x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
(ვიდეო) სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის 64 წლის პროფესორმა 24 წლის სტუდენტის მკვლელობის მიზეზი დაასახელა
image


ორშაბათს, სასამართლო პროცესზე, რომელიც გაიმართა სანქციის შეფარდებაზე, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის 24 წლის კურსდამთავრებული სტუდენტის სასტიკ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, უნივერსიტეტის 64 წლის პროფესორმა, ოლეგ სოკოლოვმა განმარტა, თუ რატომ მოკლა გოგონა.


«Невские новости»-ის ინფორმაციით, მოსამართლემ კაცს სთხოვა აეხსნა მომხდარის მიზეზები. ამის საპასუხოდ, სოკოლოვმა თქვა, რომ შვილების ხსენებისას გოგონა ძალიან გაბრაზდა. კაცის თქმით, ის შვილებთან ერთად აპირებდა შაბათ-კვირის გატარებას, თუმცა, ამის შესახებ როცა შეიტყო, ნასტია გაბრაზდა.


"აგრესიის ასეთი ნაკადი არასდროს მინახავს. დანით თავს დამესხა."- თქვა ბრალდებულმა.



მოსამართლემ გააცნობიერა მისი სიტყვები, როგორც მინიშნება იმის შესახებ, რომ გოგონა პირველად დაესხა თავს. ამის საპასუხოდ, ადვოკატმა განმარტა, რომ სოკოლოვმა ნაადრევად გამოაცხადა მისი დამცავი ვერსია.




image


შეგახსენებთ, რომ შაბათს, 9 ნოემბერს, 64 წლის ოლეგ სოკოლოვი დააკავეს მისი ყოფილი სტუდენტის, 24 წლის ანასტასიას მკვლელობის ბრალდებით. მამაკაცის ზურგჩანთაში ქალის ორი მოჭრილი ხელი და ტრავმატული პისტოლეტი აღმოაჩინეს, ხოლო, გოგონას გვამის ნაშთები პროფესორის საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. მამაკაცმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ ისინი შეხვდნენ, მათ დიდი ჩხუბი მოუვიდათ და აფექტის დროს მოკლა მისი შეყვარებული. მას შემდეგ რაც გააცნობიერა რა მოხდა, მან გადაწყვიტა გვამის მოშორება. მეორე დღეს სოკოლოვმა აღიარა მკვლელობა.



0
367
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0