x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნარკომანი დელფინები და სხვა საინტერესო ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ

იაპონიაში სიმსუქნე კანონით იკრძალება


image


2009 წელს სუმოს სამშობლოში კანონი მიიღეს, რომელიც ჭარბი წონის ქონას კრძალავს და მოქალაქეთა წელის ზომას განსაზღვრავს. აღნიშნული კანონის მიხედვით, 40 წელს გადაცილებული მამაკაცის წელის გარშემოწერილობა არ უნდა აღემატებოდეს — 80 სმ-ს, ხოლო ქალის — 90 სმ-ს.

იმ შემთხვევაში, თუ კანონით დადგენილი ნორმის გადაჭარბება მოხდა, იაპონიის მოქალაქე ვალდებულია, წონის კორექცის სპეციალური სამედიცინო კურსი ჩაიტაროს.



დელფინები სპეციალურად ჭამენ შხამიან თევზ, რომ «ნარკოტიკული თრობა» განიცადონ


image


ეს ნამდვილად წარმოუდგენელია, მაგრამ მეცნიერებმა ამ ცხოველებზე დაკვირვების დროს აღმოაჩინეს, რომ ახალგაზრდა დელფინები, ე. წ. თინეიჯერები, ძალიან ფრთხილად ღეჭავენ ფუგას და შემდეგ, ერთმანეთს გადასცემენ. ეს თევზი იმითაა ცნობილი, რომ ნეიროტოქსინის სასიკვდილო რაოდენობას შეიცავს. თუმცა, მცირე დოზით, ეს ნივთიერება ნარკოტიკულ ეფექტს იწვევს... და როგორც ჩანს, ამის შესახებ დელფინებმა მშვენივრად იციან.



გერმანიაში ყველა ხე დანომრილია


image


გერმანიის პარკებში და ტყე–პარკებში ყველა ხეს საკუთარი, ინდივიდუალური ნომერი აქვს. ეს მხოლოდ ხეების აღრიცხვის მიზნით არ არის გაკეთებული. სიაში ნომრით შეტანილ ხეზე, სრული ინფორმაციაა მოცემული: სახეობა, ასაკი, მდგომარეობა. ამ ინფორმაციის საფუძველზე, ხეების მოვლა და საჭირო პროცედურების ჩატარების დაგეგმვა ხდება, რომ ხემ, რაც შეიძლება ხანგრძლივად იცოცხლოს.



ვიქტორიანულ ინგლისში საქანაო აბაზანები არსებობდა


image


ასეთი აბაზანები ისევე მოქმედებდა, როგორც ჩვენთვის ცნობილი საქანაო სავარძელი. მაგრამ, იმ განსხვავებით, რომ შიგნით წყლის ჩასხმა ხდებოდა. ხოლო, ქანაობის დროს, წყალი ტალღის მოქცევის ილუზიას ქმნიდა. ითვლებოდა, რომ ასეთი პროცედურები ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებდა.



ტაილანდის არმია შემთხვევითი შერჩევის გზით ყალიბდება



image


უფრო ზუსტად, თავდაპირველად, ის მოხალისეების საფუძველზე იქმნება. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცი არ მოგროვდა, ვაკანტური ადგილების შევსება შემთხვევითი შერჩევით, კომპიუტერის სპეციალური პროგრამით ხდება.



უცნაური სტივ ჯობსი


image
ეს ადამიანი სიცოცხლეშივე უამრავი ლეგენდით იყო გარემოცული. რა თქმა უნდა, ყველაფერი სიმართლე არ არის. მაგრამ, ეს ისტორია Apple-ის ყოფილმა თანამშრომელმა მოყვა და ის მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ ჯობსი მართლაც რომ გენიოსი იყო.

როდესაც მას iPod-ის პლეიერის პროტოტიპი მიუტანეს, ის დიდ ხანს ატრიალებდა ხელში და დაიწუნა: მეტისმეტად დიდიაო. ინჟინრები, რომლებიც მასზე მუშაობდნენ, შეეცადნენ დაემტკიცებინათ, რომ უფრო პატარა მოცულობის პლეიერის გაკეთება შეუძლებელი იყო. ჯობსი რამდენიმე წამით დაფიქრდა, შემდეგ აკვარიუმთან მივიდა და iPod-ი წყალში ჩააგდო. როდესაც აპარატი ფსკერზე დაეშვა, ბუშტების გამოშვება დაიწყო.

«ეს ჰაერის ბუშტებია, — თქვა ჯობსმა. — თუ შიგნით ჰაერი არის, ე. ი. მასში ზედმეტი ადგილია. უფრო თხელი გააკეთეთ» – უთხრა მან პლეიერის ავტორებს.



ხელმოწერის ნაცვლად — ბეჭედი


image


ბანკში ანგარიშის გასახსნელად ან საქონლის მიღებაზე დასტურის მისაცემად, იაპონელებს ჰანკო — სახელობითი ბეჭედი ესაჭიროებათ. ზოგიერთ შემთხვევაში, ხელმოწერაც მიიღება, მაგრამ ჰანკო ხელშეკრულების გაფორმებისას, ან საბანკო ოპერაციების განხორციელებისას, პიროვნების ვინაობის დადასტურების მთავარ საშუალებად რჩება.



«არწივის მზერა»


image


გამოთქმა «არწივის მზერა», გადატანითი მნიშვნელობით, კარგ მხედველობას, მახვილ მზერას ნიშნავს. მაგრამ, ადამიანს რაც უნდა კარგი მხედველობა ჰქონდეს, არწივის მხედველობასთან მაინც ვერ მოვა.

გქონდეს არწივის მზერა ნიშნავს:

* ჭიანჭველის დანახვას, 10 სართულიანი სახლის სიმარლიდან;
* ფეხბურთელების სახის გამომეტყველების გარჩევას, სტადიონის ყველაზე უკანა ადგილებიდან;
* უფრო მეტი ფერის და ტონალობის გარჩევას + ულტრაიისფერი სინათლის დანახვას;
* მხედველობის კუთხის გაზრდას.

imageimageimageimageimageimageimage









0
366
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0