x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
იესო ქრისტეს ჯვარცმის ზუსტი თარიღი დადგენილია?
imageგერმანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ კვლევების საფუძველზე შეძლეს იესო ქრისტეს ჯვარცმის ზუსტი თარიღის დადგენა.


გეოლოგები ჯეფერსონ უილიამსი (Supersonic Geophysical), აგრეთვე მარკუს შვაბი და იოაჰიმ ბრაუერი (German Research Center for Geosciences) სწავლობდნენ მკვდარის ზღვის სანაპიროდან აღებული ქანების ნიმუშებს. კვლევის ობიექტს წარმოადგენდა მიწისძვრის თარიღის დადგენა.


მათეს სახარება (თ. 27) გვაუწყებს ქრისტეს ჯვარცმისას მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შესახებ. ის რომ ჯვარცმა პარასკევ დღეს მოხდა, ასევე ცნობილია.


ებრაული კალენდრის, ასტრონომიული გამოთვლებისა და გეოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით ჯვარცმის ყველაზე სავარაუდო თარიღს წარმოადგენს ჩვენი წელთაღრიცხვით 33 წლის 3 აპრილი, პარასკევი.



აღსანიშნავია, რომ ადრე ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ რუმინელი მკვლევარები, რომლებიც მხოლოდ ასტრონომიულ მონაცემებს ეყრდნობოდნენ. მათი შეფასებით იესო ქრისტეს აღდგომა მოხდა ჩვენი წელთაღრიცხვით 33 წლის 5 აპრილის დილის 4 საათი.

3
828
4-ს მოსწონს
ავტორი:Livingstone
Livingstone
828
  
2013, 15 თებერვალი, 13:53
არ მჯერა,
მგონია რომ ამქვეყნად ყველაფრის გამოძიება შეუძლებელია.
2012, 9 დეკემბერი, 19:32
2012, 21 აგვისტო, 14:36
კარგია....)))
0 1 3