x
მეტი
  • 16.12.2019
  • სტატია:97401
  • ვიდეო:344213
  • სურათი:459420
ახალი სიტყვა: ოპოზიცია ცდილობს, 23 ნოემბერს დაამთხვიოს მთავრობის ჩამოგდება

image

(ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი, ნაწილი 22)
2007 წელი, 29 აპრილი
ვხედავ, რუსეთი მომავალში ერთი პერიოდი დაუტკბება საქართველოს, მაგრამ ეს იქნება დიდი თამაში. საქართველოს მთავრობა, ვხედავ, ამ ანკესზე არ წამოეგება. ისინი იქით გაუმართავენ დიდ თამაშს რუსებს და ისევ დაუპირისპირებენ ამერიკას. იცოცხლე, ამის ნიჭი კი აქვს ჩვენს მთავრობას.
სამაჩაბლოში ვხედავ აფორიაქებულ ოსებს. პრეზიდენტი ღონისძიებებს მართავს, რომლებზეც ამერიკულ და ევროპულ ორგანიზაციებს იწვევს. რუსეთი ჩიხში ემწყვდევა. „ისინი არ არიან „მიროტვორცები“, – ასე იტყვის ამერიკა და ევროპა და ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო შეკრებებზე ხმამაღლა განაცხადებენ ამას. ეს იქნება დიდი დარტყმა რუსეთისთვის. ამჯერად, ვხედავ, რუსეთი წააგებს.
...ამერიკა-ევროპას აინტერესებს საქართველო როგორც გამაერთიანებელი აზია-ევროპისა, საქართველოზე გამავალი მილები, პორტები და ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა. რუსეთმა იცის, რომ წააგო.
ყველაზე მთავარი: ვხედავ, ევროპა-ამერიკისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტი საქართველოში. ისინი, ვინც უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სათავეში, მაინც იგივე პოლიტიკას გაატარებენ. ასე რომ, ფრთხილად, დღევანდელო პრეზიდენტო!
2007 წელი, 12 მაისი
რუსეთის პრეზიდენტი, დიდ პოლიტიკურ თამაშს წამოიწყებს. ყველა დიქტატორს გადაასწრებს, ძალიან სარისკო ნაბიჯებს გადადგამს მომავალში, რასაც დიდი არეულობები მოჰყვება.
რუსეთის პატრიარქი ალექსეი II გარდაიცვლება. ექიმები კი ფიქრობენ სიცოცხლის გახანგრძლივებას, მაგრამ ასეთია ნება უფლისა, ამინ!
რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები არასწორია. ამერიკას დიდ პოლიტიკურ თამაშს ვერ მოუგებს, ვერც საქართველოს. ამინ!!!
ვხედავ, როგორ ცდილობს რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს დაქუცმაცებასა და დაყოფას. მაგრამ რუსები ამას ვერასდროს შეძლებენ. მომავალში, ვხედავ, რუსის ჯარი გადის აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან, ისინი დატოვებენ საქართველოს საბოლოოდ.
საქართველო-თურქეთის ურთიერთობა ბევრ რამეს აძლევს საქართველოს მომავალში, ანუ თურქეთს საქართველო სჭირდება. ქართული დიასპორა დიდ როლს ითამაშებს მომავალში. „თურქი მესხების“ შემოსახლებას ქართველი თურქების შემოსახლება ჯობს, ორმაგი მოქალაქის სტატუსით. ეს დიდი დასაყრდენი ძალა იქნება საქართველოსთვის და ასე იფიქრებს მთელი საქართველო. ძალიან საინტერესო მოვლენები განვითარდება თურქეთ-საქართველოს შორის მომავალში.
2007 წელი, 1 ივლისი
...ვხედავ, მოულოდნელად ჩამოყალიბდება ის მეცნიერთა პარტია, რომელიც 1994 წელს ვიწინასწარმეტყველე, როცა ვხედავდი დღევანდელ გაყინულ ტვინს საქართველოსი (მაშინ ეს ძალიან მიკვირდა, მაგრამ დღეს ყოველივე ასეა).
მეცნიერთა პარტიაში მიდიან ახალგაზრდები, ნამდვილი ქართველები, ნამდვილი პატრიოტები. მათი გამოსვლები და მიმართვები ქართველთა მიმართ მთელ საქართველოს გამოაფხიზლებს და წამოვა დიდი ტალღა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს. ფრთხილად!..
2007 წელი, 2 ივლისი
ვხედავ ახალი ხალხი, ანუ ახალი პოლიტიკოსები გამოჩნდებიან არენაზე. საზოგადოება მათ კარგად არ იცნობს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია, რითი წარსდგებიან ისინი საქართველოს წინაშე. ეს სუფთა ძალაა, მათ უკან არც რუსეთი დგას და არც ამერიკა. დიახ, ასე ვხედავ. მათ აფინანსებენ ქართველი ოლიგარქები და თავისუფალი პოლიტიკური მოქმედების საშუალებას აძლევენ!!! ხალხი, ანუ საქართველო მათ მიიღებს ასი პროცენტით. ისინი მოიწვევენ პროფესიონალებს, წარსულში „ჩარეცხილ“ პროფესიონალებს.
...პარლამენტში დიდი ომები გაიმართება, ერთმანეთს დაერევიან, იქნება დიდი ცემა-ტყეპა, მუშტი-კრივი, მთავრობა კონტროლს კარგავს.
...ქონებაწართმეული და ქუჩაში დარჩენილი ხალხი ნელ-ნელა მთავრობის სასახლის წინ იკრიბება. მათ ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ჯარი? პოლიცია? სასაცილოა! ისინი შტურმით აიღებენ მთავრობის სახლს.
2007 წელი, 4 ივლისი
იქმნება ახალი პარტია – მეცნიერთა პარტია. ხალხი დაიძვრება ამ პარტიისკენ. მინდა აღვნიშნო, რომ ვისაც დღეს ამბიციები აწუხებს პრეზიდენტობისა, მე მათ საერთოდ ვერ ვხედავ მომავალში... არც პოლიტიკაში!
2007 წელი, 7 ივლისი
რუსეთის ყველა მცდელობა ჩაშლილია საქართველოს მიმართ. ამ ბრძოლით იგი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა და ევროპა-ამერიკას უფრო გაუმძაფრა სურვილი, რომ საქართველოს დაეხმარონ. რაც უნდა მოიმოქმედოს კრემლმა – რუსეთმა, ღმერთი არ დაუშვებს მათი ბინძური გეგმების განხორციელებას საქართველოში. დიახ, ეს ასეა. რასაც ვხედავ და მეუბნებიან, ყოველი წინასწარმეტყველება ჩვენი, აღსრულდება უფლის ნებით, ვინაიდან, ყოველი თქმული მისგან წარმოდინდება. ამინ!
რუსეთი ამ ბრძოლას წააგებს. ასევე წააგებს უკრაინაშიც. იქაც ამერიკელები არიან ჩართულნი. ვხედავ, მომავალში უკრაინის მთავრობაში მოდიან ახალი ძალები, ანუ ახალგაზრდები და ყოველივე იშლება. იქმნება და შენდება ძლიერი, ახალი უკრაინა. რუსეთი წააგებს!
რუსეთის პრეზიდენტს ბევრი დაუპირისპირდება. მას ჰგონია, რომ ძლიერია? არა, მის ჩანაფიქრებს ასრულება არ აწერია. ვისი იმედიც აქვს, ის უღალატებს...
2007 წელი, 8 ივლისი
მინდა გამცნოთ ხედვა, რომ რუსეთისთვის საქართველო ჩეჩნეთი ვერაა, ბატონო, მაგრამ რუსეთი კატასავით ზურგზე არ ეცემა და არ სურს აღიაროს თავისი დამარცხება კავკასიაში.
ვხედავ, საქართველოს პრეზიდენტი როგორ ყვირის ტრიბუნიდან მსოფლიოს გასაგონად, რომ სოჭი არის საქართველოს ტერიტორია, რომ ეს არის ფაქტი რუსეთის მტაცებლური პოლიტიკისა საქართველოს მიმართ და ვხედავ, რომ ამერიკა-ევროპა ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტს. ეს კი ძალიან დიდი დარტყმაა რუსეთისთვის.
2007 წელი, 10 ივლისი
მომავალში იქმნება (ვიმეორებ ასჯერ დანახულს) მეცნიერთა პარტია, მოდის ახალგაზრდა და იგი იხსნის საქართველოს. ამინ!
დღეს კი ხალხი იმას იმკის, რაც დათესა. ეს საქართველოსთვის ჭკუის სასწავლებელია. ჯერ ქართველი, დიახ, ქართველი უნდა გახდეს საკუთარი მიწის ბატონ-პატრონი. დღეს კი სულ სხვა პოლიტიკა ტარდება – ამერიკული კულტურის დანერგვა. თითქოს საქართველოს, ამ ძირძველ ქვეყანას, კულტურა არ გააჩნია.
ფრთხილად! ქართული გენი, ქართული სისხლი, ვხედავ, როგორ დაახრჩობს შემოსეულ ურჯულოებს. ამას არ აპატიებს უფალი მათ შვილთაშვილებსაც კი.
არც ქართულ ეკლესიას მოაკლდება უფლის რისხვა. ისინიც, მღვდლებიც, სასტიკად დაისჯებიან.
2007 წელი, 14 ივლისი
პუტინის პრეზიდენტად არჩევა ევროპა-ამერიკას არ აწყობს. იგი ძალიან საშიშ ნაბიჯებს დგამს, თითქოს ომი სურს ამერიკასთან. რუსებს, ვხედავ, ძალიან აუვარდათ თავში მსოფლიო პოლიტიკაში პატარ-პატარა გამარჯვებები ტყუილებით. ფრთხილად! ევროპა-ამერიკა – ეს არ არის ჩეჩნეთი ან საქართველო (საიდანაც რუსები მალე წავლენ).
...ერთი მთავარი: რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა, მას იგივეს ევროპა-ამერიკა გაუკეთებს. დიდი ცივი ომი მათ შორის პიკს მიაღწევს. აქ ხედავს ამერიკა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ტერიტორიაა საქართველო ნატოს ჯარებისთვის, რომ ნატოს ბაზების განლაგება კავკასიაში აუცილებელია. კავკასია – მთელი სამხრეთი ნაწილი დამშვიდდება.
და ვხედავ, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, საქართველო პატარა ევროპად გადაიქცევა, ოღონდ ქართულ ევროპად!
მოდის მოულოდნელი, დიდი ცვლილებები. საქართველოში დიდი აღელვების ტალღა გადაივლის და ამ მთავრობას თან გაიყოლებს. დათვლილი წუთები დარჩათ.
2007 წელი, 18 ივლისი
...ვხედავ, მომავალში არცერთი უცხოელი — გარდა მართლაც ნორმალურისა, არ დარჩება ჩემს საქართველოში, მერწმუნეთ! საქართველო, დიახაც, მხოლოდ ქართველებისაა და მეტი არავისი! ასეთია ნება ღმერთისა და უფლისა ჩვენისა.
„და ესე წალკოტი ქართველთა, ჩემია მხოლოდ – უფლისა!“ — მესმის სიტყვები და დაიჯერეთ, ეს ასი პროცენტით აღსრულდება: დარუბანდიდან ტრაპიზონამდე უფლის საუფლოა.
2007 წელი, 20 ივლისი
ვხედავ დიდ, გლობალურ ცვლილებებს მსოფლიოს ქვეყნებში. ბევრი რამ შეიცვლება. ახალი ხელისუფალნი ახალ, მეტად უცხო პოლიტიკას ატარებენ და მრავალი ქალია პრეზიდენტი.
და მთავარი: ვხედავ, როგორ უბრუნდებიან ადამიანები თავ-თავიანთ სამშობლოს: შვკანიანები აფრიკას, ჩინელები ჩინეთს და ასე გაგრძელდება.
ვხედავ, რუსეთში წავა დიდი დაპირისპირებები. პრეზიდენტის გუნდი იშლება. მას ტერორს მოუწყობენ...
ქართულ ეკლესიას ძალიან შეუტევენ... ასრულდება ყოველი ნაწინასწარმეტყველები საპატრიარქოზე, რაც პატრიარქთანაც, ილია II-სთანაც მითქვამს. დამიწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ მიპოვნიან. ასე ნებავს უფალს! წინასწარმეტყველებები ყოველთვის სრულდება. ასეა, ადამიანებო, ყური უნდა გვიგდოთ, მაგრამ...
2007 წელი, 24 აგვისტო
საქართველო მთლიანად შავ ენერგიებშია გახვეული. დიდი სიმძიმეა. მაგრამ ვხედავ, ზუსტად აქ იბადებიან ნამდვილი ქართველები. ქართული სული იმარჯვებს. ისინი მრავლად არიან. საქართველო გადარჩება. ამინ!
უცხო ტომებით აივსო საქართველო, მაგრამ ვხედავ, რომ ეს ყოველივე დროებითია. ისინი ფეხს ვერ მოიკიდებენ, როგორც უნდა ჩანდეს დღეს. ... ვხედავ, როგორ გარბიან უცხოელები, რომლებიც ფულს ათეთრებენ საქართველოში. ძალიან ბევრ რამეს იტყვიან ამაზე...
ვხედავ, არენაზე ჩნდება ახალი პარტია, რომელიც ძალიან ააფორიაქებს ჩვენს მთავრობას.
2007 წელი, 10 სექტემბერი
რუსეთში მოულოდნელი, დიდი ცვლილებები იქნება. იმ გეგმებს, რომლებიც დღეს რუსეთის პრეზიდენტს წარმოუდგენია სამომავლოდ, ვხედავ, რომ ვერ განახორციელებს. დიახ, ადრეც ვიწინასწარმეტყველე, რომ იგი მოიყვანს თავის კაცს, მაგრამ საკუთარი კანდიდატურა იმედებს გაუცრუებს. ახალი პრეზიდენტი ვერ იქნება ძველი პრეზიდენტის ყურმოჭრილი მონა; როგორც კი მოირგებს პრეზიდენტის სავარძელს, დაიწყებს საკუთარი პროგრამის განხორციელებას.
სხვათა შორის, კავკასიაში არსებული ვითარება მას დიდად არ აწუხებს და აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ საკითხს დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდება (როგორც მისი წინამორბედი პრეზიდენტები). იგი არ მიანიჭებს განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოს ტერიტორიულ საკითხს. გაოცდებით, მაგრამ ვხედავ და მესმის ეს სიტყვები: Хватит играть! იგი, რუსეთის ახალი პრეზიდენტი, წამოვა მოლაპარაკებებზე. ხვდება თვითონაც, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მდგომარეობა და საკითხი ასე დიდხანს ვერ გასტანს, მით უმეტეს, რომ საქართველოს მთავრობა არ უთმობს, ანუ არ ეშინიათ. უფრო ზუსტად, რუსეთს არ სურს კავკასიაში ომი.
და აღსრულდება ჩვენი 1992 წლის წინასწარმეტყველებები: საქართველო იბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ამინ!
2007 წელი, 17 სექტემბერი
ვხედავ, მომავალში, რაც მთავრობამ გაყიდა, ანუ სტრატეგიულ ქონებას საქართველოსი, უკან იბრუნებენ. ვერც არაბებს ვხედავ და ვერც ყაზახებს. ვხედავ ქართველებს, რომლებიც დგანან ამ უცხოელი ინვესტორების უკან – ჩრდილში — და თვითონ ისაკუთრებენ ამ ძლიერ თუ არაძლიერ კომერციულ ქონებას. დიახ, ეს ასეა და მალე ამოტივტივდება ყოველივე.
მინდა აღვნიშნო, რომ ვხედავ, მომავალში უცხოელები ვერ მოიკიდებენ ფეხს ქართულ მიწაზე, იმიტომ რომ ასეთია უფლის ნება. აი ნახავთ!
მიუხედავად იმ სიმძიმისა, რაც საქართველოში ხდება, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს მომავალში და მთელი საქართველო გამოვა ამ სირთულეებიდან.
ჩვენ ვიყავით და ყოველთვის ვიქნებით. კი, პატარა ერი ვართ, მაგრამ დაცვა კოსმოსიდან ყველაზე მეტი და ძლიერი გვაქვს, იცოდეთ!
2007 წელი, 18 სექტემბერი
ვხედავ, ისრაელს ძალიან გაუჭირდება. მუსლიმები მოულოდნელად შეუტევენ. ისრაელის პრემიერის პოლიტიკა არ გაამართლებს იმიტომ, რომ მათ მუსლიმები არ ენდობიან. იმაზე უარესად დაიძაბება მათი ურთიერთობები, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ვხედავ მთავრობის ორი წარმომადგენლის სიკვდილს. ვხედავ, თითქოს მანქანაში იწვიან.
ისრაელის მთავრობა აირევა. ირგვლივ ყოველივე შესაცვლელია. პრემიერ-მინისტრი გადადგება. „მისი პოლიტიკური ნაბიჯები დღევანდელობას არ შველის და არცაა მისაღები“. – ასე იტყვიან მთავრობაში. ისე, არც ამერიკას მოწონს ისრაელის ამგვარი პოლიტიკური ნაბიჯები.
სათავეში, ვხედავ, მოდის გენერალი, ანუ მართლა სამხედრო პირი. მას უკან დახევა არ უყვარს – ომი უფრო მოსწონს. პირველი, რასაც გააკეთებს, ყველას დაუპირისპირდება. პოლიტიკურ ენას იარაღით ლაპარაკს ამჯობინებს. მოკლედ, ვაი არაბებს, მუსლიმებს! ირანზე კი საერთოდ გაილაშქრებს. განაცხადებს, რომ იბრძოლებს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და წარმოიდგინეთ, ვხედავ, მთელ ისრაელს აიყოლიებს. ებრაელებს ძალიან გაუჭირდებათ. ეს გენერალი ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენებს ისრაელს. მას ამერიკა კი მოიშორებს, მაგრამ ის დრო, სანამ გენერალს ექნება ძალაუფლება, იქნება დიდი ჯოჯოხეთი ისრაელის ხალხისთვის.
ვხედავ რელიგიურ დაპირისპირებებს. გარდაიცვლება მათი დიდი რაბინი. ისრაელს, ებრაელებს ძალიან გაუჭირდებათ.
2007 წელი, 20 სექტემბერი
ბუნებაში დიდი ცვლილებები ჯერ კიდევ 1980 წელს დავინახე. ახლაც იგივეს ვხედავ. კოსმოსური სივრცე, ანუ ის, რასაც ადამიანის ხელი შეწვდა, დაბინძურებულია. მიდის ენერგიების ცვლა – დიდი ცვლა, კოსმოსში. ამიტომაც ხდება კატასტროფები. თვითმფრინავებს უჭირთ ფრენა არა იმიტომ, რომ გაუმართავებია, არამედ იმიტომ, რომ სხვადასხვა ენერგიების ქვეშ ხვდებიან და მაგნიტურ ველს მწყობრიდან გამოჰყავს ისინი.
ფრთხილად! შენ, ადამიანო, არ ხარ ყოვლისშემძლე. ამდენმა რადიაციამ, რომელიც შეუჩერებლად მაინც ჟონავს, ამდენმა გამონაბოლქვმა, ამდენმა აფეთქებებმა და ვინ მოთვლის, კიდევ რამ, დედამიწა უკვე დაამძიმა. მეცნიერებმა კი იციან ყველაფერი, მაგრამ მათ არავინ არაფერს ეკითხება. ისინი უძლურნი არიან.
მე ჯერ კიდევ 1989-1992 წლებში ვიწინასწარმეტყველე წყალდიდობები, ტაიფუნები და სხვ. და ყოველივე სრულდება.
საქართველოში თუ ცოტა ხელს შეუწყობენ მის უდიდებულესობა ბუნებას(ანუ ჩაატარებენ შესაბამის სამუშაოებს, გაამაგრებენ ჯებირებს, ჩააბეტონებენ და ა.შ.), ვერც წყალდიდობები და ვერც მცოცავი მიწები ვერაფერს დაგვაკლებს. ვხედავ, მომავალში ჩაატარებენ კიდეც ამგვარ სამუშაოებს და ხალხი ამოისუნთქებს. ამინ!
2007 წელი, 21 სექტემბერი
ვხედავ, რუსეთის მცდელობა, რომ საქართველოს მოუგოს დიდი პოლიტიკური თამაში, ჩაშლილია. მათ არაფერი გამოუვათ. ჯერ კიდევ 15 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ მათ მსოფლიოს წინაშე აეხდებათ ნიღაბი საქართველოსთან მიმართებაში.
თვითონ რუსეთი აირევა მოკლე ხანში. რუსეთის პრეზიდენტის კანდიდატურა მის პოსტზე, კიდევ ვიმეორებ, არ გაამართლებს. იგი მას უღალატებს. როგორც კი პრეზიდენტის მანტიას მოირგებს, იგი მის წინააღმდეგ მოიმართება...
მთავარი: ვხედავ საუბრებს, რომ სოჭი – ეს საქართველოა, რომ რუსეთის ტერიტორიის ეს ნაწილი ქართული მიწაა და რუსეთმა უნდა იფიქროს მის დაბრუნებაზე. აი, ასეთი კამპანია დაიწყება. ადრეც ვიწინასწარმეტყველე, რომ აფხაზეთი კი არა, რუსებს სოჭს მოვთხოვთ-მეთქი. ეს არავინ დაიჯერა, როგორც ყოველთვის, მაგრამ წინასწარმეტყველება ასრულდება ასი პროცენტით. აი ნახავთ.
აფხაზეთი ცარიელდება, უცხო ტომები ტოვებენ, ვხედავ, ქართულ ძირძველ მიწას და ყოველივე ეს მოდის კოსმოსიდან და ვერავითარი ძალა ამას ვერ გადაკეტავს. ამინ!
2007 წელი, 29 სექტემბერი
სრულდება წინასწარმეტყველება, რომ საქართველოში იქნება ისეთი მოდელი, როგორიც ისრაელშია, ანუ საპარლამენტო რესპუბლიკა პრემიერით სათავეში (სადღაც პრეზიდენტიც) ამას ყოველთვის ვხედავდი.
...ის მთავრობა, რომელიც მოვა საქართველოს სათავეში, რუსეთს ძალიან დააფიქრებს, იმიტომ, რომ მოდიან მეცნიერები და მცოდნენი თავიანთი საქმისა; იმიტომ, რომ ისინი რუსეთს უკან დაახევინებენ და აიძულებენ, დიახ, პოლიტიკურად აიძულებენ, დაგვიბრუნონ აფხაზეთი და სამაჩაბლო!
და აღსრულდება ყოველი წინასწარმეტყველება, წარმოთქმული საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით. ეს მოხდება მოულოდნელად!
2007 წელი, 30 სექტემბერი
ამერიკა, ვხედავ, პოზიციებს არ თმობს საქართველოში, ანუ კავკასიაში. ეს მათ დიდ ინტერესებში შედის, მაგრამ მათი მითითებებითა და სოროსის ხასიათზე, ვხედავ, საქართველო ნამდვილად აღარ ივლის მომავალში; არც რუსეთის სურვილზე. დიახ, მოგიწევთ, დიდი ანგარიში გაუწიოთ საქართველოს და ქართველ ხალხს.
ვხედავ, როგორ გარბიან უცხოელები საქართველოდან. საქართველო, ვხედავ, როგორ სუფთავდება უცხო ტომთაგან. ამინ! ვხედავ კანონების ცვლას პარლამენტში. იღებენ ახალ კანონებს, რომლებიც იცავს თითოეული ქართველის ღირსებას, მათ ქონებას, რომლებიც ზღუდავს უცხოელთა თარეშს ქართულ მიწაზე...
ვხედავ, განსაკუთრებით მიწის კანონში შედის ცვლილებები და იმ უფლებებს, რომლებიც აჰყარეს ქართველებს თავიანთ მიწაზე, უკან უბრუნებს უფალი. დიახ, ყოველივე, რაც ხდება, ღმერთის ჩარევით ხდება.

„დაეპატრონნენ ჩემს წალკოტს ურჯულონი! დამინგრიეს სახლი ჩემი და ვაი თქვენ, უსუსურნო, ვაი თქვენ! ვერსად მოძებნით სამშობლოს, ვინაიდან განდევნილნი იქნებით სამუდამოდ და მოკვდებით, თქვენ, უწმინდურნო, სამშობლოს სიყვარულს მონატრებულნი. ამინ!“ – მესმის სიტყვები.

გაოცდებით, როგორი სისწრაფით წავა პროცესები. აი ნახავთ.
2007 წელი, 1 ოქტომბერი
ვხედავ, ხალხი არ მშვიდდება. ისინი თავს მოიყრიან მთავრობის სახლის წინ და მოითხოვენ მთავრობის გადადგომას...
ოლიგარქი ძალ-ღონეს არ იშურებს და ვხედავ, დიდ მოქმედებაშია. იგი, როგორც ყოველთვის, უდიდეს როლს ითამაშებს.
ერთ საინტერესო ფაქტს ვხედავ: ოპოზიცია ცდილობს, რომ 23 ნოემბერს – როცა „ვარდებმა“ გაიმარჯვეს, დაამთხვიონ მთავრობის ჩამოგდება.
ვხედავ: ქართველ ხალხთან თავად უფალი, ღმერთია და სხვა არავისი თანადგომა მათ არ სჭირდებათ. ასე იტყვის კიდეც მთელი საქართველო.
2007 წელი, 3 ოქტომბერი, დილის 9 საათი
...ვხედავ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილონი, არ უნდა ვეცადოთ, სხვას ჩამოვეკიდოთ. საქართველო საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოს და ეროვნულობამ უნდა გაიმარჯვოს. ხალხის ნება, ერთიანობა – აი, რა მიიქცევს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ყურადღებას, ანუ ისტორიულად ღრმა კულტურის მქონე ქვეყნების ყურადღებას.
ამერიკა? ყველამ იცის, როგორ შეიქმნა და რა გენები აქვთ. რუსეთი? ვითომ მეგობარი, მაგრამ რეალურად ყოველთვის დაუძინებელი მტერი საქართველოსი.
მაგრამ ღმერთი არ გაწირავს „კაცსა შენგნით განაწირსა...“
მართალია, წუთისოფელში ყველაფერი წუთიერია, მაგრამ საქართველო არ არის წუთიერი ქვეყანა. ვხედავ აყვავებულ, განათლებულ და ძლიერ სახელმწიფოს მომავალში — ჩემს საქართველოს ჩემი ქართველებით მხოლოდ!
2007 წელი, 4 ოქტომბერი, დილის 6 საათი
დღეს გიჭირს, საქართველოვ, მაგრამ ამ რთულ გზას მალე გაივლი. მოდიან მეცნიერები, რომელთაც თავისი საქმე ყველაზე უკეთ უწყიან. ეს ვიწინასწარმეტყველე ჯერ კიდევ 1994-1995 წლებში და დღეს მიხარია ჩემი დანახული და ნაწინასწარმეტყველები. ვიცი, რომ ეს ასე ასრულდება ასი პროცენტით.
საქართველოს მთავრობა სერიოზულ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს მომავალში. ვხედავ, როგორ განაცხადებენ, რომ საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები სურს და არა მონობა. დიდი, სერიოზული სამუშაობი ჩატარდება.
მსოფლიო პოლიტიკა იძაბება. ამერიკაში დიდი ცვლილებებია მთავრობაში. საშიშროებას წარმოადგენენ ისევ მუსლიმები და რაც მთავრია, ისევ ირანი.
რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები არ ჰგავს ქართულ მოლაპარაკებებს. რუსეთი და ამერიკა, ვხედავ, ღიად დაჭამენ ერთმანეთს, ისე, როგორც არასდროს. ორი მონსტრი ღიად დაუპირისპირდება ერთმანეთს. არცერთი მიდის დათმობაზე, ევროპა კი მაყურებლის როლშია, ვხედავ – არ სურს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება, გაზისა და ნავთობის გამო... მაგრამ რუსეთს, ვხედავ, მთელი ევროპა აუმხედრდება, ძალიან დაიძაბება ურთიერთობები.
საქართველო კი წყნარდება. ქვეყნის მოწყობა ისეთი იქნება, როგორიც ისრაელშია. ეს ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე.
ვხედავ, რუსეთს თავისი გეგმები აქვს და თანაც ძალიან მზაკვრული, მაგრამ ისინი ამ მდგომარეობას ვერ გამოიყენებენ, ღმერთი ჩაშლის მათ გეგმებს. აი ნახავთ. საქართველო, ვხედავ, ისე არ აირევა, რომ კონტროლი დაკარგოს ხალხმა. არა, ბატონო რუსეთო, არაფერი გამოგივათ! პირიქით, ძალიან ახლოსაა დრო, როცა იძულებულები იქნებით, ანგარიში გაუწიოთ საქართველოს და თქვენი ხელით მოგვართვათ ჩვენი ქართული მიწები — სამაჩაბლო და აფხაზეთი.
საქართველოში ავტონომია არ იარსებებს. ოცი წელია, ამას ვწინასწარმეტყველებ და ეს ასე იქნება ასი პროცენტით.
ფრთხილად! მოდის სული მეფე დავით აღმაშენებლისა!
(გაგრძელება იქნება)image
2
718
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
718
  
17 ნოემბერი, 13:50
პერიოდების მიხედვით წერს, მართალია მაგაში გეთანხმები აზრზს ვერ გამოიტან, ზოგადი ფაქტები აქვს სათითაოდ მოყვანილი
17 ნოემბერი, 13:25
საინტერესოა, მაგრამ ერთი რამაა გასაკვირი-დალაგებულად, თანმიმდევრულად, რომ დაწეროს ვერა?
კალიასავით დახტის საკითხიდან საკითხზე და შინაარს ვერ გამოიტან ადამიანი, თორემ ფაქტია ზოგიერთი რამე დაემთხვა და ემთხვევა კიდეც.
ბარაქ ობამასთან მოუვიდა ისე შეცდომა, მეორე ვადით არ აირჩევენო, მაგრამ აირჩიეს.
ასეა თუ ისე ქართველი ერი გონს თუ არ მოეგო რაც გვაქვს დღეს იმასაც დავკარგავთ მიტინგობანას თამაშით და პოლიტიკოს-პოლიტიკანების ინტრიგებით!!!
0 1 2