x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ინგლისის სოფელში უკვე 12-ჯერ იპოვეს განზრახ დადებული ფულის პაკეტი-პოლიცია გაოცებულია
image

უკვე ხუთი წელია, სოფელ ბლექჰოლ კოლერიში (Blackhall Colliery), ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე პულობენ ფულს - 2000 ფუნტ სტერლინგს, რომელიც აშკარად სპეციალურად არის დადებული. ორშაბათს, ტროტუარზე კვლავ იქნა აღმოჩენილი 20 ფუნტიანი კუპიურები, იუწყება BBC.

რც ადგილობრივებს, რომლებიც რეგულარულად გადასცემენ ნაპოვნ თანხას პოლიციას, და არც დეტექტივებს, ამ უცნაური მოვლენის ახსნაზე არ აქვთ პასუხი.


დარემის საგრაფოს პოლიციამ გამოკითხა უამრავი ადამიანი და სოფელში არსებული თითქმის ყველა ოფისი, მათ შორის ბანკი და საფოსტო განყოფილება, მაგრამ ხელმოსაჭიდი ვერაფერი იპოვა. თითის ანაბეჭდებზე ბანკნოტების შემოწმება ასევე ვერ მოხერხდა.


თუმცა, პოლიცია აქებს ბლექჰოლ კოლერის მოსახლეობას. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ნაპოვნი ფული ვინმეს ჩაეჯიბოს, პოლიცია გამოძიების შემდეგ ფულს უბრუნებს იმას, ვინც იპოვა.




კონსტებლი ჯონ ფორსტერის თქმით, ორშაბათს ნაპოვნი ფულის პაკეტი წელს უკვე მეოთხეა.


"ამას ალბათ, ვიღაც კეთილი სამარიატელი აკეთებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მადლობას ვუხდით მაცხოვრებლებს, რომლებიც წარმოადგენენ საოცარ ერთიანობას და ყოველ ჯერზე, ისინი პოლიციას აბარებენ ფულს, რაც ხდება ამის ახსნა ჩვენთვის ჯერჯერობით გამოუცნობი რჩება, ამიტომ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მოგვაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ამ მოვლენების ახსნას. "


თუმცა შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ყველა ნაპოვნი ფული ხელისუფლებას გადაეცა. თანხა, რომელსაც უცნობი ადამიანი რეგულარულად აგდებს სოფელში სხვადასხვა ადგილზე, თითქმის ამ საგრაფოს საშუალო ყოველთვიურ ხელფასის ტოლია (მთელ ბრიტანეთში, 2019 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური ხელფასი 2416 ფუნტი სტერლინგია).

1
1024
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1024
  
2019, 21 ნოემბერი, 1:30
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- Bredhot.Com
0 1 1