x
მეტი
  • 13.12.2019
  • სტატია:97326
  • ვიდეო:344152
  • სურათი:459306
ორი მეგობარი

image
ერთ პატარა სოფლის ბოლოში ოდა იდგა. რომელშიც მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. მათი შვილები ქალაქში ცხოვრობდნენ და ზაფხულობით სტუმრობდნენ მშობლებს. შვილიშვილებს უყვარდათ ბებია ბაბუასთან არდადეგების გატარება. როგორც კი სწავლა დასრულდებოდა და არდადეგები დაეწყებოდათ, ისინი მშობლებს სთხოვდენ, სოფელში წაეყვანათ, რადგან იქ უკეთ გრძნობდნენ თავს. ბებია, ბაბუა შვილიშვილების მიმართ, მთელ სითბოს და სიყვარულს იჩენდნენ. კიდევ დადგა ერთი ასეთი სკოლის არდადეგები და მშობლებმა შვილები წაიყვანეს მოხუც მშობლებთან. ბებია, ბაბუა სიხარულით შეხვდა შვილიშვილებს. მოხუცებს ასაკი აკლდებოდათ მათ დანახვაზე თითქოს, ისეთ განწყობაზე და ხალისსზე იყვნენ. ყველა სურვილს უსრულებდნენ სტუმრად მოსულ შვილიშვილებს. ამით თვითონაც კმაყოფილი იყვნენ და ბავშვებსაც უხაროდათ. სოფელში პატარა მდინარე მოჩხრიალებდა. ზაფხულობით, სოფლის ბავშვები გრილდებოდნენ ამ მდინარეზე. ერთ დღეს გადაწყვიტეს წასულიყვნენ, ყველა ერთად . სიცხეს გაერედნენ და გაგრილება ისურვეს. მდინარემდე მისასვლელი გზა, მეზობლის ბაღი გვერდზე გადიოდა, უცებ კნუტის კნავილის ხმა მოესმათ. ვიღაცას გადაუდგია და საცოდავად ითხოვდა შველას, ეკალ ბარდებიდან. ბავშვები მივიდნენ, დაინახეს ცელოფანში გახვეული პატარა კნუტი, რომელიც სულს ძლივსღა ღაფავდა. პარკი მაშინვე გახსნენ და ამოიყვანეს კნუტი. პატარა ქეთიმ კნუტი გულში ჩაიხუტა და მოეფერა. კნუტმაც იგრძნო, რომ სიკვდილს თავი დააღწია. მადლობის ნიშნად ხელები აულოკა ქეთის და კრუტუნი დაიწყო. ისე ჩაეხუტა გეგონებოდათ დედა იპოვაო. ქეთი მდინარეზე აღარ წავიდა და სახლში დაბრუნება ამჯობინა. მას მისი ძმაც გამოჰყვა, მარტო არ გაუშვა თავისი და გიომ სახლში. შინ, ბებოს ანახა ქეთიმ და გიომ კნუტი და სთხოვეს საჭმელი მიეცა მისთვის. ბებომ ჯერ მოეფერა უსუსურ არსებას. -- ასე ვინ გაგიმეტა შე საბრალო გადასაგდებად. წამოიყვანე ბებო, რძე მაქვს და დავალევინოთ. უთხრა შვილიშვილს ბებომ. კნუტს ეტყობოდა, რომ ძალიან მოშიებოდა და აჩქარებით მიირთვა რძე, შემდეგ თათები გაილოკა, გაიზმორა და იქვე დაიძინა. ბავშვებმა კნუტს სახელიც შეურჩიეს. კატო დაარქვეს. ბებია, ბაბუა და შვილიშვილები თავს ევლებოდნენ ახლ ოჯახის წევრს. ესეც მალე მოღონიერდა და დახტოდა, თამაშობდა ბავშვებთან ერთად. დრო გადიოდა და კნუტი კარგ მოვლა პატრონობაში დამშვენდა და გალამაზდა. ლამაზი ფუმფულა გახდა. დასრულდა საზაფხულო არდადეგები. ბავშვებს გაუჭირდათ კნუტის დატოვება, მაგრამ მშობლები არ აძლევდნენ უფლებას ქალაქში წაეყვანათ. ამიტომ სოფელში დატოვეს, ბებია ბაბუასთან და დაუბარეს: თვალის ჩინივით გაფრთხილებოდნენ კნუტს. იგი გრნობდა ამ სითბოს, სიყვარულს და მყარი ნაბიჯებით დადიოდა სახლსა თუ ეზოში. თავს არ უტოლებდა სხვა სოფლის კატებს, არც თაგვებზე ნადირობდა. თაგვს რომ დაინახავდა, ვითომც არაფრისთვის შეუხედავს ისე მოიქცეოდა, ბევრჯერ დაუყვავა ბაბუამ კატოს: - თაგვი მაინც დააფრთხე სახლში, რომ ხარო. -მაგრამ კატო თაგვებს არ იჭერდა .ბებოს მირთმეულ საჭმელს ჭამდა და გაისეირნებდა. მოხუცებს ფეხებზე თავსი ლამაზ ბეწვიან კუდს გაუსმევდა, მადლობის ნიშნად და იძინებდა. ბავშვების წასვლა და სიმარტოვე შეეტყო კატოს. ცოტა მოიწყინა და არ გადიოდა ეზოში. სულ სახლში იყო. მოხუცები ეფერებოდნენ, როგორც შვილივილებმა დაუბარეს, წასვლის წინ. ზრუნვას არ აკლებდნენ, მაგრამ ატყობდნენ, რომ რაღაც აკლდა კატოს. არ იყო ისე კარგად, როგორც ბავშვების სახლში ყოფნის დროს. ბოლოს კი მიხვდნენ, რომ ეს სიმარტოვის მიზეზი იყო და ბავშვები ენატრებოდა . მოხუცებმა იფიქრეს და მოიფიქრეს, რომ კატოს მეგობარს მოუყვანდნე, მარტოდ რომ არ ეგრძნო თავი. მეზობლის ძაღლმა ლეკვები გააჩინა და ამჟამად უკვე მოზრდილები იყვნენ. მეზობელს სთხოვა, ბებომ ერთი ლეკვი მიეცა. იცის სიამოვნებით დასთანხმდა და აჩუქა ლეკვი. ბებოს მიყავდა სახლში, მისი ახალი ოჯახის წევრი და ეფერებოდა: --ჩემო პატარა, შენ ახლა ჩემთან წაგიყვან, მოგივლი იქ მეგობარი დაგხვდება და ერთად იქნებით, არ მოიწყენთ, კი მართალია დედას მოგაშორე, მაგრამ რას ვიზამთ, ასე ვართ ყველა, ადრე თუ გვიან ყველა ვტოვებთ მშობლებს, შენ ცოტა ადრიანად მოგიწია დატოვება, მაგრამ ეს შენ არ შეგეტყობა, არ მოგაკლდება ზრუნვა, პატრონობა. თითქოს ლეკვს ესმოდა მოხუცის სიტყვები, თავი ჩაერგო ბებოს ხელებში და გასუსული ისმენდა. თვალზე კი ცრემლიც გადმოუგორდა, განიცადა მისი და-ძმის და დედის დატოვება, მაგრამ ბედს ეგუებოდა. ეს ხომ მისი ახალი ცოვრების დასაწყისი იყო. სახლში მისულ ბებოს კატო დაძინებული დახვდა, ლეკვი იატაკზე დასვა და საჭმლის გასამზადებლად წავიდა. ლეკვმა რაღაც შენიშნა, იატაკზე მისთვის უცხო არსება და მიუახლოვდა, დაყნოსა, მერე უკან დაიხია, ისევ მიუახლოვდა. ისევ დაყნოსა, ახლა კუდის თამაშიც დაიწყო, ვერა და ვერ მიხვდა რა იყო ის ფუმფულა. ახლად მისულს ყურადღებას რომ არ აქცევდა. დაანება თავი და ბებოსთან მიცუნცულდა. ბებო იყო ახლა ლეკვის მზრუნველი. მოეფერა ბებო : -- ახლავე მოგართმევ პატარა საჭმელს, ცოტა დამაცადე. ლეკვი ისე მოიქცა, გაიგონა თითქოს რა უთხრა მოხუცმა და განზე გადგა. ამასობაში კატომაც გამოიღვიძა. ჯერ ერთი თვალი გაახილა. გაიხედ-გამოიხედა, მერე მეორეც გაახილა, ისევ დაათვალიერა ირგვლივ ყველაფერი. წამოდგა, გაიზმორა ადგილზევე და როგორც იცოდა მძიმე ნაბიჯბით გაიარა. ოთახში რაღაც ეზედმეტა. გაკვირვებული შეჰყურებდა. გულში კი ფიქრობდა. ეს ვინ არის ან საინდა გაჩნდა აქო?! ვინ მოიყვნა?! განა ჩემი ადგილი უნდა დაიკავოს და მე გამაგდონ აქედანო. ეგ, არ იქნება, ტყუილად მოსულხარ სტუმარო! დამაცდე თავბედს გაწყევლინებ, აქ რატომ მოვედიო და ისევ წახვალ: მიუახლოვდა კატო ლეკვს, და მოემზადა საჩხუბრად. ლეკვმა იგრძნო ეს უცხო არსება რაღაც კარგ საქმეს არ უკეთებდა და შეუღრინა. გამართეს ჩხუბი თათებით. კატა კნავილს აყოლებდა და ლეკვი წკმუტინებდა. უჭირდა გამკლავება მასზე დიდ არსებასთან. ბებოს, რომ არ გაეშველებინა, მათი ჩხუბი ლეკვის მარცხით დამთავრდებოდა . ხელში აიყვანა ბებომ ლეკვი და მოეფერა. ეს კიდევ უფრო არ მოეწონა კატოს. აქ უკვე ის ეჭვი რაც ლეკვის დანახვისთანავე ჰქონდა, კიდევ უფრო გაუმძაფრდა და გადაწყვიტა თავიდან მოეშორებინა. ბებომ საჭმელი გაუმზადა ლეკვს, სახელიც შეურჩია და დაუძახა. -ლომა მოდი საჭმელი გაგიმზადე! ლეკვი ვერ მიხვდა ჯერ, მას რომ ეძახდნენ, მერე კი იატაკზე დადგმული თეფშით საჭმელი რომ დაინახა, მიხვდა რომ მას დაუძახეს და მაშინვე მივიდა საჭმელთან. გემრიელად დაიწყო ჭამა. კატოს არ მოეწონა მხოლოდ ლომა რომ ჭამდა. კუდი ზემოთ ასწია, თათებზე წამოიწია და გაემართა ლომასაკენ. ჯერ ახლოდან დაუწყო ცქერა, შემდეგ კი თეფშზე დაჰკრა თათი და ძირს გადაყარა საჭმელი. დატოვა ნახევრად მშიერი, მიწაზე დაყრილი საჭმილს ჭამის უფლებაც არ მისცა, ლომამ საცოდავი თვალებით შეხედა კატოს და უკან დაიხია, მერე კი ოთახის კუთხეში დადგა და იქედან უყურებდა კატოს. ბებო შორიდან აკვირდებოდა ლეკვს და კატოს ქცევებს. მიხვდა, რომ თუ არ ჩაერეოდა ისინი ვერ შეეგუებოდნენ ერთმანეთს. ამოტომ, კატოს დაუძახა, კალთაში ჩაისვა და მოეფერა. მოხუცი როგორც ადამიანს ისე ესაუბრებოდა კატოს. --- შენ უკვე დიდი ხარ, ის კი ჯერ პატარაა, თან ახლა წამოვიყვანე თავისი დედიდან და ეს რატომ გავაკეთე იცი? შენ რომ მოწყენილი იყავი, ბავშვების აქ არ ყოფნის გამო, ვიფიქრე მეგობარი ეყოლება და კარგად იგრძნობს თავსთქო, შენ კი როგორც კი მოვიყვანე მაშინვე ჩხუბი დაუწყე, ასე არ გამოვა, ჩემო ფისუნია. ჯობს მეგობრები იყოთ და ერთად ითამაშოთ ეზოში. კატა განაბული იჯდა მოხუცის კალთაში და ისმენდა რასაც ეუბენოდა ბებო. ისე იქცეოდა თითქოს ესმოდა და გებულობდა ყველა სიტყვას. მოხუცმა ამ საუბრის შემდეგ ძირს დასვა კატო და ისიც დააყოლა: აბა შენ იცი ახლა როგორ მოიქცევიო. კატომ გვერდულად გახედა ლომას და თავის ადილს დაუბრუნდა, სადაც ყოველთვის წვებოდა. ისევ გააპარა ლეკვისკენ თვალი, კუდი კისეში ამოიდო და დაიძინა. ლომა მოწყენილი იყო, ჯერ იმით რომ მასპინძელი არ დახვდა კარგ განწყობაზე, მერე კი თავისი დედა, და და ძმა მოენატრა. მიიყუჟა ოთახის კუთხეში და დაწვა, თავი იატაკს დაადო. ცრემლნარევი თვალებით ირგვლივ მიმოიხედა, ახალ გარემოს ათვალიერებდა თან კი დედაზე ფიქრობდა, გაახსენდა. ამ დროს უკვე დედის უბეში იყო, თავის და- ძმასთან ერთად და რძეს მიირთმევდა, აწკმუტუნდა . წამოხტა. კარებს მიადგა. კარი დაკეტილი დახვდა და თათებით დაუწყო ცემა გასაღებად, მაგრამ ვერ მოერია და უკან გამობრუნდა. კატოს გაეღვიძა ამ ხმაურზე და წამოდგა. გაიარ-გამოიარა ოთახში და ლომასთან მივიდა. ლომას ეგონა, ისვე ჩხუბს თუ უპირებდა და უკან დაიხია. კატო ისევ მისკენ წავიდა, ლომამ კიდევ დაიხია უკან და ასე გრძელდებოდა, სანამ ლომა კედელს არ მიადგა. ერთხანს უყურა კატომ ლეკვს, მერე კი თათი ასწია. ლომას შეეშინდა, იფიქრა: დარტყმას მიპირებსო და საპასუხოდ მოემზადა, მაგრამ კატომ აწეული თათი ლომას თავზე მიადო. ლომა უკანა ფეხებით ჩაჯდა და უყურებდა კატოს. მაინც შიში ჰქონდა არ წამოეწყო ჩხუბი. კატოს და გასუსული იყო. კატო შებრუნდა კუდი აუსვა ლომას და თავის ადგილს დაუბრუნდა. იმ საღამოს კატოს მშვენივრად ეძინა. ლომას კი რამდენჯერმე გაეღვიძა. ხან დედის ხმა მოესმა, ხან კი მისი და-ძმის. იატაკზე დადებდა თავს და ტიროდა. დილით ბებომ ორივეს: კატოს და ლომას საჭმელი დაახვედრა, გვერდი-გვერდ დადებული. რძის სუნმა გააღვიძა ისინი. კატომ იცოდა სადაც დახვდებოდა საჭმელი. ლომა კი სუნს გაჰყვა და მივიდა. ორივემ გემრიელად მიირთვეს. შემდეგ კი ბებომ გარეთ გაუშვა. კატომ სეირნობა დაიწყო, ყვავილებით მორთულ ეზოში და დროდა დრო ლომას გახედავდა, აინტერსებდა, რას ააკითებდა, ლომა დამდგარიყო მინდორში და ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო საით წასულიყო. იფიქრა იქნებ გავიპარო აქედან და ჩემ დედიკოსთან მივიდეო, მაგრამ როგორც კი ღობესთან მივიდა ბებომ შეამჩნია და უკან მოაბრუნა. რამდენჯერმე სცადა ლომამ გაქცევა, მაგრამ არცერთჯერ არ გამოუვიდა და ბედს შეეგუა. კატო მიხვდა, რომ წუხდა ლომა და მისი გამხიარულება სცადა. მიუახლოვდა და მის ირგვლივ დაიწყო სიარული. თანვე კუდს უსმევდა, ლომა მიხვდა, კატოს ზრახვებს და ხტუნვა დაიწყო, მერე მინდორშიც გაირბინეს ორივემ ერთად, ცოტა ითამაშეს და იქვე ხის ძირში გვერდი -გვერდ წამოწვნენ და დაიძინეს. დრო გადიოდა. კატო და ლომა დღითი დღე ეჩვეოდნენ ერთმანეთს. ლომას თითქმის დაავიწყდა თავისი დედა და და, ძმა. უკვე კატოს თვლიდა მის მეგობრად და ძმად. ბებოც არ აკლებდა ზრუნვას და ყურადღებას. ბავშვებიც ურეკავდა ბებოს და კითხულობდა ორი მეგობრის ამბავს . ერთ დღეს კატომ და ლომამ ეზოს გარეთ გასვლა განიზრახეს. ქუჩაში მიმავლ მეგობრებს, სოფლის ძაღლებმა აუტეხეს ყეფა, უკვე გაზრდილ ფუმფულა ლომას. რამდენიმე ძაღლი ეზოდან ქუჩაში გადმოხტა, კატოს შეეშინდა და მეგობრის უკან დადგა. ჯერ შორიდად უყეფდნენ ძაღლები ლომას, შემდეგ კი ახლოს მივიდნენ და ჩხუბი დაუწყეს. ლომასთვის პირველი იყო ეს ჩხუბი. დაესივნენ სოფლის ძაღლები და გაასისხლიანეს სულ, კატო ცდილობდა ჩარევას ჩხუბში, მაგრამ ერთი თათის დარტყმით მოიგერია ერთ- ერთმა მოჩხუბარმა ძაღლმა. ისეთი სიმძლავრით დაარტყეს, რომ ღობეს მიეხეთქა, კატო რის კატა იყო, მაშინვე ამოტრიალდა და გასწორდა. ისევ ეცადა ჩხუბში ჩართვა. უნდოდა მეგობარს როგორმე დახმარებოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა.ლომა ბოლო წუთამდე იბრძოდა და როგორც იქნა თავი დააღწია სოფლის ძალღებს. სახლში გაიქცა, კატოც დაედევნა მეგობარს, გასისხლიანებული ლომა ეზოს ხის ძირში დაწვა, კატო გვერდით მიუწვა მეგობარს, სხეულზე თავი მიადო, თანაგრძნობის ნიშნად და გულში ფიქრობდა: -- ნუ გეშინია ჩემო მეგობარო, შენ ძლიერი ძაღლი ხარ, ყველა მრისხანებას გაუმკლავდები და მტერს ადვილად დაამარცხებ, ცოტა დრო გჭირდება ამისთვის გამოცდილებაა საჭირო, ამ გამოცდილებას კი ცხოვრება შეგძენს, მეც სულ შენ გვერდით ვიქნები და ორივე ყველაფერს გაუმკლავდებით. თითქო ის რასაც კატო ფიქრობდა გულში, ლომას ესმოდა და გრძნობდა მეგობრის თანადგომას. მადლობის ნიშნად კატოს თავზე ლოკვა დაუწყო ლომამ, კატომ დაიკრუტუნა და გაიტრუნა. მოხუცებმა შენიშნეს ლომას გასისხლიანებული სხეული. ლომა სახლში შეიყვანეს . კატოც გაჰყვა მეგობარს, ბებომ ჭრილობები დაუმუშავა. ჭრილობებზე შეხებისას სტკიოდა ლომას და წკმუტუნებდა, კატოს ქცევით ეტყობოდა, რომ აწუხებდა მეგობრის ტკივილი, ოთახის კუთხეში გაწვა და საცოდავი თვალელბით შეჰყურებდა. დრო გავიდა. ლომას იარები შეუხორცდა და ისევ ისე გალამაზდა როგორც ადრე. ზაფხულში ბავშვებს სკოლის არდადეგები დაეწყოთ და კვლავ ესტუმრნენ ბებია ბაბუას, ახლა უფო მხიარულება იყო მოხუცების ეზოში. გოგო-ბიჭები დახტოდნენ და მათთან ერთად კატო და ლომა. ქეთიმ და გიომ ბავშვებთან ერთად მდინარეზე წასვალ გადაწყვიტეს, მაგრამ ისე უნდოდათ წასულიყვნენ რომ კატა და ძაღლი არ გაჰყოლოდათ. ამიტომ სახლის უკანა მხრიდან გაიპარნენ. ეს არ დარჩენია კატოს და ლომას შეუმჩნეველი და მალევე დაედევნენ ქეთის და გიოს. გზად გასავლელი იყო ბილიკი. მის ერთ მხარეს ორმო იყო. უცებ მეზობლის ბიჭმა კატას ფეხი ჰკრა და ორმოში ჩააგდო. ეს მაშინვე დაინახა ლომამ. კატომ კნავილი მორთო, შველას ითხოვდა, ქეთიმ და გიომ ჩხუბი დაუწყეს იმ ბიჭს, ვინც კატა ასე გაიმეტა. ლომამ კი მაშინვე მეგობრის დასახმარებლად ორმოსკენ წავიდა. .ორმო იმდენად ღრმა იყო ჩიგ ჩავარდნილს დახმარების გარეშე ამოსვლა გაუჭირდებოდა, ლომა ორმოს ზემოდან დაჰყურებდა კატოს, თვალებით ზომავდა შიგ ჩასასვლელ სიგრძეს, თავს ხან ერთ მხარეს მიატრიალებდა ხან მეორე მხარეს. ყეფით ამხნევებდა ორმოში ჩავარდნილ მეგობარს. ვერაფერი მოიფიქრა, როგორ დახმარებოდა და ამოეყვანა კატო ორმოდან. ამიტომ გადაწყვიტა მეგობართან ერთად ორმოში ყოფილიყო, ვიდრე ის დაეტოვებნა და თვითონ სახლში წასულიყო. ყურები აწია, წინა თათებზე დადგა და მეგობართან ჩახტა ორმოში. კატომ მეგობრის დანახვაზე ცოტა დამშვიდდა და ტანი გაუსვ გამოუსვა ლომას. ბავშვები ერთ გუნდად შეიკრნენ და კატის და ძაღლის ამოყვანა მოახერხეს ორმოდა .დიდი წვალების მიუხედავად. კატო და ლომა ერთმანეთის გარეშე წუთით არ ჩერდებოდნე როგრც კი, რომელიმე მეგობარი თვალს მოსცილდებოდა ძებნას იწყებდნენ ერთმანეთისას. ლომა მეზობლის საქათმეს მიეჩვია და ქათმებს დაუწყო კბენა. მეზობელმა უჩივლა მოხუცებთან: --მოაცილე ეს ძაღლი აქედან, თორე მოვკლავო. მოხუცები დარდს მიეცნენ, არ უნდოდათ ძაღლის თავიდან მოშორება. არადა ლომა თავს არ ანებენდა მეზობლის საქათმეს. ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს, სხვისთვის მიეცათ ლომა. ჩააბეს თოკი და მეზობელ სოფელში ნათესავს მიუყვანეს და აჩუქეს. კატომ მოიწყინა, მეგობრის გარეშე და დარდს მიეცა. არც ჭამდა და არც ეზოში გადიოდა. ლომა კი ახალ გარემოს ვერ ეგუებოდა და სულ მოწყენილი იყო. თოკით ყავდა ახალ პატრონს დამბული. რომ არ გაქცეოდათ. მთელი ღამე ღრღნა თოკი ლომამ და გამთენიისას მაინც მოახერხა გაწყვეტა, ღობეზე ახტა და ქუჩაში გადახტა. კარგად ჰქონდა დამახსოვრებული სახლის გზა. მალევე მივიდა. კატოს გულმა უგრძნო მეგობრის მოახლოევბა და აწრიალდა. კარი თათებით გააღო, ეზოში გავიდა. ერთმანეთი რომ დაინახეს, მიირბინეს ერთად დახტოდნენ, ეტყობოდათ თვალებში, როგორი ბედნიერები იყვნენ, ისევ ერთმანეთს რომ ხედავდნენ. ერთხანს გაჩერდნენ, თითქოს რაღაცას ეუბნებოდნენ ერთმანეთს. ეზოს ღობის გარღვეული კუთხიდან გაძვრეს და წავიდნენ, ისე რომ უკან არ მოუხედავთ. შუადღე იყო, მოხუცებს ვიღაც ეძახდა ქუჩიდან. გაიხედეს და ის ნათესავი დახვდათ, ვისაც ლომა აჩუქეს. ნათესვამა ძაღლი მოიკითხა. უთხრა ბებოს, რომ ძაღლს თოკი გაუწყვეტია. აქ თუ მოვიდაო. ბებომ დაუწყო ლომას ძებნა, იფიქრა: იქნებ აქ არის და ისევ გავატან ნათესავსო, მაგრამ ვერ იპოვა, შემდეგ კატოს ეძახდა. არც ის ჩანდა არსად. იმ დღის შემდეგ ლომა და კატო არავის უნახავს, არც მკვდარი და არც ცოცხალი. ორივე მეგობარი სადღაც შორს წავიდნენ, გაურკვეველლი მიმართულებით, სადაც ერთმანეთს არავინ და არაფერი დააშორებდათ...


ჩემო ძვირფასო მეგობრებო! გეპატიჟებით დიდი სიყვარულით. ამა წლის 1 დეკემბერს, კვირას 13.30 საათზე. განათლებისა და კულტურის ცენტრი "კავკასია"-ში ჩემი სოფო იმერელის წიგნის - "გოგონა აფხაზეთიდან" წარდგინებაზე. მის: პატისიონის 81. ("ვიქტორიის" მოედანთან) (საბერძნეთი ათენი) (დასწრება თავისუფალია

0
101
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0