x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობას დაავალა, გაარკვიოს აქვს თუ არა QR კოდს კავშირი სატანასთან
imageროგორც ჩანს თეთრ ფონზე იდუმალი შავი კვადრატების მქონე სურათებმა სერიოზულად შეაშფოთა სომხური საზოგადოება. სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა გადაწყვიტა შეაჩეროს სპეკულაცია სასაქონლო შტრიხების გარშემო, მათი კავშირი ბნელ ძალებთან და ეს არ არის ხუმრობა.


სომხეთის მთავრობის სხდომაზე, ნადირობის ონლაინ ნებართვის მიღების პროექტის განხილვისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთში ელექტრონულად გარიგებებს იშვიათად აფორმებენ, რაც ინფორმირებულობის დაბალი დონით არის განპირობებული. მისი თქმით, გარკვეული პოლიტიკური ძალებისა და კერძო პირების სპეკულაციების ფონზე, ხალხს ელექტრონული გარიგებების გაფორმების უბრალოდ ეშინიათ.


დღეისთვის სულ უფრო ხშირად ნახავთ QR კოდის სხვადასხვა საქონლის ეტიკეტებზე (Quick Response Code — ანუ სწრაფი რეაგირების კოდი - სასაქონლო ნიშანი მატრიქსული შტრიხკოდებისთვის). ეს არის პატარა შავი(ან ლურჯი)- თეთრი სურათი, სადაც კვადრატების და ხაზების ფიგურებია გამოსახული უცნაურ ლაბირინთში.თუმცა სომხური საზოგადებას მიაჩნია, რომ ამ უცნაურ კვადრატს, სატანასთან აქვს კავშირი.

მდგომარეობის გამოსასწორებლად პრემიერმა სომხეთის უსაფრთხოების სამსახურს დავალება მისცა გაარკვიოს, აქვს თუ არა QR კოდს კავშირი სატანასთან. ამგვარად სომხეთის მთავრობის მეთაური QR კოდებთან დაკავშირებული მითების გაქარწყლებას ცდილობს.



შეგახსენებთ, ანალოგიური მითები დადიოდა საქართველოში, როდესაც პირველად ჩიპიანი(მეხსიერებით ბარათით)ელექტრონული პირადობის მოწმობები შემოვიდა, სამღვდელოებამ მას "ანტიქრისტეს 666 ბარათი" უწოდა, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების შემთხვევაში მორწმუნეები ღმერთს შორდებიან და ხდებიან ზომბირებული. 2013 წელს მათ 30 ათასი ხელისმოწერაც კი წარადგინეს იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან.

0
72
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0