x
მეტი
  • 07.12.2019
  • სტატია:97179
  • ვიდეო:344046
  • სურათი:459147
,,თვითმფრინავის ბიჭები'' თავისუფლების ბრძოლაში დაკარგული ახალგაზრდა ბიჭების სიცოცხლე

image

1983 წელს მომხდარი თვითმფრინავის გატაცების მცდელობა. საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით შვიდმა ქართველმა გაიტაცა თვითმფრინავი ტუ-134A თვითმფრინავის გატაცებაში სულ 7 ახალგაზრდა იყო ჩართული, მათ შორის შორის იყო 6 მამაკაცი და 1 ქალი, გეგა კობახიძე, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე და თინა ფეტვიაშვილი. სამგზავრო თვითმფრინავი თბილისიდან ბათუმში უნდა გაფრენილიყო, თბილისის აეროპორტში შვიდკაციანმა ჯგუფმა მოახერხა თვითმფრინავში იარაღის შეტანა, მათი გეგმა ისახავდა საბჭოთა საქართველოდან დასავლეთში გაქცევას, ისინი ბათუმში დაშვებამდე თვითმფრინავის უახლოეს ქვეყანაში თურქეთში გატაცებას გეგმავდნენ. გამტაცებელთა გეგმები საგრძნობლად შეიცვალა, მათ აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავი თურქეთის მაგივრად, თბილისის აეროპორტში დაეშვა. მეორე დღეს სპეცრაზმის მიერ განხორციელებული შტურმის შედეგად, თვითმფრინავი გაათავისუფლეს. თვითმფრიანვი გარედან დაცხრილეს კორპუსს კი 108 ნატყვიარი ჰქონდა, საბჭოთა ავიაციამ 560 839 მანეთისა და 49 კაპიკის ზარალი ნახა. თვითმფრინავში 57 მგზავრი იმყოფებოდა, ეკიპაჟი კი 7 კაცისგან შედგებოდა. სულ 7 ადამიანი დაიღუპა. 1984 წლის 3 ოქტომბერს, 17:05 საათზე განაჩენი, კახა ივერიელის, პაატა ივერიელის, გეგა კობახიძისა და მამა თეოდორეს მიმართ, შესრულდა. ისინი არ შეიწყალეს ოთხივე მათგანი დახვრიტეს. თინა ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რომელიც თვითმფრინავის გატაცების დროს ფეხმძიმედ იმყოფებოდა, მაგრამ წინასწარი დაკავების იზოლატორში ხელოვნურად მოუშალეს მუცელი, რომ მისთვის სასჯელი არ შეემსუბუქებინათ.

0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა ვასაძე
ლაშა ვასაძე
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0