ფოტოგრაფია შიშველი ფერმერი ქალები 2020 წლის კალენდარზე 2019, 18 ნოემბერი, 16:53 ფოტოგრაფმა ნიკოლა დე პულფორდმა(Nicola de Pulford) იმოგზაურა დიდ ბრიტანეთში და 2020 წლის საქველმოქმედო კალენდრისთვის გადაიღო შიშველი ფერმერები ცხოველებთან ერთად. სურათებზე აღბეჭდილა შიშველი ფერმერები, რომლებიც ასრულებენ თავიანთ ყოველდღიურ სამუშაოს: კვებავენ ცხოველებს, სხედან ტრაქტორის საჭესთან ან აგროვებენ ქათმის კვერცხებს. მაგალითად, გოგონა სახელად ალი, რომელიც ნოემბრის თვის ყდაზე მოხვდა, ცალ მუხლზე დაჩოქილი ხბოს რძეს აძლევს. აგვისტოს თვის ყდაზე კი შეხვდებით ფერმერს, სახელად ჯენა, რომელიც თხას კვებავს. პულფორდმა განმარტა, რომ ეროტიული კალენდრის შექმნის იდეა, ბრიტანეთში მეურნეობის მხარდასაჭერი თანხების მოსაზიდად განხორციელდა . მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პირველ გამოცემაში მხოლოდ შიშველი მამაკაცები მოხვდნენ. ”ყველას, ვისაც რაიმე შეხება აქვს მეურნეობასთან, კალენდარში მოხვდება. ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს. ”- დასძინა ფოტოგრაფმა. პულფორდის თქმით, კაცთა შორის საქველმოქმედო აქციის ყველაზე ასაკოვანი მონაწილე 73 წლის იყო, ხოლო ქალთა შორის 63 წლის . ფოტოსესიის შემდეგ, თითოეული მონაწილეს გადაეცა ჰონორარი. ტრადიციულად ყოველწლიურად ქვეყნდება ორი კალენდარი, რომლის შემოსავალი 100 ათას ფუნტ სტერლინგზე მეტია. 2020 წლის კალენდრისთვის შეგროვებული თანხა გადაეცემა საქველმოქმედო ორგანიზაცია Chernobyl Children's Lifeline-ს, რომელიც ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც დაზარალდნენ 1986 წელს ჩერნობილის ავარიის დროს. 186 3-ს მოსწონს
|