x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134470
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
გიორგი თარგამაძე ტელევიზიას დაუბრუნდა - რომელ არხზე ვიხილავთ ახალ გადაცემას?
image


12 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი გიორგი თარგამაძე ტელევიზიას დაუბრუნდა და მისი პირველი გადაცემა 17 ნოემბერს მაყურებელმა უკვე იხილა. ეკრანზე ბრუნდება მისი მეუღლე, „ქრონიკის“ ყოფილი ტელეწამყვანი თათია თოფურიაც. თუმცა, ორივე მათგანი ამჯერად ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულ ორ სხვადასხვა ტელეარხზე გამოჩნდება.


გავრცელებული ცნობით, პარტია "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ახალ გადაცემას წაიყვანს, რომლის სახელიც "გიორგი თარგამაძის ფორმულა" იქნება. ტელეარხის ცნობით, ეს იქნება ყოველდღიური ანალიტიკური ტოქ-შოუ, რომელსაც ეყოლება სტუმრებიც.


სიახლეებია გიორგი თარგამაძის მეუღლის თათია თოფურიას კარიერაშიც. წლების წინ „იმედის“ ტელესახემ თათია თოფურიამ „მთავარ არხზე“ დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ ყოფილმა წამყვანმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა. ჯერ უცნობია რა პოზიციაზე იმუშავებს ტელეკომპანიაში თათია თოფურია, თუმცა მის სატელევიზიო გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ის რომელიმე გადაცემის წამყვანად ვიხილოთ.



„იმედიდან“ წამოსვლის შემდეგ თათია თოფურია კერძო სტრუქტურებში მუშაობდა, ბოლოს ის „საქართველოს ეროვნული ლატარეა - ლოტოს“ პიარი იყო.


გიორგი თარგამაძე 1999 წლის მოწვევის პარლამენტარი იყო, 2000-იანი წლების დასაწყისიდან კი პარლამენტი დატოვა და ტელეკომპანია "იმედში" დაიწყო მუშაობა. ის იყო "იმედის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი, ასევე, ყოველკვირეული გადაცემა "დროების" ავტორი და წამყვანი.


2007 წელს ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ გიორგი თარგამაძემ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" დააფუძნა და 2008 წელს პარლამენტშიც შევიდა. ის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა ხმების მხოლოდ 1% მიიღო. მას შემდეგ თარგამაძე პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა.


ტელეკომპანია "ფორმულა" მიმდინარე წელს დაფუძნდა და იქ, ძირითადად, "რუსთავი 2-დან" წამოსული ჟურნალისტები მუშაობენ. საკონტროლო პაკეტს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ფლობს და დაფინანსების მთავარი წყაროც სწორედ ის არის.


1
1035
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1035
  
2019, 19 ნოემბერი, 0:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1