x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს უხარისხო აპარატით გაკეთებულმა ეპილაციამ და როგორ დავიცვათ თავი საფრთხისგან
image


ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ სოციალურ ქსელში ფოტოები, რომლებიც ეპილაციის შედეგად მიღებულ დამწვრობას ასახავს. ამასთან ერთად, თქვენს სანაცნობოში აუცილებლად მოიძებნება ერთი ადამიანი მაინც, ვინც რამდენიმე წელია, ეპილაციას იკეთებს, მაგრამ არასასურველი თმა მაინც ვერ მოიშორა. არადა ეპილაცია 21-ე საუკუნეში ყველაზე ხშირი დერმატო-კოსმეტოლოგიური პროცედურაა და მიმართულება იმდენად განვითარებულია, რომ წესით მსგავსი პრობლემების წინაშე აღარ უნდა ვდგებოდეთ.
თუმცა საქართველოში რეალობა ასე გამოიყურება და დღეს ადამიანები, რომლებიც ეპილაციას იკეთებენ, ხშირად აწყდებიან მსგავს პრობლემებს.

დამწვრობა
ეპილაციის დროს დამწრობა შეიძლება რამდენიმე მიზეზით მიიღოთ. მაგალითად, სიმძლავრე თქვენი კანის ფერის შესაბამისად არ იყოს დარეგულირებული, კანი ახალი გარუჯული იყოს ან სულაც, სპეციალისტმა თავაკი რამდენჯერმე გადაგატაროთ ერთსა და იმავე ადგილზე ან ფოტოსენსიტიური მედიკამენტების რეაქცია შეიძლება იყოს. საქართველოში დაფიქისრებულა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ეპილაციის დროს ადამიანებმა მეორე ჯგუფის კანის ღრმა შრეების დამწვრობაც კი მიიღეს. დამწვრობა იმ შემთხვევაში შეიძლება მიიღოს ადამიანმა, როდესაც ლაზერზე მაღალი ენერგიაა, ხოლო თუ ენერგია დაბალია დამწვრობის ნაცვლად ხდება ფოლიკულის დაზიანება, რომლის დროსაც თმა სუსტდება და არ შორდება. დასუსტებული თმის მოცილება კი საკმაოდ რთული პრობლემაა.


თმის ჩაბრუნება
ეპილაციის გარკვეული ტიპები იწვევს თმის ჩაბრუნებას. თმის ჩაბრუნება, ერთი შეხედვით, სერიოზული პრობლემა არაა, თუმცა ის იწვევს ანთებას, ტკივილს და კანის გაღიზიანებას. ანთება ვითარდება კანში დარჩენილი თმის ნაწილისგან, რადგან ორგანიზმი მას აღიქვამს, როგორც უცხო სხეულს. ეს ხდება მაშინ, როდესაც სხვადასხვა აპარატს არ გააჩნია მაღალი ენერგიის გასროლის საშუალება.

კანის სიწითლე და ქავილი
ეპილაციის შედეგად გამოწვეული ყველაზე ხშირი გართულება არის კანის სიწითლე და ქავილი. ქავილი კი ხშირად გამოწვეულია ალერგიით. ლაზერის სხივის კანზე პირდაპირი დასხივებით, კანში არსებული მელანინი შთანთქავს ენერგიას, რამაც ზოგადად შეიძლება გამოიწვიოს პროცედურის ჩატარების შემდგომ სირთულეები: კანი 1-2 საათი შეიძლება გაწითლდეს, თუმცა სიწითლე დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა შენარჩუნდეს და მას არ უნდა ახლდეს ქავილი. თუ ასე ხდება, მაშინ თქვენ ეპილაცია არაპროფესიონალური აპარატით გაქვთ გაკეთებული.

ეფექტის არქონა

დღეს საქართველოში ეპილაციის ფასები საკმაოდ დაბალი და ფართო საზოგადოებისთვის მისაღებია. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ხარისხიც დაბალია და ადამიანებს 6-8 პროცედურის ნაცვლად 16-18 ან კიდევ უფრო მეტი პროცედურის ჩატარება უწევთ არასასურველი თმის მოსაშორებლად. ამის მიზეზია დაბალი სიმძლავრის ლაზერი, ეს კი ნამდვილად პრობლემაა.
ამ ყველაფერს თავი რომ ავარიდოთ, აუცილებელია დიდი ყურადღებით შეარჩიოთ ესთეტიკური ცენტრი, სადაც პროფესიონალური ლაზერის აპარატით მუშაობენ. მაღალი ხარისხის აპარატი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მაღალკვალიფიცური სპეციალისტი.


image


ახლა კი გთავაზობთ დეტალურ რჩევებს, თუ როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენ ეფექტურად იკეთებთ ეპილაციას:



• პირველ რიგში, როგორც უკვე აღვნიშნეთ მნიშვნელოვანია აპარატი, რომლითაც ეპილაციას იკეთებთ. ბოლო 2-3 წლის კვლევების მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი ლაზერი გახდა სამსხივიანი, თუმცა აქ საყურადღებო სხივების რაოდენობა კი არა, ამ სხივების ინდივიდუალურად შერჩევისა და დარეგულირების შესაძლებლობაა. ამ დროისთვის საქართველოში ლაზერული ეპილაცია 1, 2 და 3 სხივიანი აპარატებით კეთდება, თუმცა სხივების ინდივიდუალურად დარეგულირების შესაძლებლობა მხოლოდ Lumenis Splendor X აპარატს გააჩნია. ის პასუხობს ამ მიმართულებით არსებულ თითოეულ გამოწვევას უსაფრთხო და ეფექტური შედეგებით, რომლის სხივებიც არა მხოლოდ ლაზერის სიგრძით, არამედ ამ სხივის თვისებებით გამოირჩევა. ეს არის ორსხივიანი აპარატი 755 ნმ ალექსანდრიტისა და 1064 ნმ ნეოდიუმ იაგის სხივებით.



აპარატი ექიმს საშუალებას აძლევს, დაარეგულიროს თითოეული სხივის სიმძლავრე ცალ-ცალკე პაციენტის ინდივიდუალური პარამეტრების მიხედვით და ამით კანის დაზიანების საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანოს. SPLENDOR X-ს საქართველოში სხვადასხვა ესთეკური ცენტრები იყენებენ.


image


• სასურველია აპარატს ჰქონდეს ოთხკუთხედი გასროლის არე. მრგვალი გასროლის არის შემთხვევაში კანის ზედაპირზე მუშაობის დროს ან უნდა გადაფარო ზონა ოლიმპიური წრეებით ან უნდა გამოტოვო. ერთმანეთის დადებისა და გადაფარვის შემთხვევაში დამწვრობის საშიშროება კიდევ უფრო მატულობს. კვადრატების შემთხვევაში კი არც ზონის გამოტოვება ხდება და არც გადაფარვა, რაც ბევრად უსაფრთხოა. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი. მრგვალი გასროლის არე მაქსიმალურ ენერგიას აღწევს კონუსისებრ კენწეროში. მასშტაბის მიხედვით, კი ეს არე ძალიან პატარა ზომისაა. კვადრატის შემთხვევაში ის განლაგებულია ზედაპირზე, შესაბამისად, ლაზერის სხივის სიმძლავრე და ზომის მოცულობა არ იკარგება.


image


• ეცადეთ შეარჩიოთ ეპილაციის ის აპარატი, რომელსაც არ სჭირდება კანის წინასწარ დამუშავებას გელით... განაგრძეთ კითხვა

0
203
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0