x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
წუხელ პარლამენტთან აქციაზე სიმღერა „მიშა მაგარია“ ჩართეს
image


ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის დროს პარლამენტის შესასვლელთან სიმღერები "მიშა მაგარია" და "პოლიციის ჰიმნი" აჟღერდა.


გუშინ მთელი დღის განმავლობაში მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობდა. მცირე ინციდენტებით ჩაიარა საპროტესტო ღამემ რუსთაველის გამზირზე.


აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის, ჭიჭინაძისა და ზუბალაშვილების ქუჩებზე, პარლამენტის შენობის შესასვლელებთან, ქვიშით სავსე ტომრებით ბარიკადები გააკეთეს. როგორც ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა, „ქვიშის ტომრები ჩამოსაჯდომად განთავსდა აღნიშნულ ტერიტორიებზე“.



აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებისთვის ცეცხლიც დაანთეს. ასევე, ადგილზე მიიტანეს საკვებიც.


შეგახსენებთ, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები დროებით გაერთიანდნენ და უწყვეტი პროტესტის ტალღა დაანონსდა. საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს დანაპირები და ქვეყანაში არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ოპოზიციონერთა მტკიცებით, ამას 113 პარლამენტის წევრის ხმა სულაც არ სჭირდება და კანონპროექტს 76 ხმითაც დაამტკიცებენ, რაც არსებული რესურსითაც შესაძლებელია.

2
131
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
131
  
2019, 19 ნოემბერი, 0:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 18 ნოემბერი, 11:24
მაგიტომაც არ მოდის უბრალო ხალხი აქციაზე.
0 1 2