x
image
გემი დალანდი
2020 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ვინ გამდიდრდება და ვინ უნდა უფრთხილდეს ვალებს
image

ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანს სიმდიდრეს და წარმატებას ჰპირდება 2020 წელში. ამ სტატიაში გეტყვით თუ ვის შეუძლია დამშვიდებული შეხვდეს 2020 წელს და რომელმა ნიშნებმა უნდა გამოიჩინონ ეკონომია .

1.ვერძი

მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, თუმცა ამის პარალელურად საქმეც უფრო მოიმატებს და მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. ზოგჯერ სამსახურში სირთულეს წააწყდებით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენგან ყველას რაღაც უნდა და სჭირდება.


2020 წელს მშვენიერი შესაძლებლობა გეძლევათ იმისთვის, რომ საცხოვრებლის პრობლემა გადაჭრათ. ერთადერთი თვე, როცა ფულთან დაკავშირებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ-ივნისია. თუ ამ თვეში შოპინგის ცდუნებას სძლევთ, ბევრ ფულს დაზოგავთ.

image

2.კურო

ნუ ელით, რომ ერთბაშად გამდიდრდებით, თუმცა არც უფულობა შეგაწუხებთ. გაგიმართლებთ და ძველ ვალს დაგიბრუნებენ, არაა გამორიცხული უცხოეთიდან გრანტიც მიიღოთ. თუ საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, უმჯობესია კრედიტი წელიწადის ცივ დროს აიღოთ. მაისიდან სექტემბრამდე ვალის აღება არ ღირს, რადგან ამ პერიოდში დიდია შეცდომის დაშვების ალბათობა.ზოგადად, უმჯობესია თავი შეიკავოთ ფულის გასესხება-სესხებისგან.

image

3.ტყუპები

ტყპები კარგ შემოსავალს მიიღებენ შემოქმედებითი საქმიანობიდან, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური სიტუაცია არც თუ ისე მოწესრიგებული იქნება. მატრიალური თვალსაზრისით, კარგად იგრძნობენ თავს ის ადამიანები, რომელთაც ლიტერატურასთან, მხატვრობასა და მუსიკასთან აქვთ კავშირი. 2020 წელს ტყუპები თაღლითებს უნდა უფრთხილდნენ. ეს განსაკუთრებით ეხება პერიოდს ივნისის ბოლომდე. აი, შემოდგომა კი კარგი პერიოდია სხვადასხვა საქმეებში ფულის დასაბანდებლად.image

4.კიბო

2020 წელს კარგად გარჯა მოგიწევთ, თუმცა დიდ შემოსავლებს ნუ ელით. ნუ მოეშვებით, მეგობრები და თანამოაზრეები რთული პერიოდის გადატანაში დაგეხმარებიან.

მთავარია, რომ 2020 წელს ყველაფერი ძველი მოიშოროთ. გადაერთეთ ახალ წელზე და თქვენი სამსახურის შემოქმედებით მხარეზე გადაიტანეთ ყურადღება.

image

5.ლომი

2020 წელს გარდაუვალი წარმატება და სიმდიდრე გელით! ეს განსაკუთრებით იმ ლომებს ეხებათ, რომლებიც უძრავი ქონების ბიზნესში არიან. კრედიტის აღება გინდათ?-ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, თუმცა ბანკის არჩევის დროს სიფრთხილე გმართებთ. იმისთვის, რომ წარმატება გარანტირებული იყოს, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი აპრილის ბოლომდე უნდა მოაგვაროთ.

image

6.ქალწული

2020 წელი -შესაძლებლობების წელია.ფული იმდენი გექნებათ, რამდენიც თქვენი გეგმების განხორციელებისთვისაა საჭირო. თუ დიდი ხანია საზღვარგარეთ წასვლას ან განათლების მიღებას გეგმავთ, 2020 წელს ეს შანსი ნამდვილად მოგეცემათ. წლის პირველ ნახევარში კი აქტიურობა უნდა გამოიჩინოთ.

image

7.სასწორი

სხვა ვის გაუმართლებს, თუ არა სასწორს! სასიამოვნო სიურპრიზი გელით, იქნება ეს მემკვიდრეობა, ვალის დაბრუნება თუ სხვა. კარგი პერიოდია სოფლის მეურნეობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ბიზნესის დასაწყებად. ეს წელი მეტად ნაყოფიერი იქნება ისტორიკოსებისთვის. ვარსკვლავების მხარდაჭერასთან ერთად, არც ნებისყოფა და მიზანსწრაფულობა მოგაკლდებათ. თუმცა, გამოიჩინეთ სიფრთხილე და თქვენს გეგმებს წინასწარ ნურავის გაუმხელთ.

image

8.მორიელი

2020 წელს მორიელები მდიდარი ადამიანების სიაში მოხვდებიან.ამ წელს განსაკუთრებით შემოსავლიანია ისეთი სამსახურები, რომლებიც ექსკურსიებს და საორგანიზაციო საკითხებს უკავშირდება. დამხმარე ძალად კი თქვენი ახლობლები მოგევლინებიან. თუ შემოქმედებითი ადამიანი ხართ და თქვენი სამსახური ბავშვებს უკავშირდება, ახალი პროექტებიდან არა მარტო შემოსავალს, არამედ სიამოვნებასაც მიიღებთ. ერთადერთი, რამაც შესაძლოა ხელი შეგიშალოთ, თქვენი დიქტატორული ხასიათია.

image

9.მშვილდოსანი

ფულის საშოვნელად მუშაობა მოგიწევთ. 2020 წელი მშვილდოსნებს ფინანსური საკითხების მოგვარებაში წარმატებას ჰპირდება. მუშაობის შესაძლებლობა გექნებათ და ამაში კოლეგებიც და ახლობლებიც ხელს შეგიწყობენ.2020 წელს ისეთი პრობლემების გადაჭრასაც შეძლებთ, რომელსაც 2019 წელს თავი ვერ გაართვით.

image

10.თხის რქა

თხის რქებს მოუწევთ ხელებდაკაპიწებულებმა იმუშაონ. შეიძლება მოგეჩვენოთ, თავს სირთულეები ერთბაშად დაგატყდათ, მაგრამ ნუ მოეშვებით. თქვენ ისეთი შინაგანი ძალა გაქვთ, რომ ყველაფერს თავს გაართმევთ, მათ შორის ფინანსურ პრობლემებსაც.თუ თანამოაზრეები და მეგობრები დახმარებას შემოგთავაზებენ, უარს ნუ ეტყვით. ახლებური ხედვები დაგეხმარებთ იმაში, რომ შემოსავალი მიიღოთ და ყველაფერი დალაგდება, თუმცა მაინც ნუ მოდუნდებით!

image

11.მერწყული

ჯეკ-პოტს ვერ მოხსნით ლატარიაში, მაგრამ წარმატება 2020 წელს მაინც თქვენი მეგზური იქნება. ფული შეიძლება უცებ არსაიდან მიიღოთ და ასევე უცებ გაქრეს. სტაბილური შემოსავალი ძირითადად იმ მერწყულებს ექნებათ, რომელთა საქმიანობაც სხვების დახმარებას ითვალისწინებს.

image

12.თევზები

თევზების ფინანსური მდგომარეობა გარკვეულწილად მათ პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული. ამ საკითხში წარმატებას მოგიტანთ მოგზაურობასა და შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებები. თუ საინტერესო იდეებს უყურადღებოდ არ დატოვებთ, შეძლებთ რიგიან თანხას მოუყაროთ თავი. ამიტომ- იმოქმედეთ!

image

2
18374
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
18374
  
2019, 21 ნოემბერი, 1:30
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- Bredhot.Com
2019, 19 ნოემბერი, 0:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2