x
კახა კალაძე: ოპოზიციის ქმედებები გაცდა კანონის ჩარჩოებს
image

"საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები გაცდა კანონის ჩარჩოებს. ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ნახეს რა, არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ ქმედებებში გადაზრდა ცადეს" - თქვა კახა კალაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინზე მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა პარლამენტის ყველა პიკეტირებული გასასვლელი წყლის ჭავლის გამოყენებით გაათავისუფლეს მოქალაქეებისგან, საპროტესტო აქციის 18 მონაწილე დააკავეს და პარლამენტში ბიუროს სხდომა, რომელიც 15 საათზე იყო დანიშნული, დაიწყო.

"მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითიც უხეშად არღვევდნენ კანონს. მიუხედავად შსს-ს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი გაფრთხილებისა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა." - ამბობს თბილისის მერი.





animated-arrow-image-0310თოვლის კრაბი, რომელიც 46000 დოლარად, რეკორდული მაჩვენებლით გაიყიდა იაპონიაში







animated-arrow-image-0545
animated-arrow-image-0544

ყველაზე პოპულარული სტატია

0
10
2-ს მოსწონს
ავტორი:Real News
Real News
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0