x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ინდოეთში ჩამოვარდა მრავალფუნქციური, მეოთხე თაობის გამანადგურებელი" "МиГ-29К, რომელიც სასწავლო ფრენას ანხორციელებდა

image ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სასწავლო " МиГ-29К", რომელიც ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით გოას შტატში სასწავლო ფრენის ფარგლებში "დაბოლიმეს" (ერთადერთი ორმაგი დანიშნულების აეროპორტი და აეროდრომი გოაში) აეროდრომიდან აფრენილ, რუსული წამოების, მეოთხე თაობის მრავაფუნქციურ გამანადგურებელს პრობლემები შეექმნა, თვითმფრინავის ძრავებს ცეცხლი გაუჩნდა, ორივე მფრინავმა კატაპულტით დროულად ისარგებლა და ყოველგვარი ტრავმების გარეშე მშვიდობით დაეშვნენ მიწაზე, თვითმფრინავმა ინერციით განაგრძო ფრენა და მალევე დაენარცხა მიწას და აფეთქდა.
გამანადგურებელი შეიარაღების გარეშე ასრულებდა საწვრთვნელ ფრენას. მომხდარი ფაქტი ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.
მომხდარ ინციდენტზე ინფორმაცია პირველად აზიის ერთერთმა უდიდესმა სააგენტომ "Asian News International (ANI)" გაავრცელა. მათი ინფორმაციით, გამანადგურებელს ფრინველების გუნდი დაეჯახა, რამაც ძრავების აალება გამოიწვია.
2018 წლის მონაცემებით ინდოეთს ჰყავდა 45 ერთეული "45 МиГ-29К/КУБ"-ი, რომელიც უნდა გამხდარიყო ინდოეთის ავიამზიდ «Викрамадитья»-ს საგემბანო ბაზირების გამანადგურებელი.
წელს ივნისში ინდოეთის გამადგურებელ-ბომბდამშენი "Jaguar "-ი, რომელსაც ახალბედა პილოტი მართავდა აფრენისას ფრინველების გუნდს დაეჯახა, პილოტმა დამატებითი საწვავის ავზები ჩამოყარა და ერთი ძრავით შესძლო თვითმფრინავი დაესვა დასაფრენ ზოლზე.
ვიდეო მიგის ჩამოვარდნაზე.

ესეც ივნისში მომხდარი ინციდენტის ვიდეო.

0
330
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
330