x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სახლში ნამდვილი მოლანდება მყავს"-იუნა შაფათავა
image

ამჟამად აშშ-ში მცხოვრები ჩვენთვის კარაგად ნაცნობი ტელესახე იუნა შაფათავა ამტკიცებს, რომ სახლში მოჩვენება ჰყავს აგერ უკვე ბოლო წელიწადნახევარია.ამის შესახებ შაფათავა სოციალურ ქსელში წერს.


"გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სახლში ნამდვილი მოლანდება მყავს.
გადავდივარ აქედან, გუშინ მოვაგვარე გადასვლის ამბავი და გუშინ შემაშინა, მეწვია.


მოვიდა, დაჯდა ლოგინზე და თითქოს ატომური ბომბის სიმძიმე დამაწვა, მაგრამ არ მტკენია, ახალჩაძინებული ვიყავი.



არ ვაფრენ, მინდოდა ღამე ჩამეწერა, დაღლილი ვიყავი.
გუშინ შემახსენა, რამდენჯერ "მჯდარა" ჩემ ლოგინზე. არ გადახვიდეო და გავაგებინე, სხვაგან მერჩივნა და შეუძლია, გადმოინაცვლოს სადაც მივდივარ, აზრობრივად გავიყოლე ახალ მისამართზე. ამაზე შევთანხმდით.
არც ვიცი, შეიძლება ასე ამის დაწერა თუ არა, მაგრამ ვწერ, ალბათ გამტარი ვარ.
მეტს ვერ დავწერ დანარჩენი ძალიან პირადია.


მინდა გითხრათ, სასიამოვნო არაა, არც არასასიამოვნოა, მაგრამ ძალიან უჩვეულოა პარალელურ სამყაროსთან კონტაქტი. მაინტერესებს ძალიან. ძველი რუმმეიტი მაფრთხილებდა, მოლანდება გვყავს, ჯეიმსი ჰქვია. ის სახლის პატრონის მშობელია, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი.
ეს ახალგაზრდაა- ან ასაკი არ აქვს, როგორც უცვლელი ენერგიის ბირთვს.
თუ გული გამისკდა ღამე შიშით- იცოდეთ მიზეზი. არ მეშინია, მაგრამ ისეთი ძლიერი ენერგიაა, შეიძლება მშთანთქოს და ვუყვარვარ, როგორც ვგრძნობ და მიცავს.


არანაირი კარზე კაკუნები და გულის აჩქარებები.
ჩვეულებრივი პარალელური (ან ნამდვილი ) სამყაროა. ენერგიის ველი და მასში შემავალი "ობიექტები". არ ვიცი ფიზიკა ძალიან კარგად, ტერმინოლოგია რომ გამოვიყენო, როგორც მესმის ისე გიყვებით.
დიდი ხანია "სიკვდილის" არ მჯერა, გარდაცვალება-რეინკარნაცია-გარდასახვაა ჩემი აღქმა. ალბათ მზად ვარ ენერგეტიკულად და "მომაკითხეს". ემოციონალურობა არაფერ შუაშია, ულტრა მგრძნობელობა კი.


მიკვირს ამ ბინაში 2 წელი როგორ გავჩერდი. პირველად 1, 5 წლის წინ გამიცნეს, შემდეგი ვიზიტები არ მახსოვდა. გუშინ შემახსენა.
ამ ე.წ. მოლანდებას ისე ვუყვარვარ, ჩემი კირა ჩემთვის დამიწერია რეალურ წარსულ ცხოვრებაზე, ასე გამოდის.
არც მისტიციზმია არც ზღაპარი.


მსოფლიო არც იწყება არც მთავრდება, ფიქრი და გონი, აზრი იდეა სურვილი მატერიალურია.
არც ვკვდებით, არც ვიბადებით, ჭურჭელს ვიცვლით ჩვენი ენერგეტიკული ბირთვისთვის.
საინტერესოა, რად მინდა მე ეს ცოდნა, მაგრამ ვალდებულად ვთვლი თავს, გაგიზიაროთ.

პს სახლის პატრონი (80 წლის) მიმტკიცებს, ამ სახლში მოლანდებები არ გვყავსო, მაგრამ ჯეიმსი რომ ვუხსენე, შეცბა. მაგრამ ეს ჯეიმსი არაა, ეს ენერგია 100 წელზე უფრო ძლიერია, ძალიან ძლიერია. გავიკითხავ მეზობლებში, ამათ ამერიკაში ჩამოსვლამდე წინა საუკუნოს დასაწყისში ეს სახლი ვის ეკუთვნოდა, ასეთი ლამაზი.
ნიუ-იორკის ენერგეტიკა განუმეორებელია."-წერს იუნა შაფათავა.

image



0
201
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0