x
მეტი
  • 16.12.2019
  • სტატია:97401
  • ვიდეო:344213
  • სურათი:459420
ცივი ფეხები, უძილობა და სწრაფი კვების პროდუქტები: იმუნიტეტის 6 მთავარი მტერი
ექიმები თვლიან, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმუნური სისტემის რამდენიმე აშკარა მტერი გვხვდება. იმუნიტეტი ერთგვარ წინსვლის თამაშს წარმოადგენს, სადაც დაავადებას ერთი ნაბიჯით წინ უსწრებთ. მას თავისი მკაცრი წესები აქვს, მაგალითად, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება, ხარისხიანი ძილი და ა.შ.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ იმუნურ სისტემას არასდროს ძინავს: ის მუდმივად ვირუსების და ბაქტერიების მოგერიებაშია, ამით დაინფიცირების რისკს ამცირებს. იმუნიტეტის რამდენიმე მტერი არსებობს, რომელთა შესახებ უნდა იცოდეთ.


image

არასწორი რაციონი


შეუზღუდავი რაოდენობით მიღებული შოკოლადი, ჩიფსი, კარტოფილი ფრი, სწრაფი კვების პროდუქტები და შაქარი მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. იმუნური სისტემის მუშაობა ირღვევა და ადამიანი ბაქტერიების და ვირუსების მიმართ დაუცველი ხდება. ბონას უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რამაც ეს ფაქტი დაადასტურა.


image

კვლევის მონაცემებით, იმუნური სისტემა კალორიების და ცხიმების დიდი შემცველობის მქონე პროდუქტებზე ისე რეაგირებს, როგორც ინფექციებზე. ეს რეაქცია ნეგატიურ შედეგებს იწვევს, მაგალითად, მე-2 ტიპის დიაბეტის და სისხლძარღვების დაავადების სწრაფი განვითარება.


ცივი ფეხები

გაყინულ ფეხებზე ორგანიზმი თავისებურად მოქმედებს - ის ცდილობს სხეული შემდგომი სითბოს დაკარგვისგან დაიცვას, შედეგად ყველა სისხლძარღვები ვიწროვდება.


image

შედეგად, ლორწოვანი გარსები, რომლებიც ორგანიზმის დასაცავად არის საჭირო, საჭირო რაოდენობის სისხლს და ჟანგბადს ვერ იღებენ. მშრალი და ცივი ლორწოვანი გარსის გამო ორგანიზმში დაავადების გამომწვევი ვირუსები ადვილად ხვდება.


image

არასაკმარისი ან მშფოთვარე ძილი

ღამის ძილის დროს ორგანიზმი დაძაბული დღის შემდეგ გაძლიერებულ აღდგენას იწყებს. ჯანმრთელი რომ იყოთ, მინიმუმ 8 საათი უნდა დაიძინოთ. რეგულარულად 6 საათზე ნაკლები ძილი გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.


image

უამრავმა კვლევამ დაამტკიცა, რომ მუდმივად არასაკმარისი ძილი ანტისხეულების წარმოქმნის ალბათობას ამცირებს, რაც იმუნური სისტემის დასაცავად არის საჭირო.


თამბაქოს მოწევა

ნიკოტინის ზიანის შესახებ ბავშვებმაც კი იციან, თუმცა მწეველების რაოდენობა ძალიან ნელი ტემპით მცირდება. მოწევა კი იმუნური სისტემისთვის ძალიან სახიფათოა. თამბაქოს კვამლის სუნთქვა გამოჯანმრთელების პერიოდს ზრდის და სურდოს დროს დაავადების სიმძიმეს აძლიერებს - ირწმუნებიან მეცნიერები.


image

სტრესული სიტუაციები

სამწუხაროდ, ამ თანამედროვე ცხოვრებაში სტრესის აცილება შეუძლებელია, მთავარია, რომ მან ქრონიკული ფორმა არ მიიღოს. კვლევებმა დაამტკიცა, რომ გახანგრძლივებული სტრესი პათოგენებისგან დაცვაზე გავლენას ახდენს. ექიმები ირწმუნებიან, რომ მუდმივად სტრესის დროს პროფილაქტიკური ზომებიც კი ცუდად მოქმედებს.


image

სპირტიანი სასმელები

შესაძლოა, არ იცით, რომ ალკოჰოლი იმუნურ სისტემას ასუსტებს. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალკოჰოლის მიღებიდან რამდენიმე საათში ორგანიზმში იმუნური უჯრედების და მკვლელი უჯრედების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება.


image

შედეგად, ორგანიზმი ვირუსებს ცუდად იგერიებს, რაც უკვე არსებულ დაავადებას ამწვავებს.


ასევე დაგაინტერესებთ:

3 შემთხვევა, როცა ხარისხიანი წყალიც კი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს

image

ყავამ შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა, წამლებმა კი კუჭის პრობლემები. რისი გაკეთება არ ღირს უზმოზე

image

ანტიოქსიდანტური სასმელი: PH დონეს არეგულირებს და ნაადრევ დაბერებას აფერხებს

image

ფილტვების გამწმენდი ეს დეტოქს სასმელი მწეველებისთვის იდეალურია

image

წიწიბურას ფქვილი წონაში დასაკლებად და ორგანიზმის გასაწმენდად. ყველას გირჩევთ

image


0
133
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
133