x
მეტი
  • 16.12.2019
  • სტატია:97401
  • ვიდეო:344213
  • სურათი:459420
ყველაზე მეტად რისი ეშინოდა მაიკლ ჯექსონს?

წელს მუსიკოსის გარდაცვალებიდან, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად და პოპ–მუსიკის მეფედ აღიარეს, 10 წელი შესრულდა. მის წასვლას იმაზე ნაკლები მღელვარება არ გამოუწვევია, ვიდრე მომღერლის შემოქმედებას და ცხოვრებას, მთლიანად – მასზე ლოცულობდნენ, მისი შურდათ, ვერ იტანდნენ... მაგრამ, არავის აინტერესებდა, თავად ის რას განიცდიდა და არც იმით დაინტერესებულა ვინმე, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა ფობიებთან უწევდა გამკლავება.

მაიკლს არ უყვარდა სარკეები იმის გამო, რომ მათში იმ კვალს ხედავდა, რასაც მის სახეზე განვლილი წლები ტოვებდნენ. მას არ უნდოდა დაბერება. და არც დაბერდა...


image
«მე მინდა მუდმივად ახალგაზრდა და ენერგიული ვიყო…» – ამბობდა პოპის მეფე. ხოლო, სარკეში საკუთარი ანარეკლის შიში, მას ჯერ კიდევ თინეიჯერობის დროს გაუჩნდა. სადაც არ უნდა ყოფილიყო, იცოდნენ რა, მისი ფობიის შესახებ, სარკეებს ყოველთვის ქსოვილს აფარებდნენ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მომღერალი საკუთარ ანარეკლს შემთხვევით დაინახავდა, მაშინვე გარეგნობაში ნაკლის ძებნას იწყებდა.

დაავადებას, რომლის დროსაც ადამიანი მეტისმეტად ნერვიულობს გარეგნობაში აღმოჩენილი უმნიშვნელო ნაკლის გამოც კი, დისმორფოფობია (ბერძ. δυσμορφήφόβος) ჰქვია. ასეთი ფსიქიკური გადახრების დროს, ის ყოველთვის ცდილობს, რომ იდეალურად გამოიყურებოდეს. ასე, რომ, სწორედ ეს დაავადება იყო, მუსიკოსის ხშირი პლასტიკური ოპერაციების მიზეზი, რამაც საბოლოოდ, მის გარეგნობაში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია.


image


მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე მეტად მაიკლს სიბერის ეშინოდა. მას, ახლობლების წრეში, არაერთხელ უღიარებია, რომ უნჩევნია თავი მოიკლას, ვიდრე დაუძლურებულ მოხუცად იქცეს: «მე მინდა ყოველთვის ენერგიული და ახალგაზრდა ვიყო! მე ძალებით უნდა ვიყო სავსე, რომ ჩემი საყვარელი თამაში – დამალობანა, ვითამაშო» – თქვა მომღერალმა 43 წლის ასაკში.
გარდაუვალი ბუნებრივი პროცესის შიშის გარდა, მას სხვა, არაერთი, ფობიაც ჰქონდა, რომელიც მისი მუდმივი ტანჯვის მიზეზი იყო. მაგ., ვარსკვლავის ფობიების «კოლექციაში» გზებზე საცობების შიში და მეზოფობია (ბერძ. μύσοςφόβος – გაჭუჭყიანების ან დაავადების «აკიდების» შიში) იყო. ამ უკანასკნელის გამო, მომღერალი ქუჩაში მხოლოდ პირბადით დადიოდა. ხოლო, ნივთებს, რომლის ხმარებაც მას უხდებოდა, მომსახურე პერსონალი დღეში რამდენჯერმე ადეზინფიქცირებდა.
სიცოცხლის ბოლო წლებში მ. ჯექსონი ღრმა დეპრესიაში იმყოფერბოდა. ის გამუდმებით ტკივილგამაყუჩებლებს და ანტიდეპრესანტებს იღებდა. მისი პირადი ფსიქოლოგი აცხადებდა, რომ ასეთ მდგომარეობაში კონცერტების ჩატარება არ შეიძლებოდა. თუმცა, პოპის მეფემ მისი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და 2009 წლის მარტში გამოაცხადა, რომ სცენაზე ბრუნდებოდა. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, გასტროლები დიდ ბრიტანეთში დაიგეგმა. ლონდონში კონცერტები იმ წლის 13 ივლისს უნდა დაწყებულიყო და მომავალი წლის 6 მარტამდე გაგრძელებულიყო. როდესაც მუსიკოსმა ამის შესახებ განაცხადა, საუბარი 20 ათასიან დარბაზში, მხოლოდ 10 კონცერტის ჩატარებაზე იყო. თუმცა, ბილეთებზე მოთხოვნა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ტურნეს ორგანიზატორებმა, რა თქმა უნდა, მომღერლის თანხმობით, კიდევ 40 კონცერტი დაამატეს.

მაიკლ ჯექსონმა სცენაზე გრანდიოზული დაბრუნება დაგეგმა და ამისთვის დიდი მონდომებით ემზადებოდა! მაგრამ, მის ოცნებას ახდენა არ ეწერა, – 2009 წლის 25 ივნისს, პოპის მეფე მოულოდნელად გარდაიცვალა...

imageimageimageimageimageimageimage







0
489
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
489
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0