკაცის საქმეებიც კი შეუძლია გააკეთოს. თუ საჭირო გახდება, მშენებლობაშიც გაერკვევა და ტექნკაშიც. თუ გსურთ რაიმე გააკეთოს, მხოლოდ მაშინ უნდა სთხოვოთ, როცა შესაფერის განწყობაზეა.


პირველი ადგილი: მორიელი

imageრა ვუყოთ, რომ სახლი თავდაყირაა, სამაგიეროდ გარეთ უნაკლოდ გამოიყურება. ქურა არ მუშაობს?-პრობლემა არაა, მთავარია კონტრაქტი გააფორმოს. მტვერია?-მერე, ახლა არ სცალია, ახლა უბრალოდ სიჩუმე და დასვენება უნდა. ქაოსი ქალი-მორიელის თანამდევია ყველაფერში, თუმცა უკონტროლოდ თავისი ცხოვრების არც ერთ სფეროს არ ტოვებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაფერი მოსწონთ და ყველაფრის მაქსიმუმი უნდათ, რაც მხოლოდ ერთი სფეროს ერთგულებას გამორიცხავს. რას იზამთ, უნდა შეეგუოთ, სამაგიეროდ-ამისთვის ის ნამდვილად დაგაფასებთ და გადაგიხდით. მორიელებს ახასიათებთ უეცარი აღტყინება და ინტერესიც ასევე სწრაფად უნელდებათ. თუ დილიდანვე მტვერსასრუტის ხმა გესმით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საღამოს ყველაფერი სარკესავით იბრწყინებს. თუმცა, თუ პროცესში ჩაებმევით და მას ერთგვარ თამაშად გადააქცევთ, შედეგი გასაოცარი იქნება.

1
152
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
152
  
19 ნოემბერი, 23:44
100%-ნი სიმართლეა,ჩემი ცოლი "ლომისტია",სულ ფეხებზე ვკიდივარ,რომ მოშივდება მაშინ იწყებს თავის სტომაქისათვის"შრომას"!!!
0 1 1