x
მეტი
  • 13.12.2019
  • სტატია:97326
  • ვიდეო:344152
  • სურათი:459306
როგორ ცხოვრობს ქალი, რომელმაც შვილი 66 წლის ასაკში გააჩინა
რუმინელი ადრიანა ილიესკუ 66 წლის იყო, როცა პირველად ეზიარა დედობის სიხარულს და მაშინვე მოხვდა გინესის რეკოდების წიგნში, თუმცა მოგვიანებით მას პირველობა ესპანელმა ქალმა ჩამოართვა, რომელიც 67 წლისა გახდა დედა.

imageადრიანა ილიესკუ მხოლოდ ერთხელ იყო დაოჯახებული. მისი ოჯახური იდილია მხოლო 4 წელს გაგრძელდა. 24 წლის ასაკში ადრიანა მეუღლეს დაშორდა და მას შემდეგ აღარ გათხოვილა.

imageმის ცხოვრებაში იყვნენ სხვა მამაკაცები, მაგრამ ადრიანამ არც ერთი არ ჩათვალა თავისი შვილისთვის შესაფერის მამად. ბავშვის გაჩენა კი მას ძალიან უნდოდა. 2000 წლიდან რუმინეთში ექსტრაკორპოლარული ანუ ინ ვიტრო განაყოფიერება დაინერგა და ადრიანამ თავისი ოცნების ასრულება შეძლო.imageადრიანა ილიესკუ ახალგაზრდობაში

imageადრიანამ გარისკა და მას სრულიად ჯანმრთელი გოგონა ელიზა ეყოლა, თავად კი პლანეტის ყველაზე ხანდაზმულ მშობიარედ იქცა. ეს პატარა ოჯახი მაშინვე გაიცნო რუმინეთმა, მერე კი მათ შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო.imageთუმცა, ხმაური მალევე მიწყნარდა და ადრიანა და ელიზა მარტონი აღმოჩნდნენ თავისი ყოველდღიური საზრუნავისა და პრობლემების წინაშე.

ქუჩაში მათ გამოჩენას მშვიდად ხვდებიან, რადგან ყველას ბებია-შვილიშვილი ჰგონია. ინტერესს მათ მიმართ მაშინ ამჟღავნებენ, როცა იგებენ, რომ რომ ადრიანა ელიზას დედაა.imageელიზა, 12 წლის



ადრიანას სულაც არ აცბუნებს ეს ფაქტი, ის ქალიშვილზე ზრუნავს და ამბობს, რომ ბედნიერია. ახლა ელიზა 14 წლისაა და არაფრით გამოირჩევა თავისი თანატოლებისგან. როგორც მის მეგობრებს, მასაც უყვარს თამაში და სოციალური ქსელები. ცოტა ხნის წინ კი ადრიანამ 80 წლის იუბილე აღნიშნა.image14 წლის ელიზა და 80 წლის ადრიანა

დიახ, ამ ასაკში დედობა ნამდვილად არაა სახუმარო. მართალია ბოლო დროს შვილების გაჩენას ბევრი ქალი 40 წლის შემდეგ ამჯობინებს დასავლეთის ქვეყნებში, მაგრამ ეს არაფერია 66 წლის ასაკში მშობიარობასთან შედარებით.

0
407
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0