x
მეტი
  • 10.12.2019
  • სტატია:97244
  • ვიდეო:344106
  • სურათი:459230
რა უნდა ვიცოდეთ ტანსაცმლის იარლიყზე გამოსახული ნიშნების შესახებ და როგორია მათი გამოყენების წესი

იარლიყინებისმიერ ტანსაცმელს აქვს იარლიყი ზედ გამოსახული ნიშნებით. ბევრმა თქვენგანმა კი არ იცის მათი მნიშვნელობა. ზოგი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას და აჭრის ტანსაცმელს იარლიყს. სინამდვილეში კი სწორედ ისინი გვასწავლიან თუ როგორ მოვუაროთ ჩვენს ტანსაცმელს. ისე რომ არ გავაფუჭოთ არ დავაზიანოთ, გავწმინდოთ, გავაშროთ, გავაუთაოთ, ამ ნიშნების ცოდნა და ყურადღებით მოპყრობა ნამდვილად გაგეხმარებათ რათა თქვენმა სამოსმა დიდი ხნით შეინარჩუნოს პირვანდელი სახე.იარლიყის გამოყენება

1.ხელით ან ავტომატით რეცხვა;

2. გარეცხვა არ შეიძლება;

3. შეიძლება მხოლოდ ხელით რეცხვა;

4. ხელით ან ავტომატით რეცხვა მითითებულ ტემპერატურაზე;


5. ხელით ან ავტომატით რეცხვა ( დელიკატური პროგრამით)არაუმეტეს მოცემული ტემპერატურისა;

6. ძალიან დელიკატური რეცხვა მინიმალური ქიმიური დამუშავებით არაუმეტეს მოცემული ტემპერატურისა;

7. შესაძლებელია ქლორის შემცვლელი მათეთრებლის გამოყენება. მხოლოდ ცივ წყალსი მიაქციეთ ყურადღება რომ სარეცხი საშვალება ბოლომდე იყოს (გახსნილი) გაზავებული;

8. არ შეიძლება მათეთრებელი საშვალების გამოყენება;

9. შეიძლება გაუთოება;

10. გამოიყენეთ რაც შეიძლება დაბალ ტემპერატურაზე ჩართული უთო;

11. გამოიყენეთ საშვალო ტემპერატურაზე ჩართული უთო;

12. შესაძლებელია დანამვა და დაუთოვება მაქსიმალურ ტემპერატურაზე ჩართული უთოთი.

13. მიმართეთ ქიმწმენდას (ესაჭიროება სუსტი წმენდა მხოლოდ მშრალი დამუშავება)

14. მიმართეთ ქიმწმენდას (ესაჭიროება მშრალი წმენდა ნებისმიერი გამხსნელი საშვალებით)

15. მიმართეთ ქიმწმენდას ( ესაჭიროება წმენდა მხოლოდ ნახშირწყალბადებით. ეთილენით, მონოფტორტრიქლორმეთანით)

16. მიმართეთ ქიმწმენდას ( ესაჭიროება წმენდა მხოლოდ ნახშირწყალბადებით ტრიფთორტრიხლორმეთანით)

17. მიმართეთ ქიმწმენდას ( ესაჭიროება წმენდა ნახშირწყალბადებით. ეთილენით, მონოფტორტრიქლორმეთანით, შესაძლებელია ცოტა რაოდენობის წყლის დამატება და ასევე საჭიროა მექანიკური ზემოქმედებისა და ტემპერატურის კონტროლი).

18. მიმართეთ ქიმწმედას ( საჭიროებს მხოლოდ ნახსირწყალბადების და ტრიფტორტრიქლორმეტანომით დამუშავებას შესაძლებელია ცოტა რაოდენობის წყლის დამატება. საჭიროებს მექანიკური ზემოქმედებისა და ტემპერატურის კონტროლს. შეიძლება გაიწუროს და გაშრეს სარეც ხმანქანაში);

19. შეიძლება გაწუროთ და გააშროთ სარეცხ მანქანასი;

20. სარეცხ მანქანასშ ან საშრობში გაშრობა აკრძალულია;

21. შეგიძლიათ გააშროთ საშრობში დაბალ ტემპერატურაზე;

22. შეგიზლიათ გააშროთ საშრობში მაღალ ტემპერატურაზე;

23. გაწურვის შემდეგ შეგიზლიათ ვერტიკალურად დაკიდოთ;

24. გააშრეთ გაწურვის გარეშე;

25. გააშრეთ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებული;

26. აკრძალულია მზეზე გაშრობა (რადგან ადვილად კარგავს ფერს)

0
82
1-ს მოსწონს
ავტორი:ლელა მირუაშვილი
ლელა მირუაშვილი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0