x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამერიკელმა გოგონამ მთელი ქონება პლასტიკურ ოპერაციებში დახარჯა, რომ როგორმე ანიმაციურ გმირს დამსგავსებოდა

image


ამერიკელმა ლინდი ლი ნუნციატომ ერთ მშვენიერ დღეს, მტკიცედ გადაწყვიტა - "პატარა გოგონასგან" სექსუალურ ლამაზმანად ქცეულიყო, გაგიკვირდებათ და ლინდი საკუთარ კერპად ანიმაციური ფილმის გმირს - ჯესიკა რებითს თვლიდა. გოგონა, მრგვალ, მადისაღმძვრელ ფორმებზე ჯერ კიდევ ადრეული წლებიდან ოცნებობდა, ამიტომ ზრდასრულ ასაკში, ბევრი ფიქრისა და ყოყმანის გარეშე, ბავშვობის ოცნების რეალობად ქცევა განიზრახა.


imageimage


"პირველი ოპერაცია 19 წლის ასაკში გავიკეთე, ჯერ კიდევ ბავშვობიდან დიდ მკერდზე ვოცნებობდი, და ამაში პირველ რიგში, ჯესიკა რებითს ვადანაშაულებ, "- განაცხადა ლინდი ლი ნუნციატომ. გოგონას, რომელიც უკვე 31 წლის არის, საკუთარი გარეგნობის სრული "ტრანსფორმაცია" მთლიანობაში - 50 ათასი ფუნტი დაუჯდა.


image



გარეგნობის რადიკალურ ცვლილებას უშედეგოდ არ ჩაუვლია. გოგონას სოციალურ ქსელში დღესდღეობით 1, 4 მილიონი ერთგული გამომწერი ჰყავს, რომლებიც საკუთარი კერპის მისამართით კომპლიმენტებს არ იშურებენ და თბილი სიტყვებით მას სისტემატურად ანებივრებენ. საოცნებო გარეგნობის მიუხედავად, 31 წლის ამერიკელი, ჯერჯერობით კვლავ მარტოა, ასე რომ, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს დრო ლინდი ლი ნუნციატოს გულის დასაპყრობად ჯერ კიდევ აქვთ.


image



0
129
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
129