x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფინიკიელები – უძველესი ერი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა და გაქრა...

კაცობრიობის ისტორიაში, ფინიკიელები, ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი და ამავდროულად, ყველაზე შეუცნობელი ერი იყო. ძვ. წ. აღრ. 1550 — 300 წწ. ისინი ხმელთაშუა ზღვაზე დომინანტები იყვნენ, მათ გამოიგონეს ალფავიტი, რომლითაც დღემდე ვსარგებლობთ და დას. ევროპაში პირველი ქალაქები სწორედ მათ დაარსეს. მაგრამ, ამავდროულად, მათ, ისევე როგორც ეტრუსკებს, ერთიანი სახელმწიფო არასდროს ჰქონიათ. მხოლოდ დამოუკიდებელი ქალაქი–სახელმწიფოები ჰქონდათ, რომლებსაც ერთმანეთთან მხოლოდ საერთო კულტურა აკავშირებდა. პირველად ისინი დღევანდელი ლიბიის და სირიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ, კოლონიები ხმელთაშუა ზღვის მთელს სანაპიროზე შექმნეს. სწორედ მათ დაარსეს კართაგენი, რომელიც მოგვიანებით, თვით რომის იმპერიის არსებობას ემუქრებოდა.


image


გადმოცემის თანახმად, ფინიკიელების გემებმა ბრიტანეთის კუნძულებს მიაღწიეს, შემოუარეს აფრიკის სამხ. სანაპიროს და კოლუმბამდე, 1000 წლით ადრე «ახალ სამყაროშიც» ჩავიდნენ.

ბრიტანელმა მკვლევარმა და მოგზაურმა ფილიპ ბილმა ამ ინფორმაციის გადამოწმება გადაწყვიტა. მან არქეოლოგები და გემთნშენებლები დაიქირავა, რომ მათ, ხმელთაშუა ზღვაში აღმოჩენილი, 20 მ-იანი და 50 ტ-იანი ფინიკიური გემის ასლი შეექმნათ... და როდესაც ყველაფერი მზად იყო, აფრა აუშვა და ექსპედიციაში წავიდა.


image


მისი შორეული მოგზაურობა, სირიის სანაპიროსთან მდებარე, კ. არვადიდან დაიწყო, გაიარა სუეციის არხი, გაუყვა აფრიკის აღმ. სანაპიროს და კეთილი იმედის კონცხს შემოუარა. ამის შემდეგ, აფრიკის დას. სანაპიროს აუყვა და გიბრალტარის სრუტის გავლით, ისევ სირიაში დაბრუნდა. ფილიპ ბილის «ფინიკიურ გემს» აფრიკის ირგვლივ 32 000 კმ-ს გასავლელად და იმის დასამტკიცებლად, რომ ფინიკიელებს, ბართოლომეუ დიაშამდე 2000 წლით ადრე, მართლა შეეძლოთ აფრიკის კონტინენტის შემოვლა, 6 თვე დასჭირდა.


image


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფინიკიელების შესახებ, ჩვენამდე ძალიან მცირე ინფორმაციამ მოაღწია. მაგრამ, ცნობილია, რომ მათ უდიდესი გავლენა მოახდინეს ძველ მსოფლიოზე. უპირველეს ყოვლისა ისინი კარგი მეზღვაურები და ვაჭრები იყვნენ, რომლებმაც მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთი ერთიან ქსელში ჩართეს. მათ დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე ჯერ ქალაქი კართაგენი დაარსეს (ძვ. წ. აღრ. 814 წ.), ხოლო შემდეგ, აფრიკის ჩრდ. სანაპიროზე, იგივე სახელის სახ-ფო შექმნეს, რომლის დედაქალაქი, სწორედ ეს ლეგენდარული ქალაქი იყო.

კართაგენმა თავისი ძლიერების პიკს ძვ. წ. აღრ. III ს-ში მიაღწია. მაშინ კართაგენის შემადგენლობაში სიცილია, სარდინია, კორსიკა, ჩრდ. აფრიკა და სამხ. ესპანეთი იყო. მაგრამ, ეს ყველაფერი პუნიკურ ომებს (ძვ. წ. აღრ. 264 - 146 წწ.) შეეწირა.

კართაგენის გარდა, ფინიკიელებმა ქალაქები კვიპროსზე, ანატოლიაში, სამხ. სირიაში, ჩრდ. ისრაელში და თანამედროვე ლიბანის ტერიტორიაზეც დაარსეს.

ხოლო, ყველაზე დიდი წვლილი, რომელიც ფინიკიელებმა კაცობრიობის კულტურულ საგანძურში შეიტანეს — ალფავიტი იყო, რომელიც ბევრი თანამედროვე დამწერლობის შექმნის საფუძველი გახდა.


image


ისტორიკოსების ვარაუდით, ამ ერის წარმომადგენლები საკუთარ თავს «ქენა'ანებს», ანუ «ქანაანებს» უწოდებდნენ, რაც ივრითზე – «ვაჭარს» ნიშნავს და უნდა ითქვას, რომ ეს სახელი ზუსტად შეესაბამებოდა ფინიკიელთა მოღვაწეობას და მათ ძირითად საქმიანობას.

არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ სწორედ ფინიკიელებმა გამოიგონეს გამჭვირვალე მინა. კიდევ ერთი პროდუქტი, რომლითაც ისინი ვაჭრობდნენ — კედარი იყო. ხოლო, ფინიკიური საქონლის გასაღების ყველაზე დიდ ბაზარს ძველი ეგვიპტე წარმოადგენდა. ამ რეგიონში ხე-მასალაზე მოთხოვნა, ძვ. წ. აღრ. I ათასწლეულში, განსაკუთრებით დიდი იყო.

როგორც აღვნიშნეთ, ფინიკიელი ვაჭრები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს სხვა რეგიონებშიც დაცურავდნენ და იმით ვაჭრობდნენ, რაც მათ ქვეყანაში იწარმოებოდა. განსაკუთრებული მოთხოვნა კი, ძვირფას ლითონებზე — ესპანურ კალაზე და ვერცხლზე და კვიპროსულ სპილენძზე იყო.

რაც შეეხება სახელს «ფინიკიელები», ის მათ ბერძნებმა შეარქვეს და თარგმანში – «წითელს», უფრო სწორედ, «მეწამური ფერით შეღებილს ნიშნავს» (ლეგენდის თანახმად, ფინიკიელები მეწამური ფერი აღმოაჩინეს — საღებავი, რომელიც ცეცხლს ჰგავდა).



image


როგორც ზევით აღვნიშნეთ, ფინიკიელების მიერ დაარსებული კართაგენი ძვ. წ. აღრ. II ს. შუა პერიოდში, რომაელებთან ბრძოლისას დაეცა. ხოლო, თვით ფინიკიამ დამოუკიდებლობა კიდევ უფრო ადრე დაკარგა და ძვ. წ. აღრ. VIII – VII სს-ში, ასურთა იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა. ხოლო, ძვ. წ. აღრ. 538 წ. კიროს II დიდი (ძვ. წ. აღრ. 590 – 530 წწ.) დაპყრობითი ომების შემდეგ, მასზე უკვე სპარსეთის მმართველობა დაწესდა.

დამოუკიდებლობის დაკარგვის მიუხედავად, ფინიკიური ქალაქები განვითარებას განაგრძობდნენ და კულტურულ თვითმყოფადობას არ კარგავდნენ და ასე ალექსანდრე მაკედონელის სპარსეთში ლაშქრობებამდე (ძვ. წ. აღრ. 334 წ.) გრძელდებოდა. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მაკედონელის არმიას ქ. ტირმ გაუწია, რომლის ალყა, დაახლოებით, 7 თვეს გრძელდებოდა და როდესაც ის ბოლოს და ბოლოს მინც დაიპყრეს, გაცოფებულმა ბერძნებმა 10 000 ფინიკიელი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო, 30 000 – მონად გაყიდეს.

ძვ. წ. აღრ. II საუკუნიდან, ფინიკიის ელინიზაციის პროცესი დაიწყო და ერის ეთნიკური კუთვნილება თანდათანობით წაიშალა. ბოლოს კი, ქვეყანა სირიის ერთ–ერთი პროვინციის სახით, რომის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა.

imageimageimageimageimageimageimage






0
668
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
668
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0