x
მეტი
  • 10.12.2019
  • სტატია:97244
  • ვიდეო:344106
  • სურათი:459230
რას საქმიანობს და სად არის ,,მამლუქის'' მთავარი გმირი გოჩა


imageქართული ფილმის, მამლუქის ერთ-ერთი მთავარი გმირი ხვიჩა - დავით დანელია, დაიბადა თბილისში 1948 წლის 21 იანვარს. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრა. მეოთხე კლასის მოსწავლემ ითამაშა პატარა ხვიჩას როლი ფილმში მამლუქი სხვადასხვა ასაკში ეკრანზე შექმნა 20-ზე მეტი სახე: მათ შორის: დათო ჯაფარიძე (განაჩენი, ლ. ხოტივარი, 1959), ტარიელ დადიანი (დღე უკანასკნელი, დღე პირველი, ს. დოლიძე, 1959), დათო (პაპა გიგია, ზ. გუდავაძე, 1960), პატარა დათიკო (გლახის ნაამბობი, ლ. ესაკია, 1961), თამაზი (თოჯინები იცინიან, ნ. სანიშვილი, 1963), მეომარი (ხევისბერი გოჩა, ნ. სანიშვილი, 1964), და სხვა. მსახიობი, ამავე დროს ხელბურთის მსაჯია. 1984 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი. მონაწილეობდა ევროპის საკლუბო ტურნირებზე, აგრეთვე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ჯამში, ყველაზე დიდხანს იგი საბჭოთა კავშირის ლიგის მსაჯი იყო (1979–1992). ჯამში მან კარიერის მანძილზე 514 შეხვედრაზე მიიღო მონაწილეობა (საბჭოთა კავშირის – 359, საერთაშორისო – 155).რუსეთში მოღვაწე ქართველი მსახიობი და სპოტსმენი, 71 წლის არის და რუსეულ ხელბურთში, დღემდე აქტიურ და პატივცემულ პერსონაჟად რჩება. დავით დანელიას, ამავე დროს აქვს მთავარი მოსამართლის რეპუტაცია.

image

ჩემს მიერ ფილმებში მონაწილეობის შესახებ უამრავი ადამიანია დაინტერესებული?! შემიძლია ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო: “კინოსტუდია „ქართული ფილმის“მიერ გადაღებულ ოც ფილმში ვთამაშობდი. ბავშვობაში, ოცი წლამდე ვცეკვავდი თბილისის პიონერთა სასახლის ანსამბლში. ჩვენი ერთ-ერთი კონცერტის დროს, ისტორიული დრამის მამლუქის გადამღები ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ყურადღება ჩემზზე გამახვილა. მათ ამირჩიეს ფილმის ერთ-ერთ მთავარ როლზე, ხვიჩა - ”მაჰმუდი” ბავშვობაში. კასტინგზე ხუთასი ბავშვი მონაწილეობადა. არჩევანი, ჩემზე გააკეთეს. “გადაღებებზე, ქართველი ცნობილი ადამიანების გვერდით ვმუშაობდი. ზრდასრული ხვიჩას - მაჰმუდის როლს ოთარ კობერიძე ასრულებდა. ფილმში, ასევე მონაწილეობდნენ ვერიკო ანჟაფარიძე, ბუხუტი ზაქარიაძე, გურამ საღარაძე. უხეშად სათქმელია, მაგრამ ეს 1957 წელი იყო, მე კი ცხრა წლის ვიყავი'' -დიდხანს გაგრძელდა თქვენი სამსახიობო კარიერა? “სამსახიობო კარიერა, მხოლოდ 27 წლამდე გაგრძელდა. ეს იყო, ძალიან საინტერესო წლები და დაუვიწყარი შეხვედრები. გაიხსენეთ სერგო ზაქარიაძე, რომელმაც ითამაშა მამის როლი ფილმში ჯარისკაცის მამა? მასთან ერთად ვითამაშე ფილმში „დღე უკანასკნელი, დღე პირველი- 1959 წელს. უბრალოდ, ნუ ავურევთ მას, დოვჟენკოს კინოსტუდიის ფილმ „დღე პირველი, დღე უკანასკნელი''. - რატომ არ გააგრძელეთ კინოსკენ მიმავალი გზა? -“ერთხელ, სტუდია „უზბეკფილმმა“ მიმიწვია ფილმის გადაღებებზე. კარგი კომპანია შეიკრიბა ტაშკენტში. როლის კასტინგზე, იმ დროს ახალგაზრდა ალექსანდრე აბდულოვი და ნიკოლაი კარაჩენცოვი ჩამოფრინდნენ მოსკოვიდან. სხვათა შორის, მას შემდეგ მე მათთან თბილი ურთიერთობა მაქვს.ტაშკენტის ფილმის კასტინგი სამიდან ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ გაიარა. უზბეკმა მონაწილეებმა, ყველაფერი წინასწარ გაწერეს. ასე, ზოგჯერ ჩვენს ხელბურთში ხდება, როდესაც მათ ეროვნული გუნდების სასწავლო გუნდში ეძახიან'' ამბობს ინტერვიუში დვით დანელია.

0
505
1-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა ვასაძე
ლაშა ვასაძე
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0