x
მეტი
  • 28.05.2020
  • სტატია:100917
  • ვიდეო:346106
  • სურათი:464393
ქრისტიანობის ყველაზე სასტიკი მტერი განდიდების მანიით შეპყრობილი იმპერატორი იყო
image


მომავალი იმპერატორი დიოკლეტიანე, დალმაციაში (ისტორიული ოლქი თანამედროვე ჩერნოგორიის რესპუბლიკაში) დაიბადა და ვიდრე რომის იმპერიის პირველი პირი გახდებოდა, დიოკლესი ერქვა. ითვლება, რომ მისი პაპა მონა იყო, რომელმაც თავისუფლება ბატონყმობის დროს მიიღო, მამა – ჩამწერად მსახურობდა, ხოლო თავად მომავალმა იმპერატორმა სამხედრო კარიერა აირჩია. მან მსახურობა უბრალო ჯარისკაცის რანგში დაიწყო და 40 წლისთვის, სამხედრო იერარქიის, უმაღლეს ეშელონამდე მიაღწია.

284 წ. იმპერატორი ნუმერიანესი, სპარსეთის ლაშქრობიდან დაბრუნებისას, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ტრიბუნები და სამხედრო ხელმძღვანელები შეიკრიბნენ და იმპერატორად დიოკლესი აირჩიეს.


image


ახალმა იმპერატორმა სახელი რომაულ სტილზე გადაიკეთა და მასშტაბური რეფორმების გატარება დაიწყო: დამყარდა აბსოლიტურ მონარქია, იმპერია 4 ნაწილად გაიყო (2 დას. და 2 აღმ.). ხოლო, ახალ ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულების სამართავად, იმპერატორმა თანაიმპერატორად, დას. ნაწილში, მაქსიმიანუსი დანიშნა. გარდა ამისა, არსებობდა იმპერატორის ორი უმცროსი თანამმართველის თანამდებობაც, – იმპერიაში ტეტრარქიული (ოთხთა) მმართველობა დამყარდა.

დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიუროკრატიული აპარატი და არმია, დაიწუო პომპეზური არქიტექტურის ეპოქა. იმპერატორი შეპყრობილი იყო სასახლეების მშენებლობით, ეს კი მნიშვნელოვან სახელმწიფო ხარჯებს მოითხოვდა. ხაზინის უკეთესად შევსების მიზნით, იმპერატორის ბრძანებით, გადასახადების სისტემის გაერთიანება მოხდა და ფიქსირებული, სულობრივი გადასახადი დაწესდა. გარდა ამისა, ყველა გლეხი მიწის ნაკვეთს მიამაგრეს და მიწის გადასახადი გაზარდეს.

image


თუმცა, ყოველივე ზემოთქმული, არაფერია იმასთან შედარებით, რაც დიოკლეტიანეს ეპოქის ძირითადი მახასიათებელი გახდა. 303 წელს, იმპერატორის ბრძანებით, ქრისტიანების უპრეცენდენტო დევნა დაიწყო. მათ სამოქალაქო უფლების ნაწილი ჩამოერთვათ, ნადგურდებოდა სალოცავები და ტაძრები. ხოლო, ქრისტიანუ თემებს ლიტერატურას და ქონებას ართმებდნენ და ანადგურებდნენ. გარდა ამისა, ქრისტიანობაში მხილებული თანამდებობის პირები, სამუშაოდან თავისუფლდებოდნენ. ხოლო, იმპერატორის ამინისტიით გათავისუფლებული მონები, იგივე მიზეზით, ისევ ძველ სტატუს უბრუნდებოდნენ. ქრისტიანებს, სიკვდილის მუქარით, წარმართულ რიტუალებში მონაწილეობის მიღებას და მსხვერპლშეწირვას აიძულებდნენ და ამ მხრივ, გამონაკლისი, არც იმპერატორის ქრისტიანი მეუღლის და ქალიშვილისთვის იყო დაშვებული. ხოლი, ის, ვინც, ყველაფრის მიუხედავად, მხოლოდ ერთ ღმერთს აღიარებდა და რიტუალებში, რომლებიც საუკუნეებს ითვლიდა არ მონაწილეობდა, სიცოცხლეს ლომის ხახაში, გლადიატორების არენაზე ამთავრებდა... და უნდა ითქვას, რომ ამ «სანახაობას», იმაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, ვიდრე იგივე გლადიატორების ბრძოლებს, ან საბრძოლო ეტლებით რბოლას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სასტიკი სასჯელის მიზეზი რელიგიური მოტივი და ძველი ღმერთების, თუ ტრადიციების უპატივცემულობა კი არ, – ის იყო, რომ ყოფილი მონის შვილიშვილი, თავს იუპიტერთან (უმაღლესი ღვთაება რომაულ მითოლოგიაში) აიგივებდა, ხოლო მისი თანამმართველი – მაქსიმიანუსი საკუთარ სახელს ჰერკულესს უკავშირებდა. მსგავსი კავშირი, ღმერთებსა და იმპერატორს შორის, ამ უკანასკნელის უზენაესი ხელისუფლების პრეტენზიის ლეგალიზებას ახდენდა და სახელმწიფო ხელისუფლებას ტრადიციულ კულტებთან აკავშირებდა.

დიოკლეტიანე იუპიტერის და სხვა ტრადიციული ღმერთების სადიდებელ ტაძრებს მხოლოდ რომში კი არა, იმპერიის მთელს ტერიტორიაზე აშენებდა და ყველანაირად ცდილობდა, ისეთი რეფორმები გაეტარებინა, რომ მისი თვალთახედვის მიღმა არცერთი ადამიანი არ დარჩენილიყო. იმპერიაში ყველა და ყველაფერი მის ავტორიტარულ მმართველობაზე იყო მორგებული. ხოლო, რელიგიური უმცირესობის წინააღმდეგ ბრძოლა, ტრადიციონალური იდეოლოგიის და ქვეყანაში «წესრიგის» დამყარების პროცესის, მხოლოდ ერთ-ერთი ასპექტი იყო.


image


20 წლიანი მმართველობის შემდეგ, დიოკლეტიანე თავისსავე მიღებულ კანონს დაენორჩილა, რომლის მიხედვით, იმპერატორს თანამდებობაზე ყოფნა მხოლოს 20 წელის ვადით შეიძლებოდა და გადადგა. ამის შემდეგ, ის სამშობლოში დაბრუნდა, სპლიტის (ქ. ხორვატიაში) სასახლეში დასახლდა და მებაღეობა დაიწყო. ხოლო, თანამმართველის თხოვნას, ტახტზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, უპასუხა: «შენ რომ გენახა, როგორი კომბოსტო გავზარდე, მსგავსი იდეით ჩემთან არ მოხვიდოდიო».

დიოკლეტიანემ სიცოცხლის უკანასკნელი წლები მარტოობაში გაატარა. ერთი ვერსიით, ახალი ხელისუფლების მისდამი ცუდი დამოკიდებულების გამო, იმის შიშით, რომ კონსტანტინე (იმპერიის დას. ნაწილის მმართველი) და ლიცინიუსი (იმპერიის აღმ. ნაწილის მმართველი) თავს დაესხმებოდნენ და მოკლავდნენ, სასოწარკვეთილებაში მყოფმა, საწამლავი დალია და თავი მოიკლა. ხოლო, სხვა წყაროს მიხედვით – სევდით შეპყრობილი ყოფილი იმპერატორი შიმშილით გარდაიცვალა.


imageimageimageimageimageimageimage






1
560
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
560
  
11 თებერვალი, 2:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1