x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პატარუნი გოში - ქალი, რომელსაც ქალთევზას ეძახიან ინდოეთში, რადგან 20 წელია ალიონიდან დაისამდე წყალში ზის

image 20 წელია ინდოელი ქალი პატარუნი გოში ალიონზე ჩადის მის საცხოვრებელთან რამდენიმე ასეული მეტრით დაშორებულ ტბაში და დაღამებამდე გაუნძრევლად ერთ პოზაში იმყოფება დაღამებამდე.
დაღამებისთანავე ამოდის ტბიდან, მიდის სახლში და ღამით ცხოვრობს იმ ცხოვრების რეჟიმით, როგორითაც ჩვეულებრივი ადამიანი ცხოვრობს დღისით.
სწორედ მისი ცხოვრების ამ წესის გამო პატარუნი გოშს ქალთევზას ეძახიან მეზობლებიც და არა მარტო მეზობლები, პატარუნის შესახებ არაერთი გადაცემა მოუმზადებიათ ინდოეთის ტელევიზიებს და არაერთი გაზეთის თუ ჟურნალის გვერდებზეც მოხვედრილა ცხოვრების წესის გამო.
პატარუნის ცხოვრების წესი არც ფანტასტიკას უკავშირდება და არც მისტიკას, საბრალო ქალი 1998 წელს დაავადდა უიშვიათესი დაავადებით, რომელსაც თანამედროვე მეცნიერებამ ვერც თავი გაუგო და ვერც ბოლო. უცხოელი მეცნიერები, რომლებიც დაინტერესდნენ ამ დაავადებით ჩავიდნენ პატარუნისთან, ჩაიტანეს შესაბამისი პორტატული გამოსაკვლევი აპარატურა, მაგრამ ვერაფერი დაუდგინეს. ქალის ორგანიზმი კვლევებით სრულიად ჯანმრთელია, თუმცა ამის მიუხედავად მას არ შეუძლია იმყოფებოდეს მზის შუქის ქვეშ თუნდაც სახლში.
მხოლოდ წყალში ყოფნა შველის მას ავადმყოფობისაგან და უკვე 20 წელზე ოდნავ მეტია რაც პატარუნი ასე ცხოვრობს.
ღამით, როგორც ოჯახის დიასახლისი ის ყველაფერს აკეთებს ოჯახისათვის, საქმიანობს როგორც ჩვეულებრივი ინდოელი ქალი.
პატარუნის მეზობლები ცრუმორწმუნეები არიან და ამბობენ, რომ მალე პატარუნი "ტბის სულად" გადაიქცევა.
პატარუნის შვილები კი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და ფიქრობენ, რომ გამოჩნდება ექიმი, რომელიც შესძლებს მათი დედის განკურნებას და ამისათვის ფულს აგროვებენ.
image



0
1049
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1049