x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?-რა მოხდა ატენის ქუჩაზე
image

თბილისში ატენის ქუჩაზე მოკლულები არიან და-ძმა, თაკო და ლევან აბაშიძეები და დედა, ირინა გედევანიშვილი.


ტრაგედია 17 ნოემბერს გამთენიისას, ატენის 20 ნომერში მოხდა, თავდაპირველი ვერსიით ახალგაზრდა მამაკაცმა, ლევან აბაშიძემ მისი და, თაკო აბაშიძე და დედა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, თუმცა გამოიკვეთა მეორე ვერსიაც, შესაძლოა ისინი სხვა ადამიანმა მოკლა. ჯერჯერობით, გამოძიებას თვითმკვლელობის კვალიფიკაცია არ აქვს.


შესაძლოა ეს ტრაგედია ნარკოტიკებსაც უკავშირებოდეს, კერძოდ ამფეტამინს ან ბიოს, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე წერს:


"კიდევ ერთი საშინელი ტრაგედია ატენზე - ვერსია ბევრია, თუმცა ნარკოტიკიც ურევია ამ ვერსიებში და ისევ ამფეტამინს ან ბიოს ან სააფტიაქო ნარკოტიკებს ასახელებენ იმედია ექსპერტიზა დაადგენს ნამდვილ მიზეზებს, თუმცა ნებისმიერ ამ ტიპის ნარკოტიკს შეეძლო გამოეწვია უკონტროლო აგრესიული ქმედება და ფსიქოზი!"

image

მეზობლების ინფორმაციით, ლევან აბაშიძეს, რომელიც დაახლოებით სამი თვის წინ ჩამოვიდა ლონდონიდან, კონფლიქტი ჰქონდა დასთან და ვარაუდობენ, რომ დედის და დის მკვლელობა სწორედ თაკო აბაშიძესთან დაძაბულ ურთიერთობას უკავშირდება.
გარდაცვლილები მეზობლებმა აღმოაჩინეს მას შემდეგ, როდესაც გარდაცვლილის მანქანის ადგილმდებარეობა მეზობლებს ხელს უშლიდა და მას სახლში მიაკითხეს, როდესაც არავინ უპასუხა, სამშველო სამსახურს გამოუძახეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს და საქმე აღძრულია ორი მუხლით 109-ე, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
0
312
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0