x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
ფრიდა კალოს უმცროსი და, რომელიც მხატვრის მეუღლის საყვარელი იყო

image


კრისტინა კალო - ცნობილი მექსიკელი მხატვრის ფრიდა კალოს უმცროსი და იყო, ის 1908 წლის 7 ივნისს დაიბადა, კრისტინას ორი შვილი - იზოლდა და ანტონიო ჰყავდა. როგორც ცნობილია, ლეგენდარული მექსიკელი მხატვრის და, მეუღლემ სწორედ მაშინ მიატოვა, როცა მათ მეორე შვილი შეეძინათ.



image


ფრიდა
და მისი მეუღლე - დიეგო რივერა თავიანთ ნამუშევრებში მას ხშირად ხატავდნენ. ცოლის დის სილამაზით აღფრთოვანებულმა სახელგანთქმულმა კუბისტმა მხატვარმა და მიურალისტმა ცდუნებას ვერ გაუძლო და თავის, ცნობილ ტილოზე - "მექსიკის ისტორია" კრისტინა კალო მთელი თავისი დიდებულებით გამოსახა.


image


არსებობს ვარაუდ, რომლის თანახმადაც დიეგო და კრისტინა საყვარლები იყვნენ, ხოლო მას შემდეგ რაც ფრიდამ მათი ფარული ურთიერთობის შესახებ გაიგო, ტროცკის საყვარელი გახდა, ხოლო ცნობილ მეუღლეს ოფიციალურად გაშორდა.


image


ლევ ტროცკის ჩანაწერების გარდა, სხვა რაიმე მტკიცებულება, რომ ეს ამბავი სინამდვილეს შეესაბამებოდა, არ არსებობს თუმცა, როგორც არაერთი ადამიანი ამტკიცებ, მეუღლეებს შორის პრობლემები სწორედ ამ დროიდან დაიწყო.


image


საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ დიეგო რივერა ერთგული და სამაგალითო ქმარი არასდროს ყოფილა და ფრიდას ხშირად ღალატობდა. მიუხედავად ამისა, ცნობილი მხატვარი საკუთარ დას ყოველთვის მხარში ედგა და გულშემატკივრობდა, ვინაიდან ოჯახს ცხოვრებაში ის ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა.


image


ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აღნიშნული ისტორია ნაკლებ დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა, არსებობს უამრავი ჩანაწერი და წერილი, რომლებიც ტროცკისა და ფრიდას შორის არსებულ კავშირს ადასტურებს.


image



0
551
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
551